პლედები, საბნები და ბალიშები

ეძებთ საბავშვო საბანს, ბალიშს ახალშობილისთვის ან უნივერსალურ პლედს ყველა სიტუაციისთვის? ჩვენს მაღაზიაში ნახავთ ყველაფერს, რაც გჭირდებათ. შესანიშნავი თვისებების წყალობით, Soft Cotton -გან დამზადებული საბავშვო პლედები, საბნები და ბალიშები ევკალიპტის ბოჭკოების შიგთავსით სულ უფრო პოპულარული ხდება მშობლებში, რომლებიც ზრუნავენ ჩვილების კომფორტზე და ჯანმრთელობაზე.



სირბილე და კომფორტი: Soft Cotton -გან დამზადებული ბავშვთა პლედები წარმოუდგენლად ნაზი და რბილია, რაც თქვენს პატარას განსაკუთრებულ კომფორტს შეუქმნის. რბილი ბამბა და ევკალიპტი იდეალურია ბავშვის ნაზი კანისთვის, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს ძილისა და დასვენების დროს.


ჰიპოალერგიული და ანტიბაქტერიული თვისებები: ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც Soft Cotton -ის ბავშვის საბნების იდეალურ მასალად აქცევს, არის მათი ჰიპოალერგიულობა. ორგანული ბამბა იშვიათად იწვევს ალერგიულ რეაქციებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მგრძნობიარე კანის ან ალერგიისადმი მიდრეკილი ბავშვებისთვის, ხოლო ევკალიპტის ბოჭკოს გააჩნია ბუნებრივი ანტიბაქტერიული თვისებები, რაც ხელს უშლის ბაქტერიების და მტვრის ტკიპების გამრავლებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვილებისთვის ჰიგიენისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.


ვენტილაცია და თერმორეგულაცია: Soft Cotton და ევკალიპტის ბოჭკოსგან დამზადებული პლედები, საბნები და ბალიშები გამოირჩევა შესანიშნავი ვენტილაციით, რაც ბავშვის ნაზ კანს „სუნთქვის“ საშუალებას აძლევს. ეს ხელს უწყობს ოპტიმალური ტემპერატურული პირობების შენარჩუნებას, დაეხმარება პატარას გადახურების და ჰიპოთერმიის თავიდან აცილებაში წლის ნებისმიერ დროს.


სიმკვრივე, გამძლეობა და ეკოლოგიურობა: Soft Cotton -გან დამზადებული ბავშვის პლედი და საბანი ცნობილია თავისი სიმკვრივითა და გამძლეობით, უძლებს მრავალჯერად რეცხვას და ინარჩუნებს სირბილეს და ფორმას. ევკალიპტის წარმოებას აქვს მინიმალური ზეგავლენა გარემოზე. ევკალიპტის ბოჭკო არის ბიოდეგრადირებადი მასალა და წარმოებულია ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც მას იდეალურს ხდის მზრუნველი მშობლებისთვის.


მარტივი მოვლა: რბილი ბამბისგან დამზადებული პლედები და  საბნები ადვილად ირეცხება და სწრაფად შრება, რაც მათ მოვლას ძალიან მარტივს ხდის. ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია მშობლებისთვის, რომლებსაც სურთ ნაკლები მეტი დრო დაუთმონ შვილთან ურთიერთობას.


არჩევანის მრავალფეროვნება: ჩვენი მაღაზია გთავაზობთ ბავშვის პლედების ფართო არჩევანს, სხვა და სხვა ფერებსა და დიზაინებში. ნაზი ნახატები და პასტელური ფერები აუცილებლად მოეწონებათ როგორც მშობლებს, ასევე პატარებს.



ევკალიპტის ბოჭკოსა და Soft Cotton -გან დამზადებული საბნები და ბალიშები კომფორტის, უსაფრთხოებისა და ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნვის იდეალური კომბინაციაა. ასეთი პროდუქციის არჩევით თქვენ უზრუნველვყოფთ თქვენი შვილის მშვიდ და ჯანსაღ ძილს, უქმნით ოპტიმალურ პირობებს მისი ზრდისა და განვითარებისთვის.

კატეგორია პლედები, საბნები და ბალიშები
ფასი

 – 

  • 85
  • 225
ბრენდი
    • გახადეთ ცხოვრება ოცნებად, ხოლო ოცნება რეალობად! 

      სათამაშოების სამყაროთი გატაცებული, რომელშიც ის გაიზარდა, ალენ ჯოლიმ მეგობართან ერთად გადაწყვიტა რევოლუცია მოეხდინა ამ სექტორში და დაეარსებინა Doudou et Compagnie. მათ იცოდნენ, როგორ შეეკრიბათ თავის გარშემო ისეთივე ნიჭიერი ადამიანები, როგორც თვითონ არიან, მათ შორის კეთილი ფერია ზორა, სტილისტი და გუნდის "დედა".

      შემოქმედება, ემოცია და გაოცება, ეს არის Doudou et Compagnie ბრენდის მამოძრავებელი ძალა. ესკიზიდან დაწყებული დიზაინერების გუნდი ფიქრობს მოდელების შექმნაზე მდგრადი, გამძლე და მოდური მასალების საფუძველზე. ეს ელემენტები ხელს უწყობს ტრადიციული ფრანგულ ნოუ-ჰაუს, რომელიც აღიარებულია მთელ მსოფლიოში მისი ხარისხით, უსაფრთხოებით და ინოვაციებით.

      Doudou et Compagnie არასოდეს წყვეტს ბავშვების კეთილდღეობაზე, მათ განვითარებასა და გამოღვიძებაზე ფიქრს. ჩვენი კოლექცია შედგება განსავითარებელი ხაზისგან, რათა გააღვიძოს ბავშვი და დაამშვიდოს ის სრულწლოვანებამდე!

      Doudou მნიშვნელოვანია, ის შთანთქავს ბავშვის, მისი სახლის სურნელს და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მის ყოველდღიურ ცხოვრებაში. თანამგზავრი, დასაყრდენი, ის გახდება ოჯახის ნამდვილი წევრი, რომელსაც ბავშვს შეუძლება დაეყრდნოს მშობლებთან განშორების დროს, ღამით ან თუნდაც სიწყნარეში. სწორედ ამიტომ Doudou et Compagnie -მ შექმნა ხარისხიანი და უსაფრთხო სათამაშოების ფართო სპექტრი, რომელიც ვითარდება მის ფეხ და ფეხ, საჭიროებების შესაბამისად.

      ლამაზ სასაჩუქრე ყუთში წარმოდგენილი ჩვენი Doudou გააოცებს თქვენს პატარებს თავისი სირბილით, ტექსტურების სიმდიდრით და თბილი გრძნობების გაღვიძების უნარით.

      სრულად ნაკლები
    • საწოლის თეთრეულის არჩევისას ჩვენ ვეძებთ მხოლოდ საუკეთესოს - ყველაფერში, ყველა დეტალში. ჩვენ გვინდა, რომ ბავშვი გარშემორტყმული იყოს სინაზით, მზრუნველობით, სიყვარულით. შექმენით მყუდრო ატმოსფერო, რომელიც ღამე სასიამოვნო სიზმრებს მოიტანს, დილა კი მხიარულ აღმოჩენებს.

      15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ბრენდი Perina ასრულებს ამ სურვილებს ექსკლუზიურ ბავშვთა კომპლექტებში, რომლებიც აერთიანებენ განსაკუთრებულ დიზაინს, კომფორტს და უმაღლეს ხარისხს.

      საბავშვო თეთრეული Perina - ეს არის უნაკლო შეკერვა და დეტალებში გააზრებული დიზაინი. Perina მხოლოდ პრემიუმ ხარისხის ორგანულ ქსოვილებს იყენებს, დახვეწილ და გამძლე უმაღლესი ხარისხის ეგვიპტურ სატინს TC300 აბრეშუმის ეფექტით. დახვეწილი ბზინვარება და განსაკუთრებული სირბილე - ეს სატინის მხოლოდ ზოგიერთი თვისებაა, ხოლო რეაქტიული შეღებვის მეთოდი იძლევა საშუალებას შეინარჩუნოთ ფერის სიკაშკაშე 500 -დე რეცხვის შემდეგაც კი.
      პერინა არის ზღაპრული პრინტები და აპლიკაციები, აბრეშუმის ლენტები და ტექსტურირებული ნაქარგები. მეგობრული პერსონაჟები ბავშვს დღის განმავლობაში კარგ განწყობას შეუქმნიან, სატინის სინაზე კი ყოველი შეხებისას სასიამოვნო შეგრძნებას მოგანიჭებთ. ელეგანტური დიზაინი გარდაქმნის ბავშვის საძინებელს, შემოაქვს განსაკუთრებული, ჯადოსნური ატმოსფერო.

      Perina არის კომფორტი და პრაქტიკულობა, რომელსაც მშობლები აუცილებლად დააფასებენ. მოსახსნელი ელემენტები ელვა შესაკრავებით, ზეწრები რეზინზე, რეცხვადი ბამპერები, კომპლექტის მოვლას მარტივს და მოსახერხებელს გახდის. ყველა დეტალზეა ნაფიქრი, რათა არაფერმა შეგიქმნათ დისკომფორტი თქვენ და თქვენ პატარას. ლამაზი შეფუთვა კი ჩვენ კომპლექტებს შესანიშნავ საჩუქრად აქცევს.

      თქვენ ბავშვს ცხოვრებაში უამრავი თავგადასავალი, საინტერესო წიგნები, საყვარელი სათამაშოები ექნება, მაგრამ ეს ყველაფერი წინ არის. ახლა კი მისი სამყარო მისი საწოლია, და Perina -ს თეთრეული.

      სრულად ნაკლები
კოლექცია
ზომა
პრინტი
ფერი
ქვეყანა
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
121 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
121 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
121 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
121 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
121 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
91 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
91 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
91 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
85 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
85 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
115 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
135 
1 2
მეტის ნახვა

სასარგებლო სტატიები

ჩვენი ბლოგი არის ცოდნის ბაზა ორსული ქალებისა და ახალგაზრდა დედების დასახმარებლად.
ჩვენ გვსურს გაგრძნობინოთ ზრუნვა თქვენზე და თქვენ პატარებზე.
ლაბებე გთავაზობთ ერთ სივრცეში თავმოყრილ საბავშვო პროდუქციას, ადგილზე მიწოდებისა და, ავეჯის შეძენის შემთხვევაში, აწყობის სერვისებს. ასე რომ, თქვენზე მორგებული შოპინგის გამოცდილების შექმნის დროა.
ბავშვებმა კითხვით თავისი წილი სიამოვნება უნდა მიიღონ და არცერთ შემთხვევაში არ უნდა დაისტრესონ და კითხვა სავალდებულო აქტივობად ჩათვალონ.