Britax Römer Swivel Grow Max Air Lux Soft Taupe - ავტომობილის საბავშვო სავარძელი

4000984002355
კითხვები
4000984002355
1,890 ₾
გაყიდვაშია

AirSense™ ვენტილაციის მოწინავე სისტემა ბავშვისთვის სასიამოვნო სიგრილეს ქმნის სიცოცხლის პირველივე დღეებიდან, ხოლო 360°-ით ბრუნვის ფუნქცია პატარას სავარძელში მოთავსებასა და ამოყვანას ამარტივებს

მახასიათებლები

ბრენდი:
Britax Römer
კოლექცია:
Swivel Max Air
მახასიათებლები:
  • i-Size / Isofix
  • 360 მბრუნავი მექანიზმი
  • AirSense™ Ventilation
ასაკი:
Birth - 7 years | 40 - 125 cm
ფერი:
Soft Taupe
ქვეყანა:
გერმანია

აღწერა

გაიცანით SWIVEL-GROW MAX AIR — თქვენი საიმედო და თანამედროვე თანამგზავრი, რომელიც დამატებით კომფორტს უზრუნველყოფს. ავტოსავარძელი განკუთვნილია დაბადებიდან 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის (125 სმ-მდე სიმაღლე) და ყველა სეზონზე კომფორტულ მგზავრობას უზრუნველყოფს. AirSense™ ვენტილაციის მოწინავე სისტემა ბავშვისთვის სასიამოვნო სიგრილეს ქმნის სიცოცხლის პირველივე დღეებიდან, ხოლო 360°-ით ბრუნვის ფუნქცია პატარას სავარძელში მოთავსებასა და ამოყვანას ამარტივებს. ახალშობილის რბილი ჩანართი ნაზად ერგება პატარას და ყოველი მგზავრობისას მყუდრო გარემოს უქმნის.

ბავშვის ზრდასთან ერთად SWIVEL-GROW MAX AIR მისი განვითარების თითოეულ ეტაპს ერგება — მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებიდან, მოძრაობის მიმართულებით დამონტაჟებამდე, შემდეგ კი საზურგიანი ბუსტერის რეჟიმზე გადასვლამდე, რომელიც ხანგრძლივ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. დასაკეცი მზისგან დამცავი კაპიშონი პატარა მკვლევარს მზისგან იცავს და ნებისმიერ მოგზაურობაში კომფორტს უნარჩუნებს.

ნაზი სიო და მზისგან დაცვა ყოველ მგზავრობაში

შეუქმენით თქვენს პატარას სიგრილე, კომფორტი და დაცულობა SWIVEL-GROW MAX AIR -თან ერთად! ავტოსავარძელი დაბადებიდან ბავშვის პირველი 7 წლის განმავლობაში კომფორტული მგზავრობისთვისაა შექმნილი. სავარძლის ორივე მხარეს განთავსებული AirSense™ ვენტილაციის მოწინავე სისტემა სუფთა ჰაერის უწყვეტ ნაკადს უზრუნველყოფს, რათა ბავშვმა ცხელ დღეებში სიგრილე შეინარჩუნოს, ხოლო წელიწადის ნებისმიერ დროს მყუდროდ იგრძნოს თავი. დასაკეცი მზისგან დამცავი კაპიშონი მზიან ამინდში დამატებით ჩრდილსა და დაცვას ქმნის. იქნება ეს მოკლე მგზავრობა თუ ოჯახური მოგზაურობა, SWIVEL-GROW MAX AIR განახლებულ კომფორტსა და უსაფრთხო მგზავრობას გთავაზობთ.


შემოატრიალეთ. დახარეთ. დაასვენეთ.

