ხის განმავითარებელი სათამაშოები ბავშვებისთვის


ბავშვებისთვის თამაში ყოველდღიურობის ნაწილია და ყველაზე მეტ დროს სწორედ ამ აქტივობას უთმობენ. თანამედროვე სამყაროში თამაში ეფექტური მეთოდია იმისათვის, რომ პატარებმა ისწავლონ და განავითარონ საკუთარი უნარ-ჩვევები, ყოველგვარი დაძაბულობისა და წნეხის გარეშე.

შვილისთვის სათამაშოების შერჩევის პროცესი არც ისეთი მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მანამ, სანამ თამაშისთვის დამზადებულ ნივთებს გადაავლებდეთ თვალს, გასათვალისწინებელი რიგი ფაქტორები.

საბავშვო განმავითარებელი სათამაშო უნდა იყოს უსაფრთხო, საინტერესო და ხარისხიანი მასალებისგან შექმნილი, რათა გარკვეული დროის შემდეგ კარადის უკან ან საწოლის ქვეშ არ აღმოჩნდეს.

ლაბებე ბუტიკში შეუზღუდავი რაოდენობის სხვადასხვა ფორმის, ზომის, ფერისა და დანიშნულების სათამაშოებს აღმოაჩენთ, რომლებიც თქვენს პატარას არა თუ მხოლოდ გაართობს, არამედ ისეთ მეგობრებადაც იქცევიან, რომ მათ გარეშე სახლიდან გასვლაც აღარ მოუნდება.

ბრენდები, რომლებიც ხარისხით გამოირჩევა

საუკეთესო საგანმანათლებლო სათამაშო უზრუნველყოფს სწავლისადმი, სამყაროს შეცნობისადმი მოზღვავებულ ინტერესს და სიყვარულს, რის გამოც ბავშვი მუდმივად ცდილობს, ყოველ ჯერზე აღმოაჩინოს რამე ახალი.

დღეს ლოკალურ თუ საერთაშორისო ბაზარზე მრავალ ბრენდს და სათამაშოს იპოვით. Labebe Boutique-ის ვებგვერდის თვალიერებისას, შეხვდებით მხოლოდ ისეთ ბრენდებს, რომლებიც ხარისხით, სანდოობითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევა.

ევროპული საბავშვო კომპანიები, როგორებიცაა Label Label და Tryco გთავაზობთ იდეალურ სათამაშოებს, რომლებიც მაქსიმალურად ადაპტირებულია პატარების საჭიროებებზე. ამ წამყვანი ბრენდების საბავშვო პროდუქცია შეესაბამება ევროპულ CE სტანდარტებს, რაც მათზე არჩევანის შეჩერებას კიდევ უფრო უკომპრომისოს ხდის.

რატომ უნდა შეიძინოთ განმავითარებელი სათამასოები?

მშობლების გარკვეული ნაწილი სათამაშოებს აღიქვამს, როგორც ბავშვების გართობის წყაროს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნამდვილად სათამაშოების ერთ-ერთი ფუნქციაა, მათ, ასევე, შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილიც შეიტანოს თქვენი შვილის განათლებაში.

განმავითარებელი სათამაშოები ხელს უწყობს ისეთი არსებითი უნარების განვითარებას, როგორებიცაა: პრობლემების გადაჭრა, მოტორული უნარები და ლოგიკა. ამ ტიპის სათამაშოებისგან, რაც უფრო მეტი შეძენილი უნარ-ჩვევა ექნება პატარას, მით უფრო კარგად იქნება მომზადებული სასკოლო ცხოვრებისთვის.

ზოგადად, თამაშისას ბავშვები ივითარებენ კრეატიულობას, წარმოსახვასა და დამოუკიდებლობას. საგანმანათლებლო სათამაშო სწავლას უფრო სახალისოს და ნაყოფიერს ხდის, რასაც მალევე შენიშნავთ ინვესტიციის ჩადების შემდეგ.

ხის სათამაშოების მოდელები

Labebe Boutique-ში შვილისთვის მთელი ბავშვობის პერიოდისთვის სამყოფ სათამაშოებს აღმოაჩენთ, რომლებიც, თავის მხრივ, დაყოფილია სხვადასხვა კატეგორიად: გაანგარიშება და ენა, თვალისა და ხელების კოორდინაცია, ლოგიკური აზროვნება, მოტორიკა, როლური თამაში, სოციალური ინტერაქცია და ა.შ.

