ესპანეთში, ალიკანტეს პროვინციაში მდებარე ქალაქ ონილში, ცნობილში როგორც ესპანეთის სათამაშოების ინდუსტრიის აკვანი 1958 წელს შეიქმნა კომპანია Muñecas Antonio Juan.
იმ დროიდან მოკრძალებულ საოჯახო ბიზნესს, რომელიც დღეის მდგომარეობით აერთიანებს სათამაშოების მწარმოებლების სამ თაობას არ შეუწყვიტავს განვითარება, რათა ხარისხის და ტრადიციის პრინციპების დაცვით მსოფლიოში საბავშვო თოჯინების წარმოების ეტალონად გადაქცეულიყო.
კომპონენტების დიზაინიდან დაწყებული წარმოების დასრულებამდე, თითოეულ დეტალზე ფოკუსირებით იქმნება ექსკლუზიური ხელნაკეთი თოჯინები 100% ესპანური დიზაინით, რომლებიც განსაკუთრებული მიმზიდველობის გარდა სათამაშოების ხარისხის და უსაფრთხოების უმკაცრეს ევროპულ და ამერიკულ სტანდარტებს აკმაყოფილებენ.