ეტლის აქსესუარები

აცალეთ თქვენ პატარას გააგრძელოს ძილი მაშინაც, როდესაც სახლში დაბრუნდებით. ეს სადგამი არის მოსახერხებელი აქსესუარი ეტლის აკვნისა და მანქანის სავარძლისთვის, რომელიც საშუალებას მისცემს პატარას უსაფრთხოდ გააგრძელოს ძილი ეტლის ბაზის სახლში შეტანის გარეშე

კატეგორია აკვნის სადგამები
ფასი

 – 

  • 98
  • 1024
ბრენდი
    • Peg Perego იტალიური კომპანიაა, რომელიც დაარსდა 1949 წელს ჯუზეპე პერეგოს მიერ, მოახდინა რევოლუცია ბაზარზე საბავშვო ეტლებისა და საკვების სკამების დიზაინში. კომპანიამ პირველად გამოიყენა მორეზინებული ქსოვილი თავის ყველა საბავშვო პროდუქციის დასამზადებლად, რაც მანამდე შეზღუდული იყო მაღალი ღირებულების გამო. ავანგარდულობამ, დროთა განმავლობაში ბაზრის ცვლილებებისადმი ყურადღების მიქცევამ და შორსმჭრეტელობამ შექმნა წარმატებული კომპანია, რომელიც ცნობილია მთელ მსოფლიოში თავისი ორიგინალური იდეებით ბავშვის მოვლისა და სათამაშოების სფეროში, რომელთა ხარისხი ყოველთვის უმაღლეს დონეზეა. უმაღლესი ხარისხი, უსაფრთხოების უმკაცრეს სტანდარტებთან შესაბამისობა და თანამედროვე დედების მოლოდინებს გამართლება კომპანიის კრედოდ იქცა. ვისაც უყვარს "Made in Italy", ეძებს სტილს, ახალ იდეებს, ელეგანტურობას, დეტალებისადმი ყურადღებას და უსაფრთხოებას, აუცილებლად ირჩევს Peg Perego -ს.



      Made in Italy ნიშნავს „განაგრძო მხოლოდ იმის კეთება, რისი გაკეთებაც კარგად შეგვიძლია“, ამბობს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ლუჩიო პერეგო, რომელიც გულისხმობს Peg-ის იტალიური წარმოების მემკვიდრეობის მშენებლობას და მის გამდიდრებას თანამედროვე და ავანგარდული დამუშავების ტექნიკით. ინტეგრირებული წარმოება გთავაზობთ ხარისხის უფრო საფუძვლიან კონტროლს ყველა კომპონენტში: მასალებიდან (ქსოვილი, რეზინი, ლითონი) დახვეწილი და ავანგარდული წარმოების აღჭურვილობის ტექნოლოგიამდე. ექსპერტთა ჯგუფი ზედამხედველობს წარმოების მთელ პროცესს ბავშვებისთვის პროდუქციის უსაფრთხოების გარანტირებისთვის. კომპაქტური და ტრადიციული ორგანიზაციული სტრუქტურა მრავალი ამოცანებით და სამუშაო გარემოზე ზრუნვით, ადამიანებზე ფოკუსირებით, აძლიერებს კომპანიისადმი ლოიალობას. საწარმოო ობიექტები იტალიაში: Arcore (მილანი), San Donà di Piave (ვენეცია), Ceggia (ვენეცია), ისევე როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები: Fort Wayne (აშშ), ტორონტო (კანადა) Limeira SP (ბრაზილია), მთლიანი წარმოების ფართობი შეადგენს 161, 000 კვადრატულ მეტრს.



      Peg Perego -ს სისტემაა წარმოების მეთოდი, რომელიც ხასიათდება კვლევებით და ექსპერიმენტებით, სტანდარტების სიმკაცრით, ტექნიკური კრეატიულობით და ძლიერი სამეწარმეო კულტურით. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინდუსტრიას შეუძლია ახალი იდეების თარგმნა პროდუქტებად, რომლებსაც თავის მხრივ შეუძლიათ გაუძლონ დროის გამოცდას - იქმნება მსოფლიო ბრენდები და ასეთია იტალიური Peg Perego -ს ისტორია.