სათამაშოს თითოეულ ტიპს თავისი შესასრულებელი ამოცანა აქვს, ხოლო ბავშვს თამაშის დროს – სრული თავისუფლება, რადგან არ არსებობს განსაზღვრული წესები და ჩარჩოები; მთლიანი პროცესის მართვა პატარაზეა დამოკიდებული.

Stacking Blocks House

Label Label-ის ასაწყობი ხის ბლოკები, რომლებიც დამზადებულია FSC სერტიფიცირებული წიფლის ხისგან, კრეატიულობის უსაზღვრო შესაძლებლობებს იძლევა. ლაბებეში ამ ნაკრებს სამ ფერში იპოვით: ვარდისფერი, ყავისფერი და ლურჯი.

ფერადი და სხვადასხვა ზომის 14 ბლოკი საშუალებას აძლევს ბავშვს თავისუფლად დააწყოს, ააგოს და ააწყოს ფიგურები - ააშენოს საკუთარი ოცნების სახლი. ხის კუბების კომპლექტით უსაფრთხო და მხიარული თამაშის დროს ბავშვს უვითარდება წარმოსახვის, ლოგიკის, ხელისა და თვალის კოორდინაციის უნარები.

როლური თამაშის კომპლექტები

ბელგიური ბრენდის ასორტიმენტში ხის ნაირნაირი ნაკრები შეგხვდებათ, რომელთა შორისაც ერთ-ერთი გამორჩეული კატეგორია – როლური თამაშის კომპლექტებია. მათი დანიშნულება ბავშვებში წარმოსახვის განვითარებაა და გთავაზობთ სხვადასხვა სფეროსთან დაკავშირებულ ნივთების ერთობლიობას.

მაგალითად, თუ თქვენი შვილი თვალს ხშირად ადევნებს სამზარეულოს ამბებს და უყვარს უცხო რამეების დაგემოვნება, დიდი ალბათობაა, რომ მოეწონოს სამზარეულოს ხის სათამაშო ნაკრები.

გემრიელი კრუასანები, სადილისა თუ ვახშმისთვის ლამაზ-ლამაზი ჯამები და ა.შ. – ყველაფერს აღმოაჩენთ ლაბებე ბუტიკში, რათა ბავშვის კულინარიულ ოცნებებს ფრთა შეასხათ.

Educational Baby Walker

არსებობს ისეთი კონსტრუქციებიც, რომლებიც პატარებს ერთბაშად სთავაზობს მრავალი უნარის განვითარებას. ასეთი სწორედ Educational Baby Walker არის, რომელიც უზრუნველყოფს შემდეგს: გაანგარიშებასა და ენას, თვალისა და ხელების კოორდინაციას, ლოგიკურ აზროვნებას, მოტორიკას, ფანტაზიასა და წარმოსახვას, ფორმებისა და ფერების შესწავლას.

თუ ვსაუბრობთ იდეალურ სათამაშოზე, მაშინ, უდავოა, რომ ეს მოდელი სრულად შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს. მოტორული უნარებიდან დათვლამდე, ასოების ამოცნობიდან სიტყვების ფორმირებამდე – კუბიკების ნაკრები ხელს უწყობს მრავალმხრივ სწავლას.

მანქანის ფორმის ჭოჭინა-კუბიკები არა მხოლოდ დამოუკიდებელი სიარულისთვის, არამედ უნარების განვითარებისთვისაა შექმნილი. მისი გამოყენება ნებადართულია ბავშვის დამოუკიდებელი სიარული შესასწავლად 1 წლის ასაკიდან.

Xylophone

ის, რომ ბავშვებს სასიამოვნო ჰანგები აჯადოებს, სულაც არ არის გასაკვირი, რადგან მუსიკა მათ ეხმარება თვითგამოხატვაში, ასო-ბგერებისა და მთლიანი სიტყვების შეცნობაში. ამ შემთხვევაში, ქსილოფონი პატარა მუსიკოსებისთვის იდეალური საკრავია, რათა გაივარჯიშონ სმენის უნარი.

