თანამედროვე საბავშვო ეტლები 2x1 ლაბებეში

ბავშვთა სამყაროში მუდმივად ვითარდება საბავშვო პროდუქცია და მშობლებისთვის ყოველდღიურად იზრდება არჩევანის მრავალფეროვნება. მრავალფუნქციური საბავშვო ეტლები უკვე სცილდება სტანდარტულ სისტემებს და მომხმარებლებს გაცილებით დიდ კომფორტს და შეღავათს სთავაზობს.

მიუხედავად ბაზარზე არსებული დიდი ასორტიმენტისა, მშობლებს Labebe Boutique-ზე მარტივად და სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენი შვილის საჭიროებებზე მორგებული ეტლი, რომელიც შეძენისთანავე დაგავიწყებთ ყოველგვარ დისკომფორტს. ამ ბლოგში სწორედ 2x1 ეტლებზე ვისაუბრებთ, რაც დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში და, შესაბამისად, გონივრული ინვესტიციის ჩადებაშიც.

მრავალფეროვნება და მოხერხებულობა

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც მშობლებს მოსწონთ ორი ერთში ეტლები, არის მათი მრავალფეროვანი ბუნება. ეს ინოვაციური ეტლები შექმნილია ბავშვისა და მშობლის ცვალებადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

ამ ტიპის ეტლი მშობელს სთავაზობს მარტივ გადასვლას სხვადასხვა გლუვ რეჟიმს შორის, რაც საშუალებას აძლევს ადვილად გარდაქმნას ტრადიციული ეტლი ბავშვის აკვნად. ეს კი ნიშნავს, რომ როდესაც თქვენი პატარას ძილის დრო მოვა, ეტლს შეუძლია მოერგოს მის საჭიროებას დამატებითი აღჭურვილობის შეძენის აუცილებლობის გარეშე.

ინვესტიციის ეფექტურობა

ტრანსფორმერ ეტლში ინვესტიციის ჩადება გონივრულად გადადგმულ ნაბიჯად ითვლება, რადგან მომხმარებელს ეზოგება ფინანსები და რჩება ისეთი პროდუქტი, რომელსაც წლების განმავლობაში გამოიყენებს.

იმის ნაცვლად, რომ ცალ-ცალკე შეიძინოთ ყველა აუცილებელი საბავშვო აქსესუარი ბავშვის განვითარების სხვადასხვა ეტაპისთვის, მოდულური ეტლი გთავაზობთ მის გამოყენებას გრძელვადიან პერსპექტივაში და ამცირებს შენახვასთან დაკავშირებულ სირთულეებს.

გარდა ამისა, ამ ეტლების გამძლე და ადაპტირებადი კონსტრუქცია მათ ეკოლოგიურ პროდუქტადაც აქცევს და ამცირებს გარემოს დაბინძურების ალბათობას.

Labebe Boutique-ის ვებგვერდის საბავშვო ეტლების სექციაში სხვადასხვა ევროპული ბრენდის, განსხვავებული დიზაინისა და საფასო კატეგორიის ეტლებს იხილავთ. ამასთანავე, შესაძლებელია როგორც ერთიანად გადახდა, ისე – ონლაინ განვადებით სარგებლობა, თქვენზე მორგებული პირობებით.

ვებსაიტზე არაერთ საბავშვო მოდალური სისტემის ეტლს აღმოაჩენთ, რომელთა მწარმოებელი კომპანიები წამყვანი ბრენდები არიან მსოფლიო მასშტაბით და უზრუნველყოფენ ევროპული უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს.

Pali-ის საბავშვო ეტლები

ერთ-ერთი მოწინავე ბრენდი Pali-ია, რომელიც იტალიაში წარმოებულ საბავშვო ეტლებს და ავეჯს სთავაზობს მშობლებს. მისი ეტლები გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით, მაღალი ხარისხის მასალებითა და სიმსუბუქით, რომლებიც მნიშვნელოვანი ფაქტორებია.

Pali Connection Stroller 4.0 ტრანსფორმერი ეტლია, რომლის დანახვისთანავე შეიგრძნობთ, თუ რამდენად კომპაქტური და მოსახერხებელია ის ყოველდღიურ გამოყენებაში.

ლაბებეს საიტზე არსებულ ეტლს ორ ფერში იპოვით – ნაცრისფერს და ნუშისფერს, თუმცა სხვა მახასიათებლებით ისინი იდენტურნი არიან. ალუმინის ჩარჩოთი, ეკო ტყავითა და უმაღლესი ხარისხის ტექსტილით შექმნილი ეტლი უსაფრთხო არჩევანია, რომელიც რეკომენდებულია 0 თვიდან 3 წლამდე.