ისიამოვნეთ ყოველდღიური კომფორტით SWIVEL-GROW MAX AIR -თან ერთად. 360°-ით ბრუნვის ფუნქცია ბავშვის ავტომობილში მოთავსებასა და ამოყვანას ამარტივებს მაშინაც კი, როცა ხელები დაკავებული გაქვთ. ერთი ხელით მართვის საშუალებით შეგიძლიათ ერთდროულად მოატრიალოთ სავარძელი და დაარეგულიროთ საზურგის დახრის კუთხე, რათა ძილისთვის ან ფხიზლად ყოფნისთვის შესაფერისი პოზიცია შეარჩიოთ. საზურგის დახრის რამდენიმე პოზიცია კომფორტს უზრუნველყოფს როგორც მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით, ისე მოძრაობის მიმართულებით დამონტაჟებისას. SWIVEL-GROW MAX AIR ყოველდღიური მოხერხებულობისთვისაა შექმნილი და ყოველ მგზავრობას მარტივ, კომფორტულ რუტინად აქცევს.


კომფორტი, რომელიც ბავშვთან ერთად იზრდება

ახალშობილის ჩახუტებიდან სკოლაში ყოველდღიურ მგზავრობამდე — SWIVEL-GROW MAX AIR თქვენს შვილთან ერთად იზრდება. სიცოცხლის პირველ თვეებში დამატებითი კომფორტისთვის გამოიყენეთ ახალშობილის ჩანართი, ხოლო ბავშვის ზრდასთან ერთად ისარგებლეთ სავარძლის ფართო სივრცით. სავარძელი განკუთვნილია როგორც მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით, ისე მოძრაობის მიმართულებით დასამონტაჟებლად. ბავშვის ზრდასთან ერთად ხუთწერტილოვანი შიდა ღვედები (დაახლოებით 4 წლამდე / 105 სმ-მდე) იცვლება ავტომობილის სამწერტილოვანი უსაფრთხოების ღვედით, ხოლო სავარძელი გამოიყენება საზურგიანი ბუსტერის რეჟიმში. ის განკუთვნილია 40–125 სმ სიმაღლისა და 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. საზურგის დახრის კომფორტული პოზიციები ბავშვს განვითარების ყველა ეტაპზე სათანადო საყრდენსა და კომფორტს უქმნის. რბილი საფენები და შიდა ღვედების მოსახერხებელი შენახვის სისტემა ყოველ მგზავრობას უსაფრთხოს, მარტივსა და კომფორტულს ხდის. ერთი ავტოსავარძელი — წლების განმავლობაში ახალი თავგადასავლებისთვის!


დაცვა და სიმშვიდე კომფორტული მგზავრობისთვის

იმოგზაურეთ მშვიდად SWIVEL-GROW MAX AIR -თან ერთად. ავტოსავარძელი სერტიფიცირებულია UN R129 უსაფრთხოების სტანდარტის შესაბამისად და საშუალებას გაძლევთ ბავშვი მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით უფრო დიდხანს — დაახლოებით 4 წლამდე (105 სმ-მდე) — ატაროთ, რაც ყოველ მგზავრობაში დამატებით დაცვას უზრუნველყოფს. ღრმა, რბილად შევსებული გვერდითი ბორტები დარტყმისგან იცავს პატარას, ხოლო მტკიცე საყრდენი ფეხი სავარძლის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. დამოუკიდებლად მოქმედი ISOFIX სამაგრების წყალობით მონტაჟი მარტივი და მოსახერხებელია, რაც პირველივე დღიდან სიმშვიდესა და თავდაჯერებულობას გიქმნით. სადაც არ უნდა მიემგზავრებოდეთ SWIVEL-GROW MAX AIR მთელი გზის განმავლობაში იზრუნებს თქვენი პატარას დაცვაზე.


