რა ფუნქციები აქვს 4x1 საბავშვო ეტლს?

დროის სვლასთან ერთად საბავშვო ეტლი ყველა მშობლისთვის შეუცვლელ და საჭირო ატრიბუტად იქცა, რომლის გარეშეც გარეთ გასვლა მარტივი აღარაა. როგორც ყველაფერი, ისე ბავშვის ეტლებიც ვითარდება, იხვეწება და მეტ პრაქტიკულ ფუნქციას იძენს.

Labebe Boutique-ის ონლაინ მაღაზიის საბავშვო ეტლების კატეგორიაში აღმოაჩენთ ეტლის ძირითად ტიპებს, რომელთა მწარმოებლები წამყვანი ბრენდები არიან მსოფლიო მასშტაბით.

მშობლებს, რომლებიც მუდმივად ეძებენ სრულყოფილ პროდუქტს, ლაბებე სთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს, რომელში ინვესტიციის ჩადება ნიშნავს, რომ ბავშვის პირველი წლები უზრუნველყოფილი იქნება პრემიუმ ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა და გამძლე საბავშვო პროდუქციით.

დღეს ერთ-ერთი ყველაზე ფუნქციური, მრავალმხრივი და მოთხოვნადი მოდელი საბავშვო 4x1 ეტლია, რომელიც ლაბებე ბუტიკში დაგხვდებათ. გარდა საჭიროებების განსაზღვრისა, მნიშვნელოვანია, რომ იცოდეთ ამ ეტლის ყველა ფუნქცია, რათა სწორად შეარჩიოთ ბავშვის იდეალური ეტლი. ამ ბლოგში კი სწორედ მის დანიშნულებას და მახასიათებლებს განვიხილავთ, რაც გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ.

ევროპული ბრენდი ბავშვთა სამყაროში

უკლებლივ ყველა მშობლისთვის, რომელიც შვილისთვის მხოლოდ საუკეთესოს არჩევს, მნიშვნელოვანი ფაქტორია ბრენდის წარმომავლობის ცოდნა. როცა სრულ ინფორმაციას ფლობთ, საქმეც წინაა წაგდებული და სასურველ ნივთს გააზრებულად ყიდულობთ.

Inglesina ის საბავშვო ბრენდია, რომელსაც ექსკლუზიურად მხოლოდ ლაბებეში შეხვდებით. პრემიუმ ხარისხის პროდუქციის უკან ისტორიული ბრენდი დგას, რომელიც ათწლეულებია ზრუნავს მშობლებისა და მათი პატარების კეთილდღეობაზე, ბედნიერებასა და კომფორტზე.

სიცოცხლის პირველ წლებში ბავშვს ბევრი რამ სჭირდება, მაგრამ ეფექტური ინვესტიცია ისაა, რაზეც ბევრი მშობელი უარს არ ამბობს ერთი მარტივი მიზეზით – მომგებიანი შოპინგი უდრის დამატებითი ხარჯებისგან გათავისუფლებას, რასაც Inglesina-სთან ერთად მარტივად შეძლებთ.

მოდულური სისტემის ეტლი

ინოვაციურ პროდუქტთან ერთად ცხოვრება გაცილებით იოლი და მოსახერხებელია. მაშინ, როცა მშობელი ხართ, თითოეული წამი ძვირფასია და დროის მენეჯმენტი მთავარი პრიორიტეტი ხდება.

მულტიფუნქციური საბავშვო ეტლი ამ ამოცანის გადასაჭრელად შეიქმნა, რომელიც საკუთარ თავში ყველაფერს აერთიანებს, რაც მშობლებს სჭირდება.

4x1 მოდულური ეტლი დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან მის კომპლექტაციაში შედის ეტლის აკვანი, მანქანის სავარძელი, ეტლის სავარძელი და აკვნის სადგამი. ეს დამატებითი აქსესუარები საკმარისია, რომ წლების განმავლობაში თავისუფალი იყოთ და ხანგრძლივად გამოიყენოთ შეძენილი პროდუქცია.

Inglesina-ს საბავშვო ეტლები სხვა ბრენდებთან შედარებით გამოირჩევა საუკეთესო ხარისხით და გამოყენებული მასალებით, რაც ორმაგად და სამმაგად ზრდის მწარმოებლის პრესტიჟს ადგილობრივ თუ გლობალურ ბაზარზე.

ლაბებეს ვებგვერდის თვალიერებისას იპოვით ამ ბრენდის 3 კოლექციას: Aptica, Aptica XT, Electa. თუმცა მათ შორის არსებული განსხვავება საერთო დიზაინში იმალება, ფუნქციურად კი ერთი და იგივეა.

ეტლის სამივე კოლექცია ითვლება დახვეწილობის ნიმუშად, რადგან თითოეული დეტალი დიდი რუდუნებითაა შემუშავებული, რაც, საერთო ჯამში, ქმნის უნიკალურ პროდუქტს, რომელიც თან კომფორტულიცაა და პრაქტიკულიც.

4x1 ეტლის მახასიათებლები

ბავშვს ადრეულ ეტაპზე გაცილებით მეტი რამ სჭირდება, რათა თავი უსაფრთხოდ და მყუდროდ იგრძნოს. ამისათვის კი შეგიძლიათ, რომ გადახედოთ ტრანსფორმერ ეტლს, რომელსაც ყველაფრის უზრუნველყოფა შეუძლია.

