როგორ შევარჩიოთ იდეალური საბავშვო საკვები სკამი?

ბავშვობის სიფერადე რომ არ ილევა, ყველასთვის ცნობილია. სანამ ბავშვი ჩანგლის/კოვზის ოსტატურად დაჭერას ისწავლის, მანამდე სახლის კუთხეები შეიძლება ნაირნაირად მოთხუპნილიც იყოს. ამ მხრივ სრული კომფორტის ქონაზე თუ ერთხელ მაინც გიფიქრიათ, მაშინ, სწორ ბლოგს კითხულობთ.

საბავშვო საკვები სკამი ზუსტად ამ მიზნისთვის შეიქმნა ჯერ კიდევ 2 საუკუნის წინ. დღეს უკვე ადაპტირებული, დახვეწილი დიზაინისა და ფუნქციური სკამ-მაგიდები არსებობს, რომლებიც მშობლისა და შვილის ყველა მოთხოვნას პასუხობს.

თუ აქამდე ხშირად იღლებოდით ჭამის პროცესთან დაკავშირებულ სირთულეებთან, ლაბებე, გარდა მრავალფეროვანი არჩევანისა, გამოსადეგ და საჭირო რჩევებსაც გიზიარებთ, რომლებიც პროდუქტის შეძენამდე უნდა გაითვალისწინოთ.

რატომ არის საკვები სკამი ასეთი მნიშვნელოვანი?

ბავშვის საკვები სკამები სპეციალურად შექმნილი სავარძლებია, რომლებიც უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ ადგილს პატარების კვებისათვის.

მაღალი ხარისხის საკვები სკამები ერგონომიული დიზაინისაა. ეს კი ნიშნავს, რომ ოპტიმალური კომფორტი ექნება ბავშვს, სანამ გემრიელად ილუკმება. მთელი დროის განმავლობაში მისი ზურგი და ხელ-ფეხი ყოველგვარი დაძაბულობის მდგომარეობაში იქნება.

დარწმუნებულნი ვართ, თუ როგორი ამაღელვებელი გრძნობაა, როცა ბავშვი თავის სულ პირველ მარცვლებს და სიტყვებს ბუტბუტებს. და თუ ახლა ოჯახში კიდევ ერთ ახალ წევრს ელოდებით, საკვები სკამი ამ მომენტების დაჭერაშიც მოგეხმარებათ. სიმაღლიდან გამომდინარე, შვილთან კომუნიკაცია გამარტივებულია.

მანამ, სანამ თქვენ სამზარეულოში იფუსფუსებთ და გემრიელობას მოუმზადებთ შვილს, ღელვა არაფერზე მოგიწევთ. უსაფრთხოების 5 წერტილოვანი ღვედი შემთხვევით დაზიანებას გამორიცხავს.

საკვები სკამის ტიპები

კლასიკური საკვები სკამები – ოჯახის ყველა ბაზისური სურვილის შემსრულებელია. მარტივი, სადა და რამდენიმე დონიანი სკამი 6 თვიდან და ზევით ბავშვებს საუკეთესო მეგობრობას გაუწევს და კიჭების ამოსვლასაც შეუმსუბუქებს.

საკვები სკამები, როგორც შეზლონგები – პატარების საჭიროებები უსაზღვროა და საბავშვო პროდუქციის მწარმოებლებიც მუდმივად ორიენტირებულნი არიან მშობლებს შესთავაზონ პროდუქტი – ორი ერთში. ეს მოსახერხებელია და მეტადაც დაზოგავს თქვენს ფინანსებს.

ჭამის შემდეგ მოთენთილობა ჩვეული რამეა უფროსებისთვის, პაწაწინებს კი ძილი ერევათ. ასეთ დროს სკამ-მაგიდის შეზლონგად გადაქცევა ყველაზე კარგი გამოსავალია – არც ბავშვი შეფხიზლდება და თქვენც მცირე დროს გამონახავთ დასვენებისთვის.

მულტიფუნქციური საკვები სკამი/საქანელა – როცა საკვები სკამი ფუნქციურად მდიდარია, ყველა მშობელი მოგებული რჩება. საქანელას ტიპის სკამი თქვენს შვილს სხვადასხვა მელოდიის ფონზე დაარწევს და ძილიც თავისთავად მოვა.