ნაზი სიო ყოველ მგზავრობაში — AirSense™ ვენტილაცია

იქნება ეს მზიანი დღე თუ ხანგრძლივი ოჯახური მოგზაურობა, SWIVEL-GROW MAX AIR-ის აქტიური AirSense™ ვენტილაციის სისტემა ბავშვს სიგრილისა და კომფორტის შენარჩუნებაში ეხმარება. ბადისებრი პანელები ჰაერის მაქსიმალურ ცირკულაციას უზრუნველყოფს, ხოლო ჩაშენებული ორვენტილატორიანი სისტემა სავარძელში სუფთა ჰაერის მუდმივ ნაკადს ქმნის. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა წლის თბილ პერიოდში. ვენტილაციის სისტემა მარტივად შეიძლება ჩართოთ ავტომობილის USB-C პორტის ან 12V ბუდის მეშვეობით. კომპლექტში შედის USB-C კვების კაბელები, რათა სისტემა მგზავრობისას მოსახერხებლად გამოიყენოთ. ასე თქვენი პატარა თავს კომფორტულად იგრძნობს როგორც სახლში პირველი დაბრუნებისას, ისე ყოველდღიური თავგადასავლების დროს.


მზად არის მზიანი დღეებისა და უსაფრთხო მგზავრობისთვის

იქნება ეს კაშკაშა მზე თუ მსუბუქი მზის სხივები, SWIVEL-GROW MAX AIR -ის დასაკეცი მზისგან დამცავი კაპიშონი ყოველ მგზავრობაში ბავშვს სასიამოვნო ჩრდილს უქმნის. მისი ფართო დაფარვა მზის პირდაპირი სხივებისგან საიმედო დაცვას უზრუნველყოფს და ძილისა თუ თამაშისთვის მშვიდ და მყუდრო სივრცეს ქმნის. ბავშვის ზრდასთან ერთად, საზურგიანი ბუსტერის რეჟიმზე გადასვლისას და ავტომობილის სამწერტილოვანი უსაფრთხოების ღვედის გამოყენებისას (105 სმ-მდე), კაპიუშონი მარტივად შეგიძლიათ მოხსნათ.


ღვედის მარტივად შეკვრა

მიუხედავად იმისა, სავარძელი მოძრაობის თუ მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით არის დამონტაჟებული, ბავშვი წამოწოლილ, ვერტიკალურ თუ შუალედურ პოზიციაშია, SWIVEL-GROW MAX AIR-ის 360° -ით ბრუნვის ფუნქცია ბავშვის ავტომობილში უსაფრთხოდ მოთავსებასა და ამოყვანას სწრაფსა და მარტივს ხდის. და უკვე რამდენიმე წამში შეგიძლიათ გზას გაუდგეთ!


დამოუკიდებელი ISOFIX სამაგრები

SWIVEL-GROW MAX AIR -ის დაყენება მარტივია დამოუკიდებლად მოქმედი ISOFIX სამაგრების წყალობით. ინსტალაციის პროცესს სრულად აკონტროლებთ — სამაგრები სწრაფად და უსაფრთხოდ მაგრდება ისე, რომ ავტომობილის სავარძლების ზედაპირი არ დაზიანდეს. და მზად ხართ დღის გასაგრძელებლად!


შეინარჩუნეთ ბავშვის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით მგზავრობა უფრო დიდხანს

უზრუნველყავით პატარას საუკეთესო დაცვა წინა შეჯახების შემთხვევაში. SWIVEL-GROW MAX AIR საშუალებას გაძლევთ, ბავშვი მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით უფრო დიდხანს — 105 სმ სიმაღლემდე — ატაროთ, როგორც ამას სპეციალისტები გვირჩევენ. ფრონტალური შეჯახებები ავტოსაგზაო შემთხვევების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტიპია, ამიტომ მნიშვნელოვანია ბავშვისთვის ყველაზე უსაფრთხო პოზიციის შერჩევა. მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით დამონტაჟებულ სავარძელში დარტყმის ენერგია თავის, კისრისა და სხეულის ზედა ნაწილის გასწვრივ უფრო თანაბრად ნაწილდება, რაც ტრავმის რისკის შემცირებას უწყობს ხელს.


