კონცენტრაციის უნარის გამომუშავება ბავშვებში

ყველა მშობელმა იცის, რომ ბავშვის ყურადღება შეიძლება მარტივად გაიფანტოს სხვადასხვა სიტუაციაში. პატარების ცნობისმოყვარეობა და მუდმივ მოძრაობაში ყოფნა ხანდახან ხელისშემშლელი ფაქტორია რაიმე ერთ საგანზე/მოვლენაზე კონცენტრაციის დროს. მიუხედავად ამისა, ბავშვის ფოკუსირების უნარის განვითარება არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ მისი შემეცნებითი განვითარების მნიშვნელოვანი ასპექტია.

როგორ გავამახვილოთ ბავშვის ყურადღება სხვადასხვა აქტივობაზე?

  1. შექმენით მშვიდი და ორგანიზებული გარემო

სანამ თქვენს პატარასთან თამაშს დაიწყებთ, დარწმუნდით, რომ გარემო ხელსაყრელია მაქსიმალური კონცენტრაციისთვის. მშვიდი და ორგანიზებული სივრცე ხელს უწყობს ყურადღების გაფანტვის შემცირებას და ქმნის წესრიგის განცდას.

1. ასაკის შესაბამისი აქტივობები

პატარების მიერ რაიმეზე კონცენტრაციის გადატანა შეიძლება ხანმოკლე იყოს, ამიტომ მნიშვნელოვანია აქტივობების მორგება მათ ასაკსა და შესაძლებლობებზე. უმჯობესია, რომ პირველი ეტაპი მოიცავდეს მოკლე, სახალისო თამაშებს, რომლებიც ბავშვის განვითარებისთვის შესაფერისი იქნება. მაგალითად, ორი წლის ბავშვს შეიძლება უფრო აინტერესებდეს ფერად-ფერადი ბლოკების ფორმისა და ფერის მიხედვით დახარისხება, ვიდრე შედარებით რთული თავსატეხებით დროის გაყვანა.

3. ინტერესების წახალისება

პატარები ბუნებრივად მიდრეკილნი არიან სიახლეებისკენ და აღმოჩენებისკენ. ეს მოცემულობა ამარტივებს მათი ინტერესების გარკვევას და თამაშებისთვის მორგებას. თუ თქვენს პატარას ცხოველები უყვარს, შეგიძლიათ რბილი სათამაშოებით მინი ზოოპარკი მოაწყოთ და ცოცხალი არსებები უფრო ახლოდან გააცნოთ.

4. გამოიყენეთ ტაიმერი

ტაიმერი, ანუ საათი, რომელიც დანიშნულ დროს რეკავს, ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა პატარებისთვის დროის მართვის სწავლებისთვის. ამ ხერხს რომ მეტად სახალისო სახე ჰქონდეს, შეგიძლიათ გამოიყენოთ ქვიშის საათი. თანდათანობით კი გაზარდეთ ხანგრძლივობა.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყველა ბავშვი თავისი არსით უნიკალურია და ვითარდება საკუთარი ტემპით. მოერიდეთ ზედმეტ ზეწოლას და სანაცვლოდ იყავით მომთმენი და მოქნილი თქვენს მიდგომებში. მთავარი მიზანი სწავლისადმი, დროის მართვისა და კონცენტრაციისადმი სიყვარულის განვითარებაა.

დაკავშირებული პროდუქტები

რბილი სათამაშოები
გაყიდვაშია
39 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
63 
Label Label Wooden blocks 50pcs Pink - ხის განსავითარებელი სათამაშო - image 1 | Labebe
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
92 
რბილი სათამაშოები
გაყიდვაშია
45 
რბილი სათამაშოები
გაყიდვაშია
94 
რბილი სათამაშოები
გაყიდვაშია
39 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
63 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
92 
რბილი სათამაშოები
გაყიდვაშია
45 
რბილი სათამაშოები
გაყიდვაშია
94 

მეტი სასარგებლო სტატიები

მანამ, სანამ შვილისთვის იდეალურ ჩანთას აარჩევთ, ეს ბლოგი დაგეხმარებათ, გაერკვიოთ, რომელი მოდელია ყველაზე შესაფერისი თქვენი და ბავშვის საჭიროებებისთვის.
თითოეულ ბავშვს შესაძლებლობების დიდი პოტენციალი აქვს, რომელიც საჭირო დროსა და ადგილას სხვადასხვა გზით ვლინდება. 
კვებასთან დაკავშირებული სირთულეების მოგვარება თუ გადაწყვიტეთ, იდეალურად შერჩეული საბავშვო საკვები სკამი დაგჭირდებათ, რომელზეც საინტერესო რჩევებს ამ ბლოგში აღმოაჩენთ.