      სრულად ნაკლები
    • კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ოჯახში


      UPPAbaby® შეიქმნა მაშინ, როცა ჩვენც გავხდით ახალი მშობლები — ზუსტად ისე, როგორც თქვენ ახლა. დღეს ჩვენ უკვე სამი შვილი გვყავს, რომლებიც სახლში დარბიან, მაგრამ გვსურს გვჯეროდეს, რომ ჩვენი ოჯახი ბევრად სცდება ამ ოთხ კედელს. ჩვენი მომხმარებლები ჩვენთვის ნამდვილი ოჯახის წევრები არიან — თითოეული მათგანი. როგორც ვიზრდებით და ვვითარდებით, ჩვენი ერთგულება საქმეს მიმართ მხოლოდ ძლიერდება. ჩვენ კვლავაც ისეთივე მოწადინებული ვართ, ვიყოთ საუკეთესონი იმაში, რასაც ვაკეთებთ. ჩვენი ოჯახისთვის — და ახლა უკვე თქვენი ოჯახისთვისაც.



      UPPAbaby დაიბადა 2006 წელს — აუცილებლობისა და შესაძლებლობის შერწყმით. ეს მაშინ მოხდა, როცა ჩვენი მეორე შვილი გაჩნდა, მაგრამ მაინც ვერ ვპოულობდით საბავშვო პროდუქტს, რომელიც ჩვენს საჭიროებებს დააკმაყოფილებდა. გვიკვირდა, რატომ იყო ბაზარზე მხოლოდ ორი ალტერნატივა: ან უხარისხოდ დამზადებული და მასიურად წარმოებული ნივთები, ან არაგამოყენებადი და ზედმეტად რთული პროდუქტები გრძელი ინსტრუქციებით. გვჯეროდა, რომ სხვა მშობლებსაც სჭირდებოდათ უკეთესი არჩევანი.



      ასე გაჩნდა UPPAbaby



      ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა ისეთი ეტლი, რომელიც მშობლების ცხოვრებას გაამარტივებდა და გააუმჯობესებდა. ვიცოდით, რომ თუ სწორ ნაბიჯებს გადავდგამდით, შევძლებდით შეგვექმნა მაღალეფექტური ეტლი, რომელიც მშობლების ყველა საჭიროებას დააკმაყოფილებდა — და ამას გავაკეთებდით ისე, რომ მათი სტილი და ინდივიდუალურობა შენარჩუნებული ყოფილიყო.



      შემდეგ წლებში, UPPAbaby ორგანულად გაიზარდა და დღეს ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი ოჯახი უკვე 175-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს და ჩვენ ვყიდით ეტლებს, ავტოსავარძლებს, აქსესუარებსა და საბავშვო პროდუქტებს მთელ მსოფლიოში. გმადლობთ თქვენი მხარდაჭერისთვის — მოხარულები ვართ, რომ შემოგვიაერთდით!

      სრულად ნაკლები
ქვეყანა
ეტლის აქსესუარები
გაყიდვაშია
211 
ეტლის აქსესუარები
გაყიდვაშია
1,024 
ეტლის აქსესუარები
გაყიდვაშია
205 
ეტლის აქსესუარები
გაყიდვაშია
655 
ეტლის აქსესუარები
გაყიდვაშია
307 
ეტლის აქსესუარები
გაყიდვაშია
512 
ეტლის აქსესუარები
გაყიდვაშია
98 
UPPAbaby Cup Holder Vista/Cruz/Minu - ჭიქის ჩასადები - image 1 | Labebe
ეტლის აქსესუარები
გაყიდვაშია
123 

სასარგებლო სტატიები

ჩვენი ბლოგი არის ცოდნის ბაზა ორსული ქალებისა და ახალგაზრდა დედების დასახმარებლად.
ჩვენ გვსურს გაგრძნობინოთ ზრუნვა თქვენზე და თქვენ პატარებზე.
ბავშვის პირველი მოგზაურობა ხშირად ემოციური და დაუვიწყარია, რომელიც იწყება სამშობიაროდან გამოსვლის დღიდანვე
ზაფხული ბავშვებისთვის სიხარულისა და ახალი შთაბეჭდილებების სეზონია, ხოლო მშობლებისთვის – რეჟიმის დარღვევასთან დაკავშირებული პერიოდი.