საზურგის დახრის რამდენიმე პოზიცია

შეინარჩუნეთ ბავშვის კომფორტი ხანგრძლივი მგზავრობის დროსაც. SWIVEL-GROW MAX AIR -ს აქვს საზურგის დახრის რამდენიმე პოზიცია, რომელთა რეგულირება მარტივად შეგიძლიათ. მოძრაობის მიმართულებით დამონტაჟებისას ხელმისაწვდომია დახრის 3 პოზიცია, ხოლო მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით — ასევე 3. შეარჩიეთ პოზიცია, რომელშიც ბავშვი შეძლებს მოდუნებას ან გარემოს დათვალიერებას. პატარა კომფორტულად იგრძნობს თავს, თქვენ კი უფრო მშვიდად იმგზავრებთ.


კომფორტული და დამცავი თავის საყრდენი

უზრუნველყავით ბავშვის ოპტიმალური დაცვა გვერდითი შეჯახების დროს. V ფორმის თავის საყრდენი რბილი, ენერგიის შთანმთქმელი მეხსიერების ეფექტის მქონე ქაფითაა შევსებული. ის სპეციალურადაა შექმნილია ბავშვის თავის მოძრაობის შესაზღუდად და ავარიის შემთხვევაში კისრის დასაცავად. ამასთან, მისი კონსტრუქცია ზრდისთვის საჭირო სივრცესაც ტოვებს. თავის საყრდენის სიმაღლისა და ღვედების პოზიციის ერთდროულად რეგულირება სწრაფად და მარტივად შეგიძლიათ, რაც ბავშვს სიმაღლის მიუხედავად კომფორტს უქმნის. თავის საყრდენი თანდათან ერგება ბავშვის ზომებს და ჩვილობიდან მოზრდილ ასაკამდე სხეულის სწორ პოზიციას უწყობს ხელს.


რბილი დამცავი მხრის საფენები

SWIVEL-GROW MAX AIR -ის რბილი დამცავი მხრის საფენები შეჯახებისას ბავშვის მოძრაობის შემცირებას უწყობს ხელს. ისინი ხუთწერტილოვანი უსაფრთხოების ღვედების გამოყენებას უფრო კომფორტულს ხდის. დაბინძურების შემთხვევაში საფენების მოხსნა და გარეცხვა შესაძლებელია ღვედების მოხსნის გარეშე.


ახალშობილის სპეციალური დაცვა

უზრუნველყავით თქვენი პატარას სათანადო დაცვა, კომფორტი და საყრდენი სპეციალურად შექმნილი ახალშობილის ჩანართის დახმარებით. კისრის დაგრძელებული საყრდენის წყალობით ჩანართის გამოყენება შედარებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეგიძლიათ. ის ასევე უზრუნველყოფს უფრო ჰორიზონტალურ, დასვენებისთვის მოსახერხებელ პოზიციას 75 სმ-მდე სიმაღლის ბავშვებისთვის. ენერგიის შთანმთქმელი რბილი ჩანართები ბავშვს სიცოცხლის პირველ, განსაკუთრებით მნიშვნელოვან კვირებში უფრო კომფორტული და ერგონომიული პოზიციის მიღებაში ეხმარება.


ღრმა და დამცავი გვერდითი ბორტები

SWIVEL-GROW MAX AIR -ის რბილი, სქლად შევსებული გვერდითი ბორტები ნაზად ეხვევა პატარას, სავარძელში მის სტაბილურად მოთავსებასა და შეჯახების შემთხვევაში დარტყმისგან დაცვას უწყობს ხელს.


დამატებით უსაფრთხო ხუთწერტილოვანი ღვედები

სერიოზული ტრავმებისგან ბავშვის დასაცავად შეარჩიეთ ხუთწერტილოვანი უსაფრთხოების ღვედების მქონე ავტოსავარძელი. SWIVEL-GROW MAX AIR-ში ხუთწერტილოვანი ღვედები გამოიყენება 105 სმ-მდე სიმაღლის ბავშვებისთვის. შეჯახებისას ღვედები დარტყმის ძალას ხუთ წერტილზე ანაწილებს — მხრებზე, თეძოებსა და ფეხებს შორის — და დატვირთვას სავარძლის დამცავ კორპუსს გადასცემს.


