რატომ უნდა აირჩიო Peg Perego-ს სამეული ეტლი ლაბებეში?

დღესდღეობით, როცა საბავშვო პროდუქციაზე ვსაუბრობთ, პირველი, რაც გვახსენდება, საბავშვო ეტლია. მშობლებისთვის უპირატესია, რომ შერჩეული ეტლი მრავალფუნქციური, კომპაქტური და დახვეწილი დიზაინის იყოს.

თანამედროვე დროში ეტლი აუცილებელ პროდუქტად ითვლება, რომელიც მშობლებსა და ბავშვებს ყოველდღიურობას უმარტივებს. მნიშვნელობა არ აქვს, სეირნობას აპირებთ, საშოპინგოდ თუ საქმეებზე გასვლას, სწრაფი, მსუბუქი და კომფორტული ეტლი გარეთ ყოფნის იმ რამდენიმე საათს სასიამოვნოს გახდის.

იქამდე, სანამ ოჯახში ახალი წევრი გამოჩნდება, მშობლები წინასწარ ემზადებიან ახალი ეტაპისთვის და საჭირო ატრიბუტებს იძენენ. როცა საქმე საბავშვო ეტლზე მიდგება, რამდენიმე მოთხოვნა ჩნდება: ავტორიტეტული ბრენდი, დაკეცვის მარტივი მექანიზმი, დახვეწილი დიზაინი და, რა თქმა უნდა, უსაფრთხოება. ლაბებეში არაერთი ტიპის საბავშვო ეტლია, თუმცა ყველაზე ინოვაციური Peg Perego-ს Vivace Special Edition-ია. თავის მხრივ, იტალიური პრემიუმ ბრენდის ეს მოდელი სამეულ ეტლად ითვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპლექტში არა მხოლოდ ეტლი, არამედ საბავშვო აკვანიც და ქარსითიც, იგივე მანქანის სავარძელიც შედის.

საბავშვო ეტლი 3x1 ჩვეულებრივისგან იმით განსხვავდება, რომ მეტ ფუნქციას ასრულებს და მაქსიმალურად მორგებულია მშობლისა და ბავშვის საჭიროებებზე. მის გამოყენებას არ სჭირდება ბევრი ფიქრი, რადგან ხელის მარტივი მოძრაობით იკეცება და იმდენად კომპაქტურია, რომ ლიფტშიც თავსდება.

რა ძირითადი მახასიათებლები აქვს Vivace Special Edition საბავშვო ეტლს?

  • დახვეწილი დიზაინი

დახვეწილი დიზაინი ის მახასიათებელია, რომლითაც Peg Perego-ს ეტლები თავს აწონებს მშობლებს. საბავშვო ეტლი დამზადებულია ალუმინის ჩარჩოს, ეკო-ტყავისა და უმაღლესი ხარისხის ტექსტილის კომბინაციით, რომელიც ეტლს სისადავეს და ელეგანტურობას ერთდროულად სძენს.

  • მზისგან დამცავი საჩრდილობელი

ბავშვის კანი იმდენად სათუთია, რომ ინოვაციური ეტლის ერთ-ერთი საზრუნავი მისი კანის მზისგან დაცვაა. Vivace Special Edition-ის საჩრდილობელი გამოირჩევა UPF 50 დაცვით, პატარას თავის ჩრდილში ანებივრებს და მზის სხივებისგან იცავს.

  • გასეირნებისთვის მოსახერხებელი ბორბლები

ამ საბავშვო ეტლის 18 სანტიმეტრიანი დიამეტრის რეზინის საბურავები ნებისმიერი რელიეფისთვის ხელსაყრელია. უსწორმასწორო ტროტუარები თუ ტყის ბილიკები დღეს უკვე გამოწვევა აღარ არის იტალიური ბრენდის პროდუქციისთვის.

  • უსაფრთხოება

ხშირად დასმული კითხვებიდან უსაფრთხოებას გამოვარჩევდით, რომელიც ყველა მშობლისთვის უმთავრესი პრიორიტეტია. თავად ბრენდიც აღნიშნავს, რომ მისი კონცეფცია ხარისხზე, უსაფრთხოებასა და მაღალ სტანდარტებზეა აშენებული. საბავშვო ეტლსა და ქარსითის უსაფრთხოების 5 წერტილოვანი ღვედები აქვს, რაც მაქსიმალურად ამცირებს დაზიანების რისკებს.

  • ეტლის მანევრირება

იმისათვის, რომ სრული კომფორტი გქონდეთ, საბავშვო ეტლი მარტივად მანევრირებადიც უნდა იყოს. ამ ამოცანას სრულყოფილად პასუხობს ისევ და ისევ საბურავები, რომლებიც ბრუნვადია და ფიქსაციის საშუალებაც აქვს. გარდა ბორბლებისა, ეტლის სახელურიც რეგულირებადია და 4 პოზიცია აქვს

  • ტევადი სათავსო

ბავშვის გარეთ გაყვანა იმის მანიშნებელია, რომ მშობელმა თან უნდა გაიყოლოს თავის მოვლის საჭირო ნივთები. თუ ადრე საბავშვო ეტლები მხოლოდ სეირნობისთვის იყო განკუთვნილი, დღეს მას ყველა საჭირო ფუნქცია აქვს, რომელზედაც მშობელს ოდესმე უფიქრია. როცა თქვენ განკარგულებაში სამეული ეტლია, ე.ი. ტევადი სათავსოც გაქვთ. თუ ისე მოხდა, რომ მთელი დღის გატარება სახლს მიღმა მოგიწიათ, დამატებით დედის ჩანთა უალტერნატივო გამოსავალი იქნება.

რატომ უნდა შეაჩერო არჩევანი Vivace Special Edition-ზე?

პატარებთან ურთიერთობისას ყოველთვის სიფრთხილე გვმართებს. ეს იმაშიც გამოიხატება, რომ მათი ჯანსაღი განვითარებისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს მაღალი ხარისხის საბავშვო პროდუქცია. თუ შერჩეული ნივთი გამძლეა, იმედს ვერ გაგიცრუებთ და მის გამოყენებას წლების განმავლობაში შეძლებთ. დღევანდელ ბაზარზე ბევრ კომპანიას და ბრენდს აღმოაჩენთ, თუმცა, სანამ არჩევანს გააკეთებთ, კარგად უნდა აწონ-დაწონოთ და გაეცნოთ რიგ ფაქტორებს.

იტალიური ბრენდის Peg Perego-ს ისტორია უკვე ათწლეულებს ითვლის და ყველაფერი იქიდან დაიწყო, როცა მისმა დამაარსებელმა საყვარელი შვილისთვის საბავშვო ეტლის შეკერვა გადაწყვიტა. წლების განმავლობაში ბრენდმა თავისი ნიშა შექმნა და საბავშვო პროდუქციის სამყაროში დროის გარღვევა მოახერხა – მშობლებს სხვებისგან განსხვავებული რამ შესთავაზა. ეს შეუქცევადი პროცესი დღემდე გრძელდება და ყოველ ჯერზე მშობლების მოლოდინები მართლდება, როცა Peg Perego-ს ირჩევენ.

საქართველოს ბაზარზე ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ლაბებე ბუტიკია, რომელიც მუდმივად კომფორტზე ზრუნავს, რადგან ბავშვები მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებენ. ლაბებე დაინტერესებულ მშობლებს შეძენის ორნაირ მეთოდს სთავაზობს – როგორც ადგილზე, ისე – სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ შეკვეთის შესაძლებლობას.

მოდელის ამ ვარიანტის დათვალიერების შემდეგ, აღმოაჩენთ, რომ ეტლი დეტალებისგან შექმნილი უმაღლესი დონის პროდუქტია, რომელიც დროის გამოცდას უძლებს. მასში ჩაქსოვილი ყოველი ნაწილი უსაფრთხოების უმკაცრეს სტანდარტებს აკმაყოფილებს. პარალელურად კი, ეტლის საერთო სტრუქტურა ავანგარდული კულტურის გამოხატულებაა, რომელიც თანამედროვეობას იდეალურად ერწყმის და აბალანსებს.

მაშინ, როცა მუდმივად მოძრაობაში ხართ შვილთან ერთად, საჭიროებები უბრალო ეტლს სცილდება და აუცილებელი ხდება ავტომანქანის სავარძლის ქონაც. Vivace Special Edition-ის კომპლექტში შემავალი მანქანის სავარძელი დატესტილია და 2021 წელს Stiftung Warentest-ს, ADAC-სა და TCS-ს მიერ შეფასდა, როგორც საუკეთესო ქარსითი ახალშობილთათვის. ბავშვის სავარძელს 3 პოზიცია გააჩნია, რომლებიც ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად იცვლება და გათვლილია 13 კგ.-მდე. სადაც არ უნდა მიემგზავრებოდეთ, ქარსითისა და საბავშვო ეტლის ალუმინის ჩარჩოს თანმხლებით ნებისმიერი გზა დაუვიწყარ მოგზაურობად იქცევა.

Прогулочная коляска Peg Perego Vivace Licorice

სამეულ ეტლს საბავშვო აკვანი აგვირგვინებს, რომელიც პატარას მშვიდი ძილისთვის შეიქმნა. მისი წონა სულ 5,3 კილოგრამია და მარტივად შესაძლებელია გადააადგილოთ ერთი კუთხიდან მეორეში. ჩვილი ბავშვებისთვის ძილი უკომპრომისო აქტივობაა და მსგავსი ატრიბუტი აუცილებლად შეგიმსუბუქებთ რუტინას. აკვნის შიდა მხრის ტექსტილი ინარჩუნებს ტემპერატურას და ცივ დღეებშიც კი ათბობს პატარებს. კიდევ ერთი ღირებულება რეგულირებადი საზურგე და ფეხის დასადგამია, რომელიც ბავშვის ერგონომიულ მდგომარეობაზე ზრუნავს.

თუ უკვე ემზადებით მშობლობისთვის და ახლა შოპინგის პერიოდი გაქვთ, კიდევ ერთხელ თვალი გადაავლეთ Peg Perego-ს Vivace Special Edition საბავშვო ეტლს, რომელიც ყველა ასპექტში გამოირჩევა.

უმაღლესი ხარისხის ეტლის არჩევა უპირობო ინვესტიციაა თქვენი შვილის კეთილდღეობისა და საკუთარი კომფორტისთვის, რომელიც ასეთი ძვირფასია. დახვეწილი, კომპაქტური და ფუნქციური ეტლი რამდენიმე წელს ერთგულად მოგემსახურებათ და ვერც შეამჩნევთ, როგორ გაიზარდა შვილი თვალსა და ხელს შუა.

ასე რომ, თუკი უკვე გადაწყვიტეთ, რომ საჭიროებებზე მორგებული საბავშვო ეტლი აარჩიოთ, ლაბებე ბუტიკში ან/და ვებგვერდზე Vivace Special Edition-ს აღმოაჩენთ.

დაკავშირებული პროდუქტები

საბავშვო ეტლები 2 x 1
წინასწარ შეკვეთით
3,392 
Peg Perego Backpack Graphic Gold - დედის ზურგჩანთა - image 1 | Labebe
ჩანთები დედებისთვის
გაყიდვაშია
279 
საბავშვო ეტლები 2 x 1
გაყიდვაშია
2,675 
Peg Perego Borsa Sand - დედის ჩანთა - image 1 | Labebe
ჩანთები დედებისთვის
გაყიდვაშია
273 
საბავშვო ეტლები 3 x 1
გაყიდვაშია
2,787 
საბავშვო ეტლები 3 x 1
წინასწარ შეკვეთით
3,988 
საბავშვო ეტლები 2 x 1
გაყიდვაშია
2,948 
საბავშვო ეტლები 2 x 1
წინასწარ შეკვეთით
3,392 
ჩანთები დედებისთვის
გაყიდვაშია
279 
საბავშვო ეტლები 2 x 1
გაყიდვაშია
2,675 
ჩანთები დედებისთვის
გაყიდვაშია
273 
საბავშვო ეტლები 3 x 1
გაყიდვაშია
2,787 
საბავშვო ეტლები 3 x 1
გაყიდვაშია
3,833 
საბავშვო ეტლები 3 x 1
წინასწარ შეკვეთით
3,988 
საბავშვო ეტლები 2 x 1
გაყიდვაშია
2,948 
საბავშვო ეტლები 3 x 1
გაყიდვაშია
3,833 
საბავშვო ეტლები 3 x 1
გაყიდვაშია
3,833 

მეტი სასარგებლო სტატიები

არსებობს ჯადოსნური გამოსავალი იმისათვის, რომ შვილს დამოუკიდებლად მოქმედება ასწავლოთ, ხოლო საკუთარი თავისთვის გამონახოთ დრო.
მანამ, სანამ შვილისთვის იდეალურ ჩანთას აარჩევთ, ეს ბლოგი დაგეხმარებათ, გაერკვიოთ, რომელი მოდელია ყველაზე შესაფერისი თქვენი და ბავშვის საჭიროებებისთვის.
თითოეულ ბავშვს შესაძლებლობების დიდი პოტენციალი აქვს, რომელიც საჭირო დროსა და ადგილას სხვადასხვა გზით ვლინდება.