თამაშის მნიშვნელობა ბავშვთა განვითარებაში

თამაში ხშირად განიხილება, როგორც ბანალური აქტივობა, რომელიც ბავშვებს უყვართ, როცა თავისუფალი დრო აქვთ, თუმცა თამაში შორს არის მოსაწყენი აქტივობისგან, რადგან ის გადამწყვეტ როლს თამაშობს ბავშვების განვითარებაში, ეხმარება მათ ისწავლონ და განვითარდნენ მრავალი გზით. ამ ბლოგში განვიხილავთ, რატომ სჭირდებათ ბავშვებს თამაში.

თამაში ბავშვობის განუყოფელი ნაწილია და ის მრავალ ფორმას მოიცავს– პლაჟზე ქვიშის ციხესიმაგრეების აშენებიდან დაწყებული მეგობრებთან თამაშით დამთავრებული. ბავშვები ერთვებიან მრავალფეროვან თამაშებში, რაც მათ სხვადასხვა უნარის განვითარებაში ეხმარება. თამაში ბავშვებს აძლევს შესაძლებლობას შეისწავლონ თავიანთი გარემო, იმოქმედონ სხვებთან ერთად თუ დამოუკიდებლად, გაეცნონ საკუთარ თავს და მათ გარშემო არსებულ სამყაროს.

თამაშის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა ის არის, რომ ის ეხმარება ბავშვებს ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაში. ისეთი აქტივობები, როგორებიცაა სირბილი, ხტუნვა, ცოცვა ხელს უწყობს უხეში მოტორიკის უნარების განვითარებას. ამის პარალელურად, წვრილი მოტორიკის უნარებიც ვითარდება ხატვის, ღებვის, კონსტრუქციების აგების და სხვა აქტივობების ხარჯზე.

თამაში ასევე ეხმარება ბავშვებს კოგნიტიური შესაძლებლობების განვითარებაში. თამაშები, რომლებიც მოითხოვს სტრატეგიას და პრობლემის გადაჭრას, ეხმარება ბავშვებს კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებაში. მაგალითად, ამის ნათელი მაგალითი თავსატეხები და სამაგიდო თამაშებია, რომლებსაც მოთამაშისგან გარკვეული ძალისხმევა და ფიქრი სჭირდება.

სოციალური უნარები ბავშვების განვითარების კიდევ ერთი ასპექტია, რომელიც ვითარდება თამაშის საშუალებით. სხვა ბავშვებთან თამაში მათ საშუალებას აძლევს გამოიყენონ კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და მოლაპარაკების უნარები. ისინი სწავლობენ კონფლიქტების მოგვარებას, ურთიერთპატივისცემას, ემპათიას. ეს უნარები გადამწყვეტია წარმატებისთვის შემდგომ ცხოვრებაში, რადგან ისინი ქმნიან საფუძველს ეფექტური, ჯანსაღი კომუნიკაციისთვის.

გარდა ფიზიკური, შემეცნებითი და სოციალური განვითარებისა, თამაში მონაწილეობს ემოციურ განვითარებაშიც. ის საშუალებას აძლევს ბავშვებს გამოხატონ და აკონტროლონ თავიანთი ემოციები. მათ შეუძლიათ წარმოსახვით ითამაშონ „ექიმობანა“, „კოსმონავტობა“, რომლებიც ეხმარება თავიანთი გრძნობების გარკვევასა და გამოხატვაში. თამაში ასევე აძლევს ბავშვებს რისკებისა და შეცდომების დაშვების უსაფრთხო სივრცეს, რომელშიც არავინ განსჯის, რაც მათში აყალიბებს გამძლეობასა და თავდაჯერებულობას.

თამაშის მრავალი სარგებლის გათვალისწინების მიუხედავად, დღეს, ციფრულ სამყაროში ბევრ ბავშვს არ აქვს წვდომა თამაშზე. ხოლო ეკრანთან გატარებული დროისა და აკადემიური ზეწოლის გაზრდა თანამედროვეობაში ნიშნავს, რომ ბავშვებს ნაკლები თავისუფალი დრო აქვთ სათამაშოდ, ვიდრე წარსულში. თამაშის ნაკლებობამ კი შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული შედეგები ბავშვების განვითარებაზე, რაც გამოიწვევს ფიზიკურ, კოგნიტიურ და ემოციურ პრობლემებს.

ბავშვებისთვის თამაში აუცილებელი კომპონენტია, რომელზეც ბევრი რამაა დამოკიდებული. მშობლებმა, აღმზრდელებმა და მასწავლებლებმა უნდა იცოდნენ თამაშისა და მუშაობის მნიშვნელობა და პრინციპები, რათა ბავშვებს მისცენ საკმარისი შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ თამაშში ყოველდღიურ ცხოვრებაში, იყონ თავისუფალნი არჩევანსა და მოქმედებაში. ამით ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ბავშვებს – იყონ ჯანსაღად, ბედნიერად აღზრდილები.

დაკავშირებული პროდუქტები

საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
495 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
545 
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
135 
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
95 
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
179 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
355 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
135 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
85 
მუსლინის საფენები
გაყიდვაშია
55 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
776 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,085 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
776 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,085 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
776 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,085 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,085 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,085 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,315 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
625 

მეტი სასარგებლო სტატიები

ბავშვთა სამყაროში ყოველი დღე თავგადასავალს უდრის, რომელიც სავსეა თამაშით, ახალი აღმოჩენებითა და სიფერადით.
გაზიარების უნარის განვითარება ეტაპობრივი პროცესია, რომელიც დაახლოებით 3 წლის ასაკში იწყება და გრძელდება მთელი ბავშვობის განმავლობაში. 
ამ ბლოგიდან დეტალურად გაიგებთ, როგორ იზრუნოთ შვილის თუ თქვენს ჯანმრთელობაზე, როგორ ებრძოლოთ ბრტყელტერფიანობას და როგორ მოიხსნათ ყოველდღიური სტრესი.