სიმაღლეში რეგულირებადი საყრდენი ფეხი

უსაფრთხოდ დაამონტაჟეთ SWIVEL-GROW MAX AIR ავტომობილში სიმაღლეში რეგულირებადი საყრდენი ფეხის გამოყენებით. ფეხი ავტომობილის იატაკს ეყრდნობა, რაც დამატებით სტაბილურობას უზრუნველყოფს და ავტოსავარძლის გადახრას ამცირებს. მარტივად წასაკითხი ინდიკატორი აჩვენებს, როდის არის საყრდენი ფეხი ავტომობილის იატაკზე საიმედოდ მოთავსებული, რაც სწორ ინსტალაციას ამარტივებს.

მარტივად მოსახსნელი და რეცხვადი გადასაკრავი

ბავშვებთან ერთად მგზავრობისას დაბინძურება გარდაუვალია. იქნება ეს დაღვრილი წვენი თუ მგზავრობისას შეუძლოდ გახდომა, SWIVEL-GROW MAX AIR აღჭურვილია გადასაკრავით, რომლის მოხსნა და სარეცხ მანქანაში გარეცხვა ღვედების მოხსნის გარეშე შეგიძლიათ. ასე სავარძელს სწრაფად გაასუფთავებთ და გზას გააგრძელებთ.

იზრდება თქვენს შვილთან ერთად

ბავშვები ძალიან სწრაფად იზრდებიან, ამიტომ SWIVEL-GROW MAX AIR მარტივად ერგება მათ საჭიროებებს — ადრეული ბავშვობიდან სასკოლო ასაკამდე. სავარძელი ბავშვის ზრდის თითოეულ ეტაპზე უსაფრთხო მგზავრობას უწყობს ხელს. როდესაც ბავშვის სიმაღლე 100 სმ მიაღწევს (მაქსიმუმ 105 სმ), შეგიძლიათ ჩაშენებული ხუთწერტილოვანი ღვედები ავტომობილის სამწერტილოვანი უსაფრთხოების ღვედით ჩაანაცვლოთ. ხუთწერტილოვანი ღვედები შეგიძლიათ სავარძლის საზურგეში შეინახოთ, რათა საჭიროების შემთხვევაში მათი ხელახლა გამოყენება შეძლოთ. საყრდენი ფეხი კი უბრალოდ დაკეცეთ და ავტომობილში შეინახეთ. SWIVEL-GROW MAX AIR მზად არის თქვენს პატარას ზრდას ახლდეს თან!


დაცვა თავიდან თეძოებამდე

ბავშვის ზრდასთან ერთად უზრუნველყავით მისი საიმედო დაცვა. საზურგიანი ბუსტერის კორპუსი ბავშვის თავსა და თეძოებს შორის სხეულის მნიშვნელოვან ნაწილს ეყრდნობა, ხოლო ღვედის მიმმართველები ავტომობილის უსაფრთხოების ღვედის სწორ პოზიციაში მოთავსებას უზრუნველყოფს. რბილი თავის საყრდენი დამატებით დაცვასა და კომფორტს უქმნის ბავშვის თავსა და კისერს, რათა ყოველი მგზავრობისას მის უსაფრთხოებაში დარწმუნებული იყოთ.