თუ ფიქრობთ, რომ ინვესტიცია ჩადოთ მაქსიმალურად ფუნქციურ პროდუქტში, შეგიძლიათ, გადახედოთ იტალიური ბრენდის Pali-ის კოლექციას Pappy Rock. მასზე არჩევანის შეჩერება იმ მხრივაა უკონკურენტო, რომ თქვენ ხელთ არსებული ერთი ნივთი ყოველ სიტუაციას მოერგება და საქმეს შეგიმსუბუქებთ,

ამ მოდელის განსაკუთრებულ მახასიათებლად ისიც ითვლება, რომ მულტი თანამედროვეა – სენსორული პანელით და Bluetooth-ით; დღესდღეობით, ნივთების დისტანციურად მართვა მნიშვნელოვანი ასპექტია. გარდა ამისა, ეს საბავშვო სკამ-მაგიდა მუშაობს როგორც დენზე, ასევე – ელემენტზეც.

რა უნდა გაითვალისწინოთ საბავშვო საკვები სკამის შეძენამდე?

ნივთის არჩევისას გაითვალისწინეთ შემდეგი მახასიათებლები, რათა უზრუნველყოთ თქვენი ბავშვისთვის საუკეთესო:

1. უსაფრთხოების ღვედი

პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი უსაფრთხოების ღვედია, ანუ იგივე თასმები. მისი დახმარებით, მარტივად შეძლებთ დაარეგულიროთ სიმჭიდროვე, ისე, რომ ბავშვმა ზედმეტი დისკომფორტი არ იგრძნოს.

2. მარტივად გასაწმენდი ზედაპირი/მოხსნადი დაფა

არ დაგვავიწყდეს, რომ სკამ-მაგიდის მთავარი ამოცანა კვების უზრუნველყოფაა. ჭამის დრო წვეთებისა და ნამცეცების გარეშე წარმოუდგენელია. ასე რომ, პროდუქტის ზედაპირი/დაფა მარტივად გასაწმენდი/მოხსნადი უნდა იყოს – ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, მხოლოდ ტილოს ერთი გადასმით.

3. რეგულირებადობა

საბავშვო სკამ-მაგიდას რეგულირებადი დონეები აქვს: მაგიდის, სკამის, საზურგისა და ფეხის სადგამის. ასეთი რეგულირებადი დონეების წყალობით, საკვების სკამის გამოყენება 6 თვიდან 3 წლამდე შეიძლება.

4. პორტაბელურობა

საკვები სკამების ნაწილი ფიქსირებად გორგოლაჭებზეა და იკეცება, რაც მის გადაადგილებას შეგიმსუბუქებთ. თუ დასასვენებლად წასვლას აპირებთ, განტვირთვის დღეებს ზედმეტი ფიქრის გარეშე გაატარებთ და მხიარულადაც იქნებით.

ლაბებეში არაერთი პრემიუმ ბრენდის საკვებ სკამს აღმოაჩენთ, რომლითაც ახალ თავგადასავალს აჩუქებთ თქვენს შვილს, რადგან სკამ-მაგიდა ბავშვის განუყოფელი მეგობარია.

უშუალოდ შეძენამდე, ხშირად კარგი აზრია, პროდუქტი წინასწარ შემოწმდეს – ამით საბოლოო არჩევანიც იოლად წყდება და ნაკლები დროის რესურსიც იხარჯება. ლაბებე ბუტიკში სტუმრობისასსკამ-მაგიდების მრავალფეროვნებასთან ერთად დამატებით აქსესუარებსაც აღმოაჩენთ.

მიუხედავად იმისა, თუ რომელი ტიპის საკვებ სკამს აირჩევთ, გახსოვდეთ, რომ უპირატესობა უნდა მიანიჭოთ კომფორტს და უსაფრთხოებას. სწორად შერჩეული სკამ-მაგიდით თქვენი შვილის ყოველდღიურობას გახდით მეტად ჯანსაღს, ხარისხიანსა და ნაყოფიერს.

დაკავშირებული პროდუქტები

საკვები სკამები
გაყიდვაშია
1,180 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
825 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
855 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
735 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
735 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
735 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
735 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
975 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
935 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
935 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
975 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
955 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
1,325 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
1,325 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
1,180 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
825 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
855 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
735 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
735 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
735 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
735 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
975 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
935 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
935 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
975 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
955 

მეტი სასარგებლო სტატიები

მანამ, სანამ შვილისთვის იდეალურ ჩანთას აარჩევთ, ეს ბლოგი დაგეხმარებათ, გაერკვიოთ, რომელი მოდელია ყველაზე შესაფერისი თქვენი და ბავშვის საჭიროებებისთვის.
თითოეულ ბავშვს შესაძლებლობების დიდი პოტენციალი აქვს, რომელიც საჭირო დროსა და ადგილას სხვადასხვა გზით ვლინდება. 
კვებასთან დაკავშირებული სირთულეების მოგვარება თუ გადაწყვიტეთ, იდეალურად შერჩეული საბავშვო საკვები სკამი დაგჭირდებათ, რომელზეც საინტერესო რჩევებს ამ ბლოგში აღმოაჩენთ.