ჩვენ შესახებ
Labebe Boutique — ალბათ, საუკეთესო მაღაზიაა საქართველოში ახალშობილებისა და ბავშვებისთვის. ჩვენ გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას, უნაკლო სერვისს და სწრაფ მიწოდებას ქვეყნის მასშტაბით.
ჩვენი მთავარი ღირებულებაა მომხმარებლების ნდობა და აღიარება. ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ მშობლებს ჯანმრთელი და ბედნიერი თაობის აღზრდაში — თაობის, რომელიც შეცვლის საქართველოს და მთელ მსოფლიოს უკეთესობისკენ.
თანამედროვე გარემო, ჰაერი და საკვები შეიცავს უამრავ მავნე ნივთიერებას, რაც განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, რომელთაც ჯერ კიდევ არ აქვთ სრულად ჩამოყალიბებული იმუნური სისტემა. სწორედ ამიტომ, ახალშობილებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნაზი მოვლა და უსაფრთხო პროდუქცია.
ჩვენ კარგად გვესმის, რომ ზრუნვა ახალშობილზე — უდიდესი პასუხისმგებლობაა. ბავშვის ცხოვრების პირველ თვეებსა და წლებს დიდი მნიშვნელობა აქვს მისი ჯანმრთელობისა და სრულფასოვანი განვითარებისათვის. ამიტომ, ლაბებეში არ ვუშვებთ კომპრომისებს: პრემიუმ ხარისხი, ეკოლოგიურობა და უსაფრთხოება — ჩვენი მთავარი პრიორიტეტებია. ექსკლუზიური დიზაინები დაგეხმარებათ თბილი და მყუდრო გარემოს შექმნაში თქვენი პატარასთვის.
Labebe Boutique -ის ასორტიმენტში მხოლოდ მაღალი ხარისხის და სერთიფიცირებული პროდუქტებია ისეთი მსოფლიოში აღიარებული წამყვანი ბრენდებისგან, როგორებიცაა: Britax-Römer, Uppababy, Inglesina, Peg Perego, Foppapedretti, Pali, Erbesi, 4moms, Doona, Doudou et Compagnie, Love To Dream, Baby Patent, Picci, Lorena Canals და სხვა.
დარწმუნებული იყავით — ჩვენი ეტლებით, საწოლებით, მატრასებითა და თეთრეულით თქვენი ბავშვის სეირნობა, ძილი და დასვენება იქნება სრულფასოვანი, კომფორტული და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო.
ჩვენი პატარები იმსახურებენ მხოლოდ საუკეთესოს!