ხელნაკეთი თოჯინები

გახადეთ თქვენი პატარას საყვარელი თოჯინა კიდევ უფრო განსაკუთრებული Antonio Juan-ის ხელნაკეთ თოჯინებით, რომლებიც დამზადებულია მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და ბუნებრივი მასალებისგან. თითოეული თოჯინა შექმნილია განსაკუთრებული ზრუნვით, რაც საშუალებას აძლევს ბავშვს ნაზად და უსაფრთხოდ ითამაშოს.



თუ გსურთ, რომ თქვენს შვილს ჰყავდეს თოჯინა, რომელიც არა მხოლოდ იქნება თამაშის საშუალება, არამედ განუყრელი მეგობარი, ესპანური ბრენდის ხელნაკეთი თოჯინები სწორედ ისეთი არჩევანია, რომელიც შეავსებს ამ ყველაფერს.



თოჯინები ბავშვების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სათამაშოა, რომელიც არა მხოლოდ გართობას, არამედ განვითარებასაც უწყობს ხელს. ეს სათამაშოები ეხმარება ბავშვებს ფანტაზიის, ემოციური ინტელექტის და სოციალური უნარების განვითარებაში.



რატომ უნდა აირჩიოთ Antonio Juan-ის თოჯინები?



  • რეალისტური და დეტალური დიზაინი


Antonio Juan -ის ყველა თოჯინა წარმოადგენს უნიკალურ და დეტალურ ნამუშევარს. სათამაშოს სახე, აგებულება, მოძრაობები და ყველა პატარა დეტალი ისეა აწყობილი, ჩნდება ასოციაცია, რომ თითქოს რეალური მეგობარი გააცანით თქვენს პატარას. სხვადასხვა კოლექციის თოჯინები შეესაბამება სხვადასხვა ასაკისა და გემოვნების პატარებს. ზოგიერთი მათგანი უფრო სერიოზულია, ზოგი – უფრო საყვარელი და მტირალა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ბავშვი შეძლებს იპოვოს თავისი ოცნების შესაბამის თოჯინას.



  • უსაფრთხო მასალები და ხარისხი


ტოპ ბრენდის თოჯინები მზადდება არატოქსიკური, ბუნებრივი მასალებით, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია ბავშვის ჯანმრთელობისთვის. თითოეული თოჯინა შექმნილია ზუსტად იმ სტანდარტებით, რომლებიც უზრუნველყოფს პრემიუმ ხარისხის უსაფრთხოებას, რათა მშობლებიც მშვიდად იყვნენ.



  • ემოციური და სოციალური განვითარება


თოჯინებთან თამაში ხელს უწყობს ბავშვის ემოციურ განვითარებას. როცა პატარა დროს ატარებს თავის ახალ მეგობართან, ის სწავლობს მეგობრობისა და გუნდურობის მნიშვნელობას. Antonio Juan-ის თოჯინები ბავშვს ეხმარება უფრო მეტად გამოხატოს ემოციები. ეს პროცესი კი ზრდის ბავშვის სოციალურ უნარ-ჩვევებს და თვითშეფასებას.



რას გთავაზობთ Antonio Juan?



წამყვანი ბრენდის საბავშვო თოჯინები არა მხოლოდ ჩვეულებრივი სათამაშოა, არამედ მათთან ერთად იქმნება უნიკალური და საოცარი ისტორიები, რომლებიც ბავშვს სხვადასხვა თავგადასავლის წამოწყებაში ეხმარება.



Antonio Juan მთელი მსოფლიო მასშტაბითაა ცნობილი თავისი უზადო პროდუქციით. ბრენდი არაერთი მშობლის საყვარელი არჩევანია, რადგან მათ სთავაზობს უსაფრთხო სათამაშო თოჯინებს, რომელთა გამოყენებაც ხანგრძლივი პერიოდითაა შესაძლებელი


პრემიუმ თოჯინები შეესაბამება როგორც კლასიკურ, ისე ინტერაქციულ თამაშებს. თოჯინას მრავალფეროვანი ბუნება – სიმაღლე, ჩაცმულობა, დამატებითი ფუნქციები – ბავშვს საშუალებას აძლევს ყოველ ჯერზე მოიფიქროს ახალ-ახალი როლური თამაშები.



რით გამოირჩევა ესპანური ხარისხის თოჯინები?



  • 100%-ით უსაფრთხო და ხანგრძლივი გამოყენებისათვის შესაფერისი;
  • ყოველი თოჯინა მაქსიმალურად ჰგავს ადამიანის რეალურ სახეს, რაც დიდად აძლიერებს ბავშვის წარმოდგენებს;
  • თოჯინები შემოსილია ლამაზად შერჩეული, მოდური და მაღალხარისხიანი სამოსითა და აქსესუარებით, რაც ბავშვს ეხმარება გემოვნებისა და სტილის განვითარებაშიც;
  • ვინილის თოჯინები არა მხოლოდ სტანდარტული სათამაშოებია, არამედ შეიძლება მომავალი თაობებისთვის ძვირფას მოგონებადაც იქცეს;


Antonio Juan-ის თოჯინებიიდეალური საჩუქარი ნებისმიერი შემთხვევისთვის 



არ არსებობს უფრო თბილი და გულწრფელი საჩუქარი, ვიდრე Antonio Juan-ის ხელნაკეთი თოჯინებია. დაბადების დღე, ახალი წლის დღესასწაული, განსაკუთრებული მოვლენა ან უბრალოდ სურვილი – ამ თოჯინების მიღება ყოველთვის სიხარულით ავსებს ბავშვის გულს. 



Labebe-ში აღმოაჩენთ ბრენდის უნიკალური თოჯინების კოლექციებს, რომლებიც მოიცავს როგორც მთლიანად ვინილის თოჯინებს, ისე მოდელებს, რომლებსაც რბილი აგებულება აქვს, რაც მათ განსაკუთრებულად მოსახერხებელსა და ჩასახუტებელს ხდის.


ჩვენს ასორტიმენტში შეხვდებით მოლაპარაკე, მუსიკალურ და მტირალა თოჯინებს, რომლებიც ბავშვის თამაშს უფრო რეალისტურსა და ამაღელვებელს ხდის.



როგორ შევარჩიოთ თოჯინა?



თოჯინები ხელმისაწვდომია სხვადასხვა ზომაში – 36 სმ-იდან 52 სმ-ამდე, რაც საშუალებას გაძლევთ შეარჩიოთ იდეალური მეგობარი თქვენი პატარა გოგოსთვის ან ბიჭისთვის.



  • ბავშვის ასაკი: დარწმუნდით, რომ თოჯინა შეესაბამება ბავშვის ასაკს და განვითარების დონეს.
  • მასალა: აირჩიეთ ეკოლოგიური და უსაფრთხო მასალებით დამზადებული თოჯინები.
  • ფუნქციურობა: თუ გსურთ დამატებითი ფუნქციები, ინტერაქტიული მოდელები საუკეთესო არჩევანია.
  • დიზაინი: შეარჩიეთ თოჯინა, რომელიც შეესაბამება ბავშვის გემოვნებას.
  • აქსესუარები: სახლები, ტანსაცმელი და სხვა აქსესუარები თამაშს უფრო მხიარულს ხდის.


თოჯინების კატეგორიები:



  1. კლასიკური თოჯინები: ტრადიციული თოჯინები, რომლებიც ხანგრძლივი სათამაშო პროცესისთვის არის განკუთვნილი;
  2. ინტერაქტიული თოჯინები: ასეთი თოჯინები ლაპარაკობენ, ტირიან, მოძრაობენ და გიღიმიან, რაც თამაშს უფრო საინტერესო ხდის;
  3. ბავშვის თოჯინები: ყველაზე პატარა ბავშვებისთვის შექმნილი, რბილი და უსაფრთხო მოდელები;
  4. თოჯინების სახლები და აქსესუარები: მათთვის, ვისაც უყვარს სიუჟეტური თამაშები და ინტერიერის მოწყობა;
  5. განათლებადი თოჯინები: თოჯინები, რომლებიც სწავლობენ სიმღერებს, სიტყვებს ან სხვა აქტივობებს;


Antonio Juan-ის თითოეული თოჯინა შექმნილია სიყვარულით, დეტალების განსაკუთრებული გათვალისწინებით, რაც მათ ნამდვილ და განუმეორებელ ხასიათს ანიჭებს. ეს არ არის უბრალოდ სათამაშო – ეს არის ბავშვობის საუკეთესო მეგობარი, რომელიც მუდამ პატარას გვერდით იქნება.



Labebe -ში ყოველთვის იპოვით სრულყოფილ საჩუქარს, რომელიც ბავშვს გულწრფელ ღიმილს მოჰგვრის. ჩვენთან შეძენილი ხელნაკეთი თოჯინა უბრალო სათამაშო არაა – ესაა ბავშვობის ყველაზე თბილი მოგონება, პირველი საიმედო მეგობარი და ფანტაზიის უსაზღვრო სამყარო. Antonio Juan-ის უნიკალური თოჯინები სიყვარულითა და დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღებით იქმნება. ისინი არა მხოლოდ თამაშს, არამედ ემოციების გაზიარებას, მზრუნველობასა და სიყვარულის უნარს ასწავლიან ჩვენს პატარებს.

კატეგორია ხელნაკეთი თოჯინები
ფასი

 – 

  • 78
  • 427
ბრენდი
    • ესპანეთში, ალიკანტეს პროვინციაში მდებარე ქალაქ ონილში, ცნობილში როგორც ესპანეთის სათამაშოების ინდუსტრიის აკვანი 1958 წელს შეიქმნა კომპანია Muñecas Antonio Juan.

      იმ დროიდან მოკრძალებულ საოჯახო ბიზნესს, რომელიც დღეის მდგომარეობით აერთიანებს სათამაშოების მწარმოებლების სამ თაობას არ შეუწყვიტავს განვითარება, რათა ხარისხის და ტრადიციის პრინციპების დაცვით მსოფლიოში საბავშვო თოჯინების წარმოების  ეტალონად გადაქცეულიყო.

      კომპონენტების დიზაინიდან დაწყებული წარმოების დასრულებამდე, თითოეულ დეტალზე ფოკუსირებით იქმნება ექსკლუზიური ხელნაკეთი თოჯინები 100% ესპანური დიზაინით, რომლებიც განსაკუთრებული მიმზიდველობის გარდა სათამაშოების ხარისხის და უსაფრთხოების უმკაცრეს ევროპულ და ამერიკულ სტანდარტებს აკმაყოფილებენ.

      სრულად ნაკლები
კოლექცია
მასალა
ხმის მექანიზმი
ზომა
დამატებითი ფუნქციები
ქვეყანა
ხელნაკეთი თოჯინები
გაყიდვაშია
207 
ხელნაკეთი თოჯინები
გაყიდვაშია
218 
ხელნაკეთი თოჯინები
გაყიდვაშია
182 
ხელნაკეთი თოჯინები
გაყიდვაშია
214 
ხელნაკეთი თოჯინები
გაყიდვაშია
191 
ხელნაკეთი თოჯინები
გაყიდვაშია
181 
ხელნაკეთი თოჯინები
გაყიდვაშია
194 
ხელნაკეთი თოჯინები
გაყიდვაშია
242 
ხელნაკეთი თოჯინები
გაყიდვაშია
267 
ხელნაკეთი თოჯინები
გაყიდვაშია
285 
ხელნაკეთი თოჯინები
გაყიდვაშია
230 
ხელნაკეთი თოჯინები
გაყიდვაშია
285 

სასარგებლო სტატიები

ჩვენი ბლოგი არის ცოდნის ბაზა ორსული ქალებისა და ახალგაზრდა დედების დასახმარებლად.
ჩვენ გვსურს გაგრძნობინოთ ზრუნვა თქვენზე და თქვენ პატარებზე.
ბავშვის სოციალიზაცია მნიშვნელოვანია მისი ემოციური და ფსიქოლოგიური განვითარებისათვის.
ამ ბლოგიდან გაიგებთ, თუ როგორ შეურჩიოთ თქვენს პატარას საწოლის მატრასი, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვის მშვიდ და ჯანსაღ ძილს, რაც მას ყოველდღიურ ცხოვრებაში ჰარმონიულ განვითარებას უწყობს ხელს.