როგორ ამარტივებს საბავშვო საკვები სკამი მშობლების ცხოვრებას?

ბავშვის ყოლა ბევრ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული, რომელთა გამარტივების გზებს მუდმივად ეძებენ მშობლები. ყოველდღიურად დეტალებზე დაკვირვება, საუკეთესო გარემოს შექმნა, ზრუნვის მაქსიმალურად გამოხატვა უფროსების მოვალეობაა, როცა საქმე შვილს ეხება. თანამედროვე საბავშვო პროდუქცია კი წყვილის რუტინას იმდენად ცვლის, რომ თუნდაც პატარას გამოკვება საყვარელ საქმიანობად იქცევა. 

ბავშვის მოვლა ყოველთვის იოლია, როცა ხელთ გაქვთ თქვენზე მორგებული პროდუქტი, რომლის ფუნქციონალი ყველა საჭიროებას აკმაყოფილებს. ერთი შეხედვით, გემრიელად და მშვიდად ჭამა ყოველთვის მარტივი ამოცანაა, მაგრამ ბავშვების ცელქობის ფონზე ყოველ ჯერზე საჭიროა ახალ-ახალი ზღაპრების მოგონება, რომ როგორმე ჭამონ.

საკვებ სკამს ამ პრობლემის აღმოფხვრა და სახალისო დღეების შექმნა შეუძლია. სწორად შერჩეული სკამი პატარას 6 თვიდან მოემსახურება და განუყრელი მეგობარი გახდება, რომელიც არც სასუსნავების გასინჯვაზე იტყვის უარს. Labebe Boutique-ის ვებგვერდზე საბავშვო სკამ-მაგიდების მრავალფეროვან და ექსკლუზიურ ასორტიმენტს აღმოაჩენთ მსოფლიოს წამყვანი ბრენდებისგან, რომელთა კონცეფცია ბავშვთა კეთილდღეობაზეა აგებული.


რისთვისაა განკუთვნილი საკვები სკამი?

ჭამის დროს მიმოფანტული ნამცეცები ანდაც მთლიანი კერძები, მთელ სახლში სირბილი და ბავშვის დევნა, რომ ერთი კოვზი მაინც შეჭამოს – ყველა მშობლისთვის ნაცნობი და შემაწუხებელი მომენტია. ამ ყველაფრის თავიდან აცილება იდეალურად შერჩეული საკვები სკამით შეგიძლიათ, რომელზეც ბევრი რამაა დამოკიდებული.

პროდუქტი, რომელიც შექმნილია სპეციალურად ბავშვებისთვის, განკუთვნილია პატარების უსაფრთხო და კომფორტული კვებისთვის, რომელსაც არაერთი მახასიათებელი და ფუნქცია აქვს. სკამ-მაგიდის გამოყენების დაწყება მაშინ შეგიძლიათ, როცა თქვენს შვილს უკვე ჯდომა შეუძლია.

ადრეული ასაკიდანვე საბავშვო მაღალი სკამის აქტიურად გამოყენება ხელს შეუწყობს დამოუკიდებლობის, სოციალიზაციისა და ლოგიკური აზროვნების განვითარებას. ერგონომიული სავარძელი იმდენად კომფორტულია, რომ ბავშვს არ ექნება რაიმე სახის დისკომფორტი. ამასთანავე, მასში მარტივად ჩასვამთ და 5-წერტილოვანი უსაფრთხოების ღვედით შეკრავთ. როცა ბავშვი თავისთვის ზის, მას მეტი თავისუფალი სივრცე აქვს, რომ შეისწავლოს საკვებ-პროდუქტები, მათი სტრუქტურა, ფორმები და ფერები.

გარდა ამისა, ბევრად მიზანშეწონილია, რომ ბავშვი პატარაობიდანვე შეაჩვიოთ ოჯახურ შეკრებებს და ერთად ჭამას. ამ ნაბიჯით პატარას იმის შესაძლებლობაც ექნება, რომ თვალი ადევნოს მშობლებს, მათ ქმედებებს, საუბარს და ა.შ. საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა დადებითად მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე და თავს უფრო დაცულად გრძნობს.

ბავშვის სკამ-მაგიდა მოტორული უნარ-ჩვევების განვითარებაშიც დაეხმარება თქვენს შვილს. მაგალითად, ისწავლის კოვზის, ჩანგლის და სხვა საკვები აქსესუარების სწორად დაჭერა-გამოყენებას.