მონტაჟი

სტანდარტი: i-Size (R129).

i-Size

ეს საბავშვო ავტოსავარძელი ავტომობილში ISOFIX-ის სამაგრ წერტილებზე უნდა დამონტაჟდეს. ISOFIX სამაგრების სტანდარტული სისტემაა, რომელიც თითქმის ყველა თანამედროვე ავტომობილში გვხვდება. ის საბავშვო ავტოსავარძელსა და ავტომობილს შორის მყარ და საიმედო კავშირს უზრუნველყოფს. SWIVEL-GROW MAX AIR-ის უსაფრთხო და სტაბილური მონტაჟისთვის აუცილებელია საყრდენი ფეხის გამოყენება. ჩვენი i-Size სტანდარტის ავტოსავარძლები თავსებადია ავტომობილის ყველა იმ დასაჯდომ ადგილთან, რომელიც i-Size სავარძლების მონტაჟისთვისაა დამტკიცებული. შესაბამისი ადგილების შესამოწმებლად გაეცანით თქვენი ავტომობილის სახელმძღვანელოს.

ISOFIX საყრდენი ფეხით (40–105 სმ)

ეს საბავშვო ავტოსავარძელი ავტომობილში ISOFIX-ის სამაგრ წერტილებზე უნდა დამონტაჟდეს. ISOFIX სამაგრების სტანდარტული სისტემაა, რომელიც თითქმის ყველა თანამედროვე ავტომობილში გვხვდება. ის საბავშვო ავტოსავარძელსა და ავტომობილს შორის მყარ და საიმედო კავშირს უზრუნველყოფს.
SWIVEL-GROW MAX AIR-ის სწორად და სტაბილურად დასამონტაჟებლად აუცილებელია საყრდენი ფეხის გამოყენება.
იმის შესამოწმებლად, შეესაბამება თუ არა ავტოსავარძელი თქვენს ავტომობილს, იხილეთ ავტომობილების თავსებადობის სია ან პროდუქტის გვერდზე არსებული FIT FINDER® ინსტრუმენტი.

ISOFIX-ით დამაგრება და ავტომობილის ღვედით ფიქსაცია (100–125 სმ)

ამ რეჟიმში ავტოსავარძელი ISOFIX სისტემით მაგრდება, ხოლო ბავშვი ავტომობილის სამწერტილოვანი უსაფრთხოების ღვედით ფიქსირდება. ეს სავარძელსა და ავტომობილს შორის მყარ და საიმედო კავშირს უზრუნველყოფს მაშინაც კი, როდესაც ბავშვი სავარძელში არ ზის. იმის შესამოწმებლად, შეესაბამება თუ არა ავტოსავარძელი თქვენს ავტომობილს, იხილეთ ავტომობილების თავსებადობის სია ან პროდუქტის გვერდზე არსებული FIT FINDER® ინსტრუმენტი.

ვარიაციები

  ფერი ხელმისაწვდომობა ფასი  
Britax Römer Swivel Grow Max Air Lux Warm Caramel - ავტომობილის საბავშვო სავარძელი - image 1 | Labebe Warm Caramel
გაყიდვაშია
1,890 ₾
Britax Römer Swivel Grow Max Air Lux Urban Olive - ავტომობილის საბავშვო სავარძელი - image 1 | Labebe Urban Olive
გაყიდვაშია
1,890 ₾
Britax Römer Swivel Grow Max Air Lux Onyx Black - ავტომობილის საბავშვო სავარძელი - image 1 | Labebe Onyx Black
გაყიდვაშია
1,890 ₾
Britax Römer Swivel Grow Max Air Lux Linen Grey - ავტომობილის საბავშვო სავარძელი - image 1 | Labebe Linen Grey
გაყიდვაშია
1,890 ₾
Britax Römer Swivel Grow Max Air Lux Soft Taupe - ავტომობილის საბავშვო სავარძელი - image 1 | Labebe Soft Taupe
გაყიდვაშია
1,890 ₾

მიმოხილვები

მიმოხილვები ვერ მოიძებნა

დანართი

აქ ჯერ არაფერია
ბუნებრივი მასალები
ულიმიტო გარანტია
ხარისხის სერთიფიკატები
მიწოდება ქვეყნის მასშტაბით