Perina Boho 160*80 - მოზარდის თეთრეულის ნაკრები
Please sign in so that we can notify you about a reply
მახასიათებლები
- ეგვიპტური სატინ პრემიუმი TC300 (100% ბამბა)
აღწერა
ახალი დიზაინი, რომელსაც ვერ განშორდები, მაშინაც კი, როცა გაიზრდები. ნაკრები შექმნილია ორ ზომაში: ახალშობილის საწოლისთვის 120x60 სმ და უფრო დიდი საწოლისთვის 160x80 სმ.
დიზაინერული პრინტი დაამშვენებს ოთახს, ამასთანავე არ შეუშლის ხელს ბავშვს დაძინებაში - ფერები მშვიდი და ბუნებრივია. საყვარელი აკვარელის პერსონაჟები გაართობს ბავშვს გაღვიძების შემდეგ. სხვათა შორის, საბნის პირი ორმხრივია და კარგად არის შერწყმული როგორც ბალიშის პირთან, ასევე ზეწართან.
ორიგინალური დიზაინისა და დელიკატური ბუნებრივი პრემიუმ სატინის TC300 წყალობით, მოდელს ყველა შანსი აქვს გახდეს თქვენი თეთრეულის კომპლექტი. ქსოვილის ხარისხი და ნახატის სპეციალური წესით დატანვა კომპლექტს ახლის იერს სძენს მრავალი რეცხვის შემდეგაც კი. სატინი რჩება რბილი და გლუვი დიდი ხნის განმავლობაში. ამიტომაც ამ თეთრეულში გახვეული ძილი ასეთი სასიამოვნოა.
შევეცადეთ კომპლექტი არა მხოლოდ ლამაზი, არამედ პრაქტიკულიც გაგვეკეთებინა. საბნის პირი ელვა შესაკრავით არის, რაც აადვილებს ის მოვლას. შეკერვის ხარისხი უზრუნველყოფს კომპლექტის ხანგრძლივ მომსახურებას, ხოლო სასაჩუქრე შეფუთვა გამოგადგებათ, თუ გადაწყვეტთ საჩუქრად შეძენას.
ზეწარი რეზინზე 160x80 სმ
ბალიშის პირი 70x50 სმ
საბნის პირი ელვა შესაკრავით 163x123 სმ
მახასიათებლები:
SATEEN PREMIUM 100% ბამბა: მდიდრული სატინა აბრეშუმის ეფექტით. ეს არის ყველაზე ძვირადღირებული ბამბის სახეობა, მისი განსხვავება გრძელ და თხელ ძფებშია. ამ ქსოვილისგან დამზადებული თეთრეული უფრო ნაზი და ბზინვარეა. მასთან ყოველი შეხება განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებს, არ იკუმშება და არ წარმოქმნის კოჭებს. ყოველი გარეცხვის შემდეგ ის კიდევ უფრო რბილი და სასიამოვნო ხდება.
ქსოვილის გამძლე ფერი: შეღებვის სპეციალური მეთოდი ფერებს თითოეულ ძაფთან აკავშირებს, რაც უზრუნველყოფს ცოცხალი ფერების დიდხანს შენარჩუნებას.
ზეწარი რეზინზე: ეს უკვე დიდი ხანია სტანდარტია. მისი გადაკვრა და მოხსნა ძალიან ადვილია. ის იჭმუჭნება ძილის დროს მაშინაც კი, თუ ბავშვი ბევრს ტრიალებს, რითაც უფრო მეტ კომფორტს უქმნის მას.
ვარიაციები
მიმოხილვები
მიმოხილვები ვერ მოიძებნა