Connection Stroller 4.0 აღჭურვილია ტევადი შესანახი კალათით, რომელიც ბავშვის აუცილებელი ნივთების შენახვაში დაგეხმარებათ, ხუთწერტილოვანი უსაფრთხოების ღვედით, DMS სისტემის ბორბლებით. აღსანიშნავია ისიც, რომ ეტლის წინა ბორბლებს ავტომატური მოხვევის ფუნქციაც აქვს.

კლასიკური სტილის ეტლის საფარი, იგივე ქუდი საკმაოდ მოქნილია და სათვალთვალო ფანჯარაც აქვს. სეირნობის დროს თუ ჩვილს ჩაეძინა, მაგრამ მისი ყურებით ტკბობის გაგრძელება გსურთ, ეს ჭუჭრუტანა იდეალურად გამოგადგებათ და ჩაძინებულ შვილსაც არ შეაწუხებთ.

პალის ამ ეტლის კიდევ ერთი ბენეფიტი რეგულირებადი საზურგე და ფეხი დასადებია. მაგალითად, სასეირნო პოზიციას საზურგე მთლიანად გადასდის, ხოლო ბავშვის ზრდასთან ერთად შეგიძლიათ დაარეგულიროთ ფეხის დასადები, რათა ბავშვს მაქსიმალურად მყუდრო სივრცე ჰქონდეს.

ამჟამად Labebe Boutique-ს ვებგვერდზე Pali-ის ამ ორ ეტლს 36% ფასდაკლებით შეიძენთ და დაზოგავთ 558 ლარს. ამასთანავე, ლაბებე ულიმიტო გარანტიას გთავაზობთ შენაძენზე, რადგან დარწმუნებული ვართ ჩვენთან წარმოდგენილი პროდუქციის ხარისხში.

Peg Perego-ის საბავშვო ეტლები

ლაბებეში ევროპული ბრენდის ეტლების 3 კოლექციას აღმოაჩენთ: Book, Vivace და Veloce. თითოეული კოლექცია შესრულებულია უზადო დეტალებით, ისე, რომ მშობლებსა და ბავშვებს კომფორტი ყველა სივრცეში ჰქონდეთ.

Peg Perego-ს საბავშვო მოდულური სისტემის ეტლით ყველგან და ნებისმიერი ტიპის რელიეფზე შეგიძლიათ ისეირნოთ მისი 18-27 სმ ბორბლების და 51 სმ სიგანის ბაზის წყალობით.

ბავშვის ულტრა კომპაქტური ეტლი გათვლილია უბრალო სეირნობისთვის და მოგზაურობისთვის, ეტევა ლიფტშიც და მანქანის საბარგულშიც, რაც გაგიადვილებთ მის ტრანსპორტირებას ნებისმიერ მანძილზე.

კოლექციებს ერთმანეთთან აერთებს ძირითადი ნიშანი – გამოყენებული მასალები, რითაც ისინი ნებისმიერი მშობლის გულს მოიგებს. BPA-ს გარეშე წარმოებული საბავშვო ნივთები სტანდარტულზე მეტად უსაფრთხოა.

500 კოლექცია დამზადებულია SEAQUAL® YARN სპეციალური ქსოვილისგან, რომელიც შედგება უმაღლესი ხარისხის პოლიესტერის ძაფებისგან და იწარმოება ოკეანის პლასტიკის ნარჩენების გადამუშავების შედეგად.

თანამედროვე საბავშვო ეტლები ტრადიციულისგან განსხვავებით მეტ დაცულობას და ფუნქციებს გთავაზობთ. თუ Peg Perego-ს ეტლის შეძენა უკვე გადაწყვეტილი გაქვთ, შეიძლება მხოლოდ ფერის არჩევაზე დაგეხარჯოთ დრო.


ლეგენდარული Inglesina და მისი ეტლები

ლაბებეში უკვე ხელმისაწვდომია ბევრისთვის ცნობილი იტალიური გიგანტი, რომელიც ბავშვების კეთილდღეობაზე ზრუნავს. Inglesina ორიგინალური და ინოვაციური მწარმოებელია, რომლის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში Labebe Boutique-ია.

თუ შვილისთვის ზღაპრული გამოცდილების შექმნა გინდათ და ეძებთ ისეთ ეტლს, რომელიც ექსტრემალურ სიტუაციებშიც თქვენი დამხმარე იქნება, მაშინ ინგლეზინა ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი იქნება.

Inglesina-ს მოდულური ეტლის კომპლექტში შედის მანქანის სავარძელი, აკვანი და მისი სადგამი, ეტლის სავარძელი. ჩამოთვლილი კომპონენტები სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ თავიდან მოიცილოთ არასასურველი ფიქრები და ფინანსების არაეფექტური ხარჯვა.

ამ ეტლის შერჩევის შემთხვევაში, ზედმეტი ხარჯისგან თავისუფალი იქნებით 4 წლის განმავლობაში, რადგან იგი გათვლილია ბავშვის დაბადებიდან 22 კილოგრამამდე. 2x1 ეტლი აღჭურვილია Cab 0+ მანქანის სავარძლით, რომელიც დამტკიცებული ECE R 44/04 რეგულაციების მიხედვით 0+ ჯგუფისთვის (0-იდან 13 კგ-ამდე).

ლაბებე ბუტიკში დაგხვდებათ Inglesina-ს Electa და Aptica XT კოლექციები, რომლებიც დახვეწილობის და პრაქტიკულობის არაჩვეულებრივ ნაზავს ქმნის.


ბავშვთან ერთად ხანდახან რთულია საყიდლებზე გასვლა, თუმცა ამის აღმოსაფხვრელად ლაბებე ყველა მომხმარებელს სთავაზობს ონლაინ შოპინგის გამოცდილებას. სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ დაათვალიეროთ და შეარჩიოთ თქვენთვის იდეალური საბავშვო ეტლი, რომელიც ხარისხს, გამძლეობას და სრულ იდილიას უზრუნველყოფს.

Labebe Boutique-ში სასურველი ნივთის შეძენა მარტივი და მოსახერხებელი პროცედურაა, ხოლო შეძენილ პროდუქტს 24 საათის განმავლობაში სასურველ მისამართზე მიიღებთ

დაკავშირებული პროდუქტები

საბავშვო ეტლები 2 x 1
წინასწარ შეკვეთით
3,392 
საბავშვო ეტლები 2 x 1
გაყიდვაშია
2,810 
საბავშვო ეტლები 2 x 1
გაყიდვაშია
2,810 
დანაზოგი 50%
საბავშვო ეტლები 2 x 1
გაყიდვაშია
1,557  778 
დანაზოგი 36%
საბავშვო ეტლები 2 x 1
გაყიდვაშია
1,557  999 
საბავშვო ეტლები 2 x 1
გაყიდვაშია
2,675 
საბავშვო ეტლები 2 x 1
წინასწარ შეკვეთით
3,249 
საბავშვო ეტლები 2 x 1
გაყიდვაშია
2,928 
საბავშვო ეტლები 2 x 1
წინასწარ შეკვეთით
3,249 
საბავშვო ეტლები 2 x 1
გაყიდვაშია
2,948 
საბავშვო ეტლები 2 x 1
გაყიდვაშია
3,120 
საბავშვო ეტლები 2 x 1
წინასწარ შეკვეთით
3,392 
საბავშვო ეტლები 2 x 1
გაყიდვაშია
2,810 
საბავშვო ეტლები 2 x 1
გაყიდვაშია
2,810 
საბავშვო ეტლები 2 x 1
გაყიდვაშია
778 
საბავშვო ეტლები 2 x 1
გაყიდვაშია
999 
საბავშვო ეტლები 3 x 1
გაყიდვაშია
3,389 
საბავშვო ეტლები 2 x 1
გაყიდვაშია
2,675 
საბავშვო ეტლები 2 x 1
წინასწარ შეკვეთით
3,249 
საბავშვო ეტლები 2 x 1
გაყიდვაშია
2,928 
საბავშვო ეტლები 2 x 1
წინასწარ შეკვეთით
3,249 
საბავშვო ეტლები 2 x 1
გაყიდვაშია
2,948 
საბავშვო ეტლები 2 x 1
გაყიდვაშია
3,120 

მეტი სასარგებლო სტატიები

მანამ, სანამ შვილისთვის იდეალურ ჩანთას აარჩევთ, ეს ბლოგი დაგეხმარებათ, გაერკვიოთ, რომელი მოდელია ყველაზე შესაფერისი თქვენი და ბავშვის საჭიროებებისთვის.
თითოეულ ბავშვს შესაძლებლობების დიდი პოტენციალი აქვს, რომელიც საჭირო დროსა და ადგილას სხვადასხვა გზით ვლინდება. 
კვებასთან დაკავშირებული სირთულეების მოგვარება თუ გადაწყვიტეთ, იდეალურად შერჩეული საბავშვო საკვები სკამი დაგჭირდებათ, რომელზეც საინტერესო რჩევებს ამ ბლოგში აღმოაჩენთ.