საბავშვო თეთრეული, რომელიც შვილის მოვლას ზაფხულში გაგიმარტივებთ

ყოველ სეზონს სჭირდება განსაკუთრებული მომზადება – საჭიროებებზე თუ სურვილებზე მორგებული ნივთები და, რაც მთავარია, ამაღლებული განწყობა. პირველი ამოცანის შესრულება ყოველთვის მარტივია, თუ დახმარების აღმოსაჩენად Labebe-ის ვებგვერდს ესტუმრებით, სადაც საბავშვო პროდუქციის ცვენა დაგხვდებათ. განწყობის ამაღლება ყველაზე კარგად კი ჩვენს შვილებს შეუძლიათ.

რაკიღა ცხელი ზაფხულია, თანაც გარეთ უკვე ივლისის თვე დგას, ნელ-ნელა ოჯახები დასასვენებლად მიდიან – მცხუნვარე მზისგან და ქალაქისგან შორს. პატარებმა რომ ახალ და უცხო გარემოში თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნონ, საბავშვო თეთრეულით უნდა შევუქმნათ სათანადო პირობები და საკუთარი სახლის ასოციაცია.

როცა სადმე მიდიხართ და ბავშვს უამრავი რამ სჭირდება, უმცირესი დეტალიც კი კარგად უნდა იყოს დაორგანიზებული, რათა დასვენების დღეები არ იქცეს დისკომფორტად.

საზაფხულო თეთრეულზე მუდმივად დიდი დატვირთვა მოდის, რადგან ნებისმიერ ადგილას და დროს აუცილებელი ნივთია. მაგალითად, თუ მთაში მიდიხართ, საბავშვო პლედი დაგჭირდებათ, ხოლო თუ ზღვაზე – საწოლის ფარდა, რათა ბავშვს მწერებმა არ შეაწუხოს.

თუ ახლა იწყებთ ჩალაგებას და გეგმებს აწყობთ, ამ ბლოგიდან ყველაფერს გაიგებთ, რაც პრემიუმ საბავშვო თეთრეულზე უნდა იცოდეთ, რომელიც ბავშვის მოვლას ერთიორად გაგიმარტივებთ.


საბავშვო პლედის, საბნისა და ბალიშის აუცილებლობა

სითბოს და სიმყუდროვის სამყაროში უკომპრომისოა საბავშვო პლედები, საბნები და ბალიშები, რომლებსაც ლაბებეს ვებგვერდზე აღმოაჩენთ. ზაფხულობით მთაში ასვლა პირდაპირპროპორციულია ამ ნივთების ქონისა – ამაში საღამოდან აგრილებული გარემო დაგარწმუნებთ.

ძილის წინ და ძილის დროს პატარას მყუდროდ გაყუჩებას Perina-ს პროდუქცია გთავაზობთ. მწარმოებლის პლედების მთავარი ღირებულება ის მასალაა, რომლისგანაც დამზადებულია – Eco Soft Cotton. ბუნებრივი და ნაზი ბამბა ჰაერგამტარი ქსოვილია და ინარჩუნებს ბავშვისთვის ოპტიმალურ ტემპერატურას.

სამფენიანი ორმხრივი პლედი ერთ-ერთი პრაქტიკული და საჭირო ნივთია, რომელიც მშობელს და შვილს უნდა ჰქონდეს. მისი გამოყენება შეგიძლიათ არა მხოლოდ სახლში, არამედ საბავშვო ეტლით მთის ტყეებში სეირნობის დროსაც. აქედან გამომდინარე, ეს პლედები სითბოსა და კომფორტის სრულყოფილ ბალანსს გთავაზობთ ყოველთვის – სადაც უნდა იყოთ.

იმ შემთხვევაში, თუ ეძებთ ლამაზ და კომფორტულად გამოსაყენებელ პლედს, თვალი გადაავლეთ DouDou-ის საბავშო პლედებს, რომლებიც გამოირჩევა დიზაინით, გამოყენებული მასალებით და იმათაც, რომ პატარების საყვარელი ნივთია, რადგან სხვადასხვა ცხოველი ამშვენებს.


თუკი დიდი ხნით აპირებთ ასეთ ადგილას დარჩენას, გირჩევთ, რომ საბნის შეძენაზეც დაფიქრდეთ – ხანგრძლივი პერსპექტივიდან გამომდინარე, მთიან ადგილებში ღამღამობით ტემპერატურა საგრძნობლად ეცემა. ლაბებეში ისეთ საბავშვო საბნებს იპოვით, რომლებიც ამ საქმეს შეგიმსუბუქებთ როგორც თავისი ბუმბულის წონით, ისე – პრაქტიკულობით.