საბავშვო სკამ-მაგიდის მახასიათებლები

მშობლები ყოველთვის ანიჭებენ უპირატესობას ისეთ ნივთებს, რომელთა გამოყენება ყოველმხრივ მარტივი და მოსახერხებელი იქნება. არც საკვები სკამია გამონაკლისი, რომელიც სისადავით, ფუნქციონალითა და კონცეფციით გამოირჩევა. რაკიღა ბავშვის ჭამის პროცესი წარმოუდგენელია ტანსაცმლის, იატაკის ან სხვა რამის დასვრის გარეშე, სკამ-მაგიდასთან ამაზე შეგიძლიათ არ ინერვიულოთ – მაღალი სკამის ნაწილები იხსნება და ირეცხება.

თუ სავარძელი რბილი, ანატომიური აგებულებისაა, რომელში მოკალათება ბავშვს უყვარს, სკამის სხვა ნაწილები, რომელთა მოხსნაც შეიძლება, მშობლების ფავორიტი დეტალია. ამიტომ იმაზე დარდი, რომ ნახევარი სახლის დალაგება მაინც მოგიწევთ, აღარ ღირს. 

თითოეულ მოდელს სპეციფიკური დახასიათება აქვს: ზოგს მოჰყვება სათავსო, ზოგს სიმაღლის რამდენიმე დონე აქვს და ა.შ. Foppa Pedretti Bonito საკვები სკამის ერთ-ერთი კოლექციაა, რომელსაც ლაბებეში აღმოაჩენთ. 

საბავშვო საკვები სკამი იტალიური ბრენდისგან უნივერსალური გადაწყვეტილებაა ყველა მშობლისთვის, რადგან ის ბავშვის ასაკთან ერთად ტრანსფორმირდება; მისი გამოყენება შეიძლება როგორც საკვებ სკამად 6 თვიდან 3 წლამდე, ასევე, ბავშვის პატარა მაგიდად და სავარძლად 3-იდან 6 წლამდე.

მინიმალისტური დიზაინის მიუხედავად, სკამი ყველა სივრცეს უხდება და გამოირჩევა სიმყარით. ბავშვის საკვები სკამის ფეხები დამზადებულია მასიური წიფლის ხისგან, რაც გამორიცხავს მექანიკურ მოცურებას. ამასთანავე, მოსახსნელი დაფა მისი გამოყენების სხვადასხვა ვარიაციას გთავაზობთ.

საბავშვო მაღალი სკამი შექმნილია ეკო ტყავისგან, რომელიც მარტივად იწმინდება, ხოლო ანატომიური სავარძელი აღჭურვილია ხუთწერტილოვანი უსაფრთხოების ღვედებით. იტალიური ბრენდის საბავშვო პროდუქტს ისიც გამოარჩევს, რომ მას მოჰყვება დამატებით შესანახი კალათა და ფეხების დასადგამი.

Labebe-ში თქვენთვის სასურველი საკვები სკამის მოდელის არჩევა სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ, შეძენილ ნივთს კი უსწრაფესად, 24 საათის განმავლობაში სასურველ მისამართზე მიიღებთ.

დაკავშირებული პროდუქტები

საკვები სკამები
გაყიდვაშია
922 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
922 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
715 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
1,180 
დანაზოგი 26%
საკვები სკამები
გაყიდვაშია
781  581 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
825 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
735 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
735 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
735 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
935 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
935 
საკვები სკამები
წინასწარ შეკვეთით
1,325 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
1,325 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
922 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
922 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
715 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
1,180 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
581 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
825 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
735 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
735 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
735 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
935 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
935 
საკვები სკამები
წინასწარ შეკვეთით
1,325 

მეტი სასარგებლო სტატიები

ახალ სასწავლო წელთან ახალი საზრუნავებიც ჩნდება, განსაკუთრებით პირველკლასელთა მშობლებისთვის. ნებისმიერი ასაკის მოსწავლეს სჭირდება სამეცადინო კუთხე, რომელიც მყუდრო საბავშვო ოთახში იქნება მოწყობილი
ყველა ადამიანს, განურჩევლად ასაკისა, სჭირდებათ, რომ ვინმე უსმენდეს და იზიარებდეს შინაგან მდგომარეობას. ამ მხრივ, ბავშვებს იმაზე მეტად ვჭირდებით, ვიდრე ჩვენ გვგონია. 
Labebe Boutique-ის ვებგვერდზე შვილთან ერთად აღმოაჩინეთ მისთვის განმავითარებელი სათამაშოები, რომლებიც სწავლას დაუვიწყარ თავგადასავლად აქცევს