როგორ მოვამზადოთ უფროსი შვილი ოჯახის ახალ წევრთან შესახვედრად?

ოჯახის ახალ წევრს ბევრი ცვლილება მოაქვს: მშობლები ემზადებიან მასთან შესახვედრად, უფროსი შვილი კი ამ მოვლენებს თვალს აყოლებს და ხვდება, რომ მალე უმცროსი და ან ძმა ეყოლება. ბავშვის დაბადებას თავისი სირთულეებიც ახლავს, რომელთა შორისაც უფროსი შვილის სათანადოდ მომზადებაა.

პატარებს გარკვეული დრო სჭირდებათ, რომ გაიაზრონ არსებული მოცემულობა და ნელ-ნელა შეეგუონ სიახლეებს. ამ პროცესში მშობლებმა მაქსიმალური ძალისხმევა უნდა ჩადოთ, რათა ბავშვი ეჭვიანობის გრძნობამ და სხვა ემოციებმა არ დაამძიმოს. სწორი მიდგომებით, ადრეულ ეტაპზე საუბრის დაწყებითა და ჩვეული მზრუნველობით შეგიძლიათ, რომ თქვენს შვილს დაეხმაროთ და მოამზადოთ ახალშობილთან დასახვედრად.

უფროს შვილთან საუბრის დაწყება ორსულობის გაგებისთანავეა მიზანშეწონილი, რადგან საკმარისი დრო ჰქონდეს რაღაცების გასარკვევად. როცა მას გაუზიარებთ ახალ ინფორმაციას, ეცადეთ, რომ ესაუბროთ მისთვის გასაგებ ენაზე და დიალოგი არასაჭირო ტერმინებით არ გადატვირთოთ. ბავშვისგან მოსალოდნელი იქნება უსასრულო რაოდენობის კითხვების დასმა, რომლებსაც აუცილებლად უნდა გასცეთ პასუხი და დააკმაყოფილოთ მისი ცნობისმოყვარეობა.

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ სიტყვაში გულწრფელი იყოთ და მაქსიმალურად მარტივად გადმოსცეთ სათქმელი. ამით მიახვედრებთ, რომ მისი ინტერესი სრულიად ბუნებრივია და ოჯახში გულისყურით უსმენენ. სკოლამდელი ასაკის ბავშვს შესაძლოა ეჭვიანობამ შეაწუხოს და იფიქროს, რომ ახალშობილის გამო მას ყურადღებას მოაკლებთ. ამ მხრივ, უმჯობესია, რომ ისიც ჩართოთ მოსამზადებელ პროცესში – ერთად დაათვალიეროთ საბავშვო ავეჯი, ტანსაცმელი, იაროთ ექიმთან ვიზიტებზე და თანაბრად გაანაწილოთ თქვენი დრო ორივე ბავშვზე.

როცა ოჯახის ახალი წევრიც გამოჩნდება, ეცადეთ, რომ მაშინაც ჩართოთ უფროსი და/ძმა ჩვილის მოვლის რუტინაში და აუხსნათ, რომ ამდაგვარი ზრუნვით შეძლებს ჩვილთან დაახლოებას და მის შესწავლას. ამასთანავე, ერთად სეირნობა, თამაში, ზღაპრების კითხვა აქციეთ საერთო ტრადიციად, რის შედეგად ორივე პატარას ერთდროულად დაუთმობთ თქვენს ყურადღებას.

დაკავშირებული პროდუქტები

საბავშვო ჩუსტები და წინდები
გაყიდვაშია
18 
ბავშვის საწოლები
გაყიდვაშია
1,770 
ბავშვის საწოლები
გაყიდვაშია
1,570 
აკვნები და კალათები
გაყიდვაშია
685 
ბავშვის საწოლები
გაყიდვაშია
1,035 
საბავშვო ეტლები 3 x 1
გაყიდვაშია
3,240 
საბავშვო ეტლები 2 x 1
გაყიდვაშია
2,675 
Weekly Socks Taupe Pink - საბავშვო წინდების კომპლექტი - image 1 | Labebe
საბავშვო ჩუსტები და წინდები
გაყიდვაშია
84 
საბავშვო ჩუსტები და წინდები
გაყიდვაშია
18 
ბავშვის საწოლები
გაყიდვაშია
1,770 
ბავშვის საწოლები
გაყიდვაშია
1,570 
აკვნები და კალათები
გაყიდვაშია
685 
ბავშვის საწოლები
გაყიდვაშია
1,035 
საბავშვო ეტლები 2 x 1
გაყიდვაშია
2,675 
საბავშვო ჩუსტები და წინდები
გაყიდვაშია
84 

მეტი სასარგებლო სტატიები

abebe Boutique-ის ვებგვერდზე საბავშვო სკამ-მაგიდების მრავალფეროვან და ექსკლუზიურ ასორტიმენტს აღმოაჩენთ მსოფლიოს წამყვანი ბრენდებისგან
ყველა ადამიანს, განურჩევლად ასაკისა, სჭირდებათ, რომ ვინმე უსმენდეს და იზიარებდეს შინაგან მდგომარეობას. ამ მხრივ, ბავშვებს იმაზე მეტად ვჭირდებით, ვიდრე ჩვენ გვგონია. 
Labebe Boutique-ის ვებგვერდზე შვილთან ერთად აღმოაჩინეთ მისთვის განმავითარებელი სათამაშოები, რომლებიც სწავლას დაუვიწყარ თავგადასავლად აქცევს