ევკალიპტის ბოჭკოებისგან და პოლიეფირის შემავსებლისგან დამზადებული საბანი ჰაეროვანი და მარტივად შესანახია. ამ ქსოვილების კომბინაცია ბავშვის ოთახში წამში შეიტანს სითბოს და თქვენს პატარას ჩაიხუტებს.

თუმცა, საბავშვო საბნებს სხვა დადებითი მხარეებიც აქვს, როგორებიცაა: მარტივად ირეცხება და ფორმას არ კარგავს, რაც გრძელვადიანად გამოყენების საშუალებას მოგცემთ, ხელს უშლის ბაქტერიების წარმოქმნას და, რაც მთავარია, ძილსაც აწესრიგებს.

ყველაზე ბოლო დეტალი, მაგრამ უმნიშვნელოვანესი – საბავშვო ბალიშია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ კომფორტს უნდა უქმნიდეს თქვენს პატარას და არცერთ შემთხვევაში – არ აწუხებდეს.

თუ მყარად გადაწყვიტეთ ბალიშის შეძენა ზაფხულის არდადეგებისთვის, უნდა გაითვალისწინოთ ბავშვის ასაკიც. ამ შემთხვევაში, ბალიშის გამოყენება რეკომენდებულია 6 თვიდან. ამასთანავე, აუცილებელია, რომ აკონტროლოთ მისი სიმაღლეც; რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით მეტად დაბალზე უნდა იყოს და – პირიქით.


საწოლის ფარდა – ესთეტიკური და პრაქტიკული ნივთი

იქ სადაც ზღვაა, მეტი მწერიც გვეგულება. ამიტომ ასეთ მხარეში ბავშვს ხშირ-ხშირად უნდა წაუსვათ მზისგან დამცავი კრემი და ის ოთახიც, რომელშიც სძინავს, კარგად დაიცვათ. ამისთვის კი ზედგამოჭრილი საწოლის ბადისებრი ფარდაა , რომლის ფართო არჩევანს ლაბებეში აღმოაჩენთ.

საწოლის ფარდა შექმნილია იმისთვის, რომ თქვენი შვილის სივრცეს ჯადოსნური ელფერი შესძინოს. ფარდა აქცევს საწოლს მყუდრო თავშესაფრად, ქმნის დაცულ და მშვიდ ატმოსფეროს. მთავარი ამოცანა კი მაინც ისაა, რომ დაიცვას პატარა დღის არასასურველი სინათლისგან, მწერებისა და მტვრის ნაწილაკებისგან.

ასე რომ, დამღლელი სამუშაო წლის მერე შვილთან ერთად დასვენება თუ მოგზაურობა რომ ბოლომდე შეირგოთ, დასაწყისიდანვე სჯობს კარგად მომზადება, რაშიც ლაბებე ბუტიკი ნებისმიერ დროს დაგეხმარებათ და შეკვეთილ ნივთს 24 საათის განმავლობაში სასურველ მისამართზე მოგიტანთ.

სახლიდან გაუსვლელად შოპინგი დროს საგრძნობლად დაგიზოგავთ და უფრო სასიამოვნოს გახდის სასურველი მოდელების არჩევის პროცესს.

დაკავშირებული პროდუქტები

პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
121 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
121 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
121 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
91 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
91 
საწოლის ფარდები
გაყიდვაშია
190 
საწოლის ფარდები
გაყიდვაშია
135 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
115 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
135 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
145 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
85 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
225 
საწოლის ფარდები
გაყიდვაშია
100 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
121 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
121 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
121 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
91 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
91 
საწოლის ფარდები
გაყიდვაშია
190 
საწოლის ფარდები
გაყიდვაშია
135 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
115 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
135 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
145 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
85 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
225 
საწოლის ფარდები
გაყიდვაშია
100 

მეტი სასარგებლო სტატიები

სწორად შერჩეულ მანქანის სავარძლის შეძენამდე გარკვეული ფაქტორები და რჩევები უნდა გაითვალისწინოთ, რომლებსაც ამ ბლოგში აღმოაჩენთ.
ამ ბლოგში იმ რამდენიმე მიზეზს გაგიზიარებთ, რომელთა გამო ვარჯიში მნიშვნელოვან და საჭირო ასპექტად ითვლება ორსულობის დროს.
სანამ ბავშვი ჩანგლის და კოვზის ოსტატურად დაჭერას ისწავლის, მანამდე სახლის კუთხეები შეიძლება ნაირნაირად მოთხუპნილიც იყოს. ამ მხრივ სრული კომფორტის ქონაზე თუ ერთხელ მაინც გიფიქრიათ, მაშინ, სწორ ბლოგს კითხულობთ.