5 რჩევა, თუ როგორ გამოუმუშაოთ ბავშვს ჯანსაღი ძილის ჩვევები

აღზრდის ერთ-ერთი ყველაზე რთული ასპექტია იმის უზრუნველყოფა, რომ ბავშვს საკმარისი და ჯანსაღი ძილი ჰქონდეს. ძილი უმნიშვნელოვანესია ბავშვის ზრდისთვის, განვითარებისა და საერთო კეთილდღეობისთვის. თუმცა, ბავშვის ჯანსაღი ძილის რუტინაში მოყვანა ხანდახან რთული ამოცანაა.

5 რჩევა იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ თქვენს პატარას

1. შექმენით ძილის თანმიმდევრული რუტინა

ყველაზე მთავარი თანმიმდევრულობაა, როცა ჯანსაღი ძილის ჩვევის ჩამოყალიბება გსურთ ბავშვებში. შექმენით ძილის წინ რუტინა, რომელიც დაეხმარება თქვენს შვილს გააცნობიეროს, რომ ძილის დრო ახლოვდება. ეს რუტინა შეიძლება მოიცავდეს ისეთ აქტივობებს, როგორებიცაა თბილი აბაზანის მიღება, ზღაპრების კითხვა ან დამამშვიდებელი მუსიკის მოსმენა.

2. დააწესეთ ძილის დრო

დააწესეთ რეგულარული ძილის დრო, რომელიც საშუალებას მისცემს თქვენს შვილს დაიძინოს ასაკისა და ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით. ჩვილების უმეტესობას დღეში 11-იდან 14 საათამდე ძილი სჭირდებათ, ხოლო 1 წლიდან დრო შედარებით მცირდება.

3. შექმენით პირობები კომფორტული ძილისთვის

პატარებში ძილის ჯანსაღი ჩვევების გასავითარებლად ძალიან მნიშვნელოვანია ძილისთვის კომფორტული გარემოს შექმნა. აუცილებელია, რომ ოთახი იყოს შედარებით ჩაბნელებული, მშვიდი და ნეიტრალური ტემპერატურით, რათა ორგანიზმი მარტივად მოდუნდეს.

4. შეზღუდეთ ეკრანთან გატარების დრო ძილის წინ

ეკრანებიდან გამოსხივებულმა შუქმა შეიძლება ხელი შეუშალოს მელატონინის გამომუშავებას; ჰორმონს, რომელიც არეგულირებს ძილს. უმჯობესია, რომ ბავშვმა ძილის წინ სულ მცირე ერთი საათით ადრე აღარ გამოიყენოს ტელეფონი, ტაბლეტი ან/და კომპიუტერი. ამის ნაცვლად შეგიძლიათ შესთავაზოთ მშვიდი აქტივობები – კითხვა ან ხატვა.

5. წაახალისეთ ფიზიკური აქტივობა

ფიზიკური აქტივობა ძალიან დიდ როლს თამაშობს ჯანსაღი ძილის მიღწევაში. პატარებმა საკმარისად უნდა დაიტვირთონ დღის განმავლობაში, რათა უკვე საღამოსკენ მოთენთილები იყვნენ. მაგალითად, ღია ცის ქვეშ თამაში ენერგიის დაწვის შესანიშნავი გზაა.

პატარებში ძილის ჯანსაღი ჩვევების გამომუშავება აუცილებელია როგორც მათი ფიზიკური და ინტელექტუალური განვითარებისთვის, ასევე თქვენი, როგორც მშობლის სიმშვიდისთვის. თანმიმდევრულობა, ძილის რეჟიმი და კომფორტული პირობები საბაზისო ნაბიჯებია ამ მიზნის მისაღწევად, რომელსაც მოთმინებით უნდა მოეკიდოთ.

დაკავშირებული პროდუქტები

საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
495 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
545 
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
135 
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
95 
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
179 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
355 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
135 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
85 
მუსლინის საფენები
გაყიდვაშია
55 
ეტლები რევერსული სავარძლით
გაყიდვაშია
2,079 
ეტლები რევერსული სავარძლით
გაყიდვაშია
2,079 
ეტლები რევერსული სავარძლით
გაყიდვაშია
2,236 
ეტლები რევერსული სავარძლით
გაყიდვაშია
2,337 
ეტლები რევერსული სავარძლით
გაყიდვაშია
2,236 
ეტლები რევერსული სავარძლით
გაყიდვაშია
2,236 
საბავშვო ეტლები 2 x 1
გაყიდვაშია
3,120 
საბავშვო ეტლები 2 x 1
გაყიდვაშია
3,120 
საბავშვო ეტლები 2 x 1
გაყიდვაშია
3,276 
საბავშვო ეტლები 2 x 1
გაყიდვაშია
3,276 

მეტი სასარგებლო სტატიები

კვებასთან დაკავშირებული სირთულეების მოგვარება თუ გადაწყვიტეთ, იდეალურად შერჩეული საბავშვო საკვები სკამი დაგჭირდებათ, რომელზეც საინტერესო რჩევებს ამ ბლოგში აღმოაჩენთ.
ბავშვთა სამყაროში ყოველი დღე თავგადასავალს უდრის, რომელიც სავსეა თამაშით, ახალი აღმოჩენებითა და სიფერადით.
გაზიარების უნარის განვითარება ეტაპობრივი პროცესია, რომელიც დაახლოებით 3 წლის ასაკში იწყება და გრძელდება მთელი ბავშვობის განმავლობაში.