ოჯახური თავგადასავლები

თუ ხშირად გიფიქრიათ, რომ ყოველდღიური საქმეებისგან განტვირთვა გჭირდებათ მთელ ოჯახს, მაშინ, ახლა სწორედ ის დროა, რომ გაექცეთ ციფრულ სამყაროს და ბუნების საოცრებაში ჩაიძიროთ! ბავშვებთან ერთად ბუნებაში გასვლა არა მხოლოდ გართობაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, არამედ სწავლისა და დაუვიწყარი მოგონებების შექმნის შესაძლებლობაცაა.

ბუნება ჯადოსნური სათამაშო მოედანია პატარების გონებისთვის. ტყეებში სეირნობა, ბილიკებზე სირბილი, მცირე ზომის ცხოველების აღმოჩენა და სხვ. მათში ცნობისმოყვარეობას და გამძაფრებულ ინტერესს იწვევს. ციყვებისა თუ ჭიკჭიკა ჩიტების ნახვით ბავშვები ეცნობიან სამყაროს, რომელიც იმაზე ფართოა, ვიდრე ჯერ კიდევ ჰგონიათ.

ბუნებაში ყოფნა ერთგვარად ხდება სწავლების ატმოსფერო – ბავშვები ახლოდან შეისწავლიან ეკოსისტემებს, მცენარეებსა და ცხოველებს, რაც მათ უნერგავს გარემოსადმი პატივისცემას და პასუხისმგებლობის გრძნობას, რათა არ დააზიანონ და უფრო მეტად გაუფრთხილდნენ არემარეს, რომელშიც იზრდებიან და ვითარდებიან.

თავგადასავლების მოწყობა სახლის მიღმა, ახალ გარემოში ხელს უწყობს ფიზიკურ აქტივობას, ზრდის ენერგიის დონეს და ამცირებს სტრესს როგორც ბავშვებისთვის, ასევე – მშობლებისთვის. მწვანე სივრცეში ყოფნა კონცენტრაციას ზრდის, ხოლო შფოთვის ამცირებს.

როგორი იქნება ოჯახური თავგადასავალი, ყოველთვის ინდივიდუალურია და დამოკიდებულია გეგმაზეც. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მსგავსი გამოცდილება ყოველთვის დატვირთულია სიცილ-კისკისით, შთამაგონებელი იდეებითა და ისეთი მოგონებებით, რომლებიც აუცილებლად უნდა აღიბეჭდოს ფოტოებზე.

დაკავშირებული პროდუქტები

საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
495 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
545 
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
135 
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
95 
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
179 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
355 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
135 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
85 
მუსლინის საფენები
გაყიდვაშია
55 
ეტლები რევერსული სავარძლით
გაყიდვაშია
2,230 
ეტლები რევერსული სავარძლით
გაყიდვაშია
2,260 
ეტლები რევერსული სავარძლით
გაყიდვაშია
2,430 
ეტლები რევერსული სავარძლით
გაყიდვაშია
2,540 
ეტლები რევერსული სავარძლით
გაყიდვაშია
2,430 
ეტლები რევერსული სავარძლით
გაყიდვაშია
2,430 
საბავშვო ეტლები 2 x 1
გაყიდვაშია
3,391 
საბავშვო ეტლები 2 x 1
გაყიდვაშია
3,391 
საბავშვო ეტლები 2 x 1
გაყიდვაშია
3,391 
საბავშვო ეტლები 2 x 1
გაყიდვაშია
3,561 

მეტი სასარგებლო სტატიები

კვებასთან დაკავშირებული სირთულეების მოგვარება თუ გადაწყვიტეთ, იდეალურად შერჩეული საბავშვო საკვები სკამი დაგჭირდებათ, რომელზეც საინტერესო რჩევებს ამ ბლოგში აღმოაჩენთ.
ბავშვთა სამყაროში ყოველი დღე თავგადასავალს უდრის, რომელიც სავსეა თამაშით, ახალი აღმოჩენებითა და სიფერადით.
გაზიარების უნარის განვითარება ეტაპობრივი პროცესია, რომელიც დაახლოებით 3 წლის ასაკში იწყება და გრძელდება მთელი ბავშვობის განმავლობაში.