პასტელური ფერის ქსილოფონი FSC სერტიფიცირებული მაღალი ხარისხის წიფლის ხისგანაა დამზადებული და ბავშვებისთვის უსაფრთხო, წყლის ბაზაზე დამზადებული საღებავითაა დაფარული. ის მარტივი, მშვენიერი ფორმისაა და მოჰყვება ჯოხი, რომელიც ეხმარება თქვენს პატარა მაესტროს ბგერებისა და რიტმების შესწავლაში.

Abacus – ანგარიშის სწავლისთვის

ბავშვები თვლას დაახლოებით 2 წლის ასაკიდან იწყებენ და სკოლაში შესვლამდე უკვე აქვთ გარკვეული საბაზისო ცოდნა. როგორც მშობელს, შეგიძლიათ შვილისთვის ამ უნარ-ჩვევის წახალისება სპეციალური სათამაშოთი – აბაკით.

Tryco-ის ხის სათამაშოების კოლექცია გართობისა და ხელმისაწვდომობის ბრწყინვალე ტანდემია და ნებისმიერ ოთახს სიკაშკაშეს სძენს. ლაბებეში წარმოდგენილი მხიარული საანგარიშო დაფა, ანუ აბაკი პოლარული დათვის ფორმისაა, რომლითაც არითმეტიკის სწავლა უფრო სახალისოა. ოთხი ზოლი და თითოზე 10 კენჭი ბავშვს მარტივ გამოთვლებს შეასწავლის.

Stacking Train

ბავშვისთვის სენსორულ გამოცდილებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ამ დროს ის სწავლობს ამა თუ იმ ნივთის ფორმას, ზომასა და სტრუქტურას. სენსორული თამაშისთვის არაერთი სათამაშოა განკუთვნილი, რომელსაც ლაბებეს ონლაინ მაღაზიაში აღმოაჩენთ.

Label label-ის მატარებლის კუბიკები და სიმბოლოები ხელს უწყობს წარმოსახვის გაძლიერებას, ხოლო მოსახსნელი ვაგონები აფართოებს თამაშის შესაძლებლობებს. ხის მატარებელი ავითარებს მოტორულ უნარებს, სივრცით აღქმას და კრეატიულობას. კუბიკების კომპლექტით პატარებს შეუძლიათ მატარებელი გარდაქმნან ხიდად, გვირაბად და ზოოპარკად.


Labebe Boutique-ის ვებგვერდზე შვილთან ერთად აღმოაჩინეთ მისთვის განმავითარებელი სათამაშოები, რომლებიც სწავლას დაუვიწყარ თავგადასავლად აქცევს.

მსოფლიოს დონის ბრენდების ეკოლოგიურად სუფთა, ფერადი და ხარისხიანი სათამაშოები პატარას ყოველთვის ამოგზაურებს ჯადოსნურ სამყაროში და შეასწავლის ისეთ რამეებს, რასაც მთელი ცხოვრების განმავლობაში აქტიურად გამოიყენებს.

დაკავშირებული პროდუქტები

ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
118 
Label Label Car Slider Green - ხის განსავითარებელი სათამაშო - image 1 | Labebe
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
113 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
231 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
118 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
46 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
97 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
67 
Label Label Stacking Train Blue - ხის განსავითარებელი სათამაშო - image 1 | Labebe
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
105 
Label Label Toaster Pink - ხის განსავითარებელი სათამაშო - image 1 | Labebe
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
97 
Label Label Wooden blocks 50pcs Blue - ხის განსავითარებელი სათამაშო - image 1 | Labebe
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
92 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
84 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
11 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
11 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
55 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
21 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
84 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
21 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
147 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
118 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
113 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
231 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
118 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
46 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
97 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
67 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
105 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
97 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
92 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
84 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
11 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
11 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
55 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
21 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
84 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
21 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
147 

მეტი სასარგებლო სტატიები

კვებასთან დაკავშირებული სირთულეების მოგვარება თუ გადაწყვიტეთ, იდეალურად შერჩეული საბავშვო საკვები სკამი დაგჭირდებათ, რომელზეც საინტერესო რჩევებს ამ ბლოგში აღმოაჩენთ.
ბავშვთა სამყაროში ყოველი დღე თავგადასავალს უდრის, რომელიც სავსეა თამაშით, ახალი აღმოჩენებითა და სიფერადით.
გაზიარების უნარის განვითარება ეტაპობრივი პროცესია, რომელიც დაახლოებით 3 წლის ასაკში იწყება და გრძელდება მთელი ბავშვობის განმავლობაში.