ლაბებე ბუტიკის ასორტიმენტში წარმოდგენილი ოთხეული ეტლები თანამედროვე დროის მოთხოვნებს პირნათლად აკმაყოფილებს და მშობელს სრულ იდილიას გთავაზობთ.

როგორც უკვე ვთქვით, Inglesina-ს ეტლს რამდენიმე პროდუქტი მოჰყვება, რომელთა გამოყენება ბავშვის დაბადებიდანვეა რეკომენდებული. საბავშვო ეტლი მარტივად გარდაიქმნება იმ კომპონენტად, რომელიც კონკრეტულ დროს გჭირდებათ.

Inglesina Aptica XT საბავშვო ეტლის მახასიათებლები ასე გამოიყურება:

  • ჩარჩოს მასალა: ალუმინი
  • საფარის მასალა: პოლიესტერი
  • გაშლილი ზომები: 53x115,5x85/97 სმ (სიგანეxსიმაღლეxსიღრმე)
  • დაკეცილი ზომები: 53x90x44,5 სმ (სიგანეxსიმაღლეxსიღრმე)
  • წონა: 13,5 კგ

ეტლის ფუნქციები – როგორ გამოვიყენოთ?

მოდულური სისტემის ეტლი იდეალურია მოგზაურობისთვის, რადგან მისი კომპლექტაცია ამის შესაძლებლობას გაძლევთ. თუ უფრო ხშირად მანქანით გადაადგილდებით, Inglesina-ს ბავშვის ეტლის ქარსითი, იგივე ავტომანქანის სავარძელი ხელს შეგიწყობთ იმაში, რომ ბავშვი უსაფრთხოდ ამგზავროთ.

ოთხეული ეტლის ნაკრებში აკვანსაც და მის სადგამსაც აღმოაჩენთ. ეს დამატებითი ფუნქცია საშუალებას გაძლევთ, დღის განმავლობაში შვილი ყველაზე ახლოს გყავდეთ. მაშინაც კი, თუ სეირნობის დროს პატარას ჩაეძინება, სავარძელს ერთი ხელით მოძრაობით გადაიტანთ, ისე, რომ მშვიდ ძილს არ დაურღვევთ.

4x1 ეტლი რევერსული სავარძლითაც გამოირჩევა, რაც მას უფრო მოსახერხებელს ხდის. საჭიროებების, ასაკის, განწყობისა და ამინდის მიხედვით შეგიძლიათ შეცვალოთ ეტლის მიმართულება.

ეტლის სავარძლის კიდევ ერთი უპირატესობა რეგულირებადი პოზიციებია, რითაც შეძლებთ მოერგოთ შვილის საჭიროებებს და შეუქმნათ ჰარმონიული გარემო.

იტალიური ბრენდის მოდულური ეტლები აღჭურვილია შესანახი კალათით, რომელიც გთავაზობთ საკმარის სივრცეს იმისათვის, რომ შეინახოთ და ტან ატაროთ ბავშვის ნივთები, როგორებიცაა საფენები, სათამაშოები და საკვები აქსესუარები.

თუ გინდათ, რომ შერჩეული პროდუქტით მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ და თანაც დაზოგოთ ფინანსები, Labebe Boutique -ის ონლაინ მაღაზიაში თუ ფიზიკურ სივრცეში აუცილებლად იპოვით საბავშვო ოთხეულ ეტლს, რომელიც გაგათავისუფლებთ დამატებითი საზრუნავისგან.

სახლიდან გაუსვლელად დაათვალიერეთ ბავშვის ეტლები ლეგენდარული მწარმოებლისგან. შეკვეთის განთავსებას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება, ხოლო შეძენილ ნივთს სასურველ მისამართზე 24 საათის განმავლობაში მიიღებთ.

დაკავშირებული პროდუქტები

საბავშვო ეტლები 3 x 1
გაყიდვაშია
3,405 
საბავშვო ეტლები 3 x 1
გაყიდვაშია
3,405 
საბავშვო ეტლები 3 x 1
გაყიდვაშია
3,810 
საბავშვო ეტლები 3 x 1
გაყიდვაშია
4,058 
საბავშვო ეტლები 3 x 1
გაყიდვაშია
4,058 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,085 
საბავშვო ეტლები 3 x 1
გაყიდვაშია
3,240 
საბავშვო ეტლები 3 x 1
გაყიდვაშია
3,240 
საბავშვო ეტლები 3 x 1
გაყიდვაშია
3,240 
საბავშვო ეტლები 3 x 1
გაყიდვაშია
3,340 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,129 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
689 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,085 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,129 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
689 

მეტი სასარგებლო სტატიები

მანამ, სანამ შვილისთვის იდეალურ ჩანთას აარჩევთ, ეს ბლოგი დაგეხმარებათ, გაერკვიოთ, რომელი მოდელია ყველაზე შესაფერისი თქვენი და ბავშვის საჭიროებებისთვის.
თითოეულ ბავშვს შესაძლებლობების დიდი პოტენციალი აქვს, რომელიც საჭირო დროსა და ადგილას სხვადასხვა გზით ვლინდება. 
კვებასთან დაკავშირებული სირთულეების მოგვარება თუ გადაწყვიტეთ, იდეალურად შერჩეული საბავშვო საკვები სკამი დაგჭირდებათ, რომელზეც საინტერესო რჩევებს ამ ბლოგში აღმოაჩენთ.