საბავშვო საწოლისთვის თეთრეულის არჩევისას ჩვენ ვეძებთ მხოლოდ საუკეთესოს - ყველაფერში, ყველა დეტალში. გვსურს, რომ ბავშვი გარშემორტყმული იყოს სინაზით, მზრუნველობითა და სიყვარულით. ჩვენს მაღაზიაში აღმოაჩენთ ბავშვის თეთრეულის კომპლექტების ფართო არჩევანს, ულამაზეს დიზაინებსა და ფერებში.
ბავშვობის პირველი წლები ყველაზე განსაკუთრებულია არა მხოლოდ მშობლებისთვის, არამედ პატარებისთვისაც. ეს ის დროა, როდესაც ჩვენი შვილები ყოველდღიურ ცხოვრებას სწავლობენ. და რა შეიძლება იყოს უკეთესი, ვიდრე სუფთა, კომფორტული და უსაფრთხო გარემო, რომელშიც მათი პირველი ნაბიჯები, პირველი სიტყვები და პირველი ემოციები ყალიბდება? სწორედ ამიტომ ბავშვის თეთრეული, რომელიც არა მხოლოდ თანამედროვე და ლამაზია, არამედ უმაღლესი ხარისხისაა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია ბავშვის ოთახში ავეჯის შემდეგ.
ეგვიპტური სატინისგან დამზადებული საბავშვო თეთრეული იდეალური არჩევანია, ის აერთიანებს კომფორტს, ხარისხსა და ესთეტიკას. Sateen Premium დამზადებულია 100% ბამბისგან, არის რბილი, გამძლე და ჰიპოალერგიული, რაც მას უსაფრთხოს და განსაკუთრებით სასიამოვნოს ხდის ბავშვის ნაზი კანისთვის. ჩვენთან შეგიძლიათ აარჩიოთ მოდელები პასტელურ ფერებში, ერთ ტონალობაში ან საყვარელი ზღაპრული გმირების ფერადი ნახატებით, რომლებიც აუცილებლად მოეწონება თქვენ პატარას.
რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი საბავშვო თეთრეული?
რას აღმოაჩენთ ლაბებეს საბავშვო თეთრეულის კატეგორიაში?
ჩვენი თეთრეულის კომპლექტები შექმნილია ისე, რომ თქვენ პატარას ყოველთვის კომფორტულად და მშვიდად ეძინოს. თითოეული კომპლექტი მოიცავს საბნის პირს, ზეწარს, ბალიშის პირს, ბამპერებსა და საბანს. ყოველი საბავშვო თეთრეულის ნაკრები ინდივიდუალურია და განკუთვნილია სხვადასხვა ასაკისა და საჭიროების ბავშვებისთვის.
ჩვენი ღუნღულა პლედები და საბნები მსუბუქია, მაგრამ ეფექტურად ათბობს ყველაზე ძვირფას ადამიანებს, ამიტომ იდეალურია როგორც ახალშობილებისთვის, ისე პატარა ბავშვებისთვის. ასორტიმენტში არსებული საბავშვო პლედებისა და საბნების ნაწილი ორმხრივია, რაც მათ დამატებით უპირატესობას ანიჭებს.
რაც შეეხება საბავშვო ბალიშს, დამზადებულია პოლიეფირული შემავსებლითა და ევკალიპტის ბოჭკოთი, რაც მათ განსაკუთრებულ სინაზეს სძენს და მარტივად არ კარგავს თავის ფორმას.
ბავშვის მუსლინის საფენები მზადდება მხოლოდ ბუნებრივი და რბილი მუსლინისგან, ისინი პატარას კანისთვის ძალზე ნაზი და სასიამოვნოა. საფენების გამოყენება შეგიძლიათ სხვადასხვანაირად, მაგალითად, როგორც გადასაფარებელი პლედი ცივ ამინდში.
საბავშვო პირსახოცები გამოირჩევა რბილი ქსოვილივითა და შესანიშნავი ხარისხით, რაც ბავშვს აბაზანის მიღების შემდეგ აუცილებლად სჭირდება, რათა კანი არ გაუღიზიანდეს ან არ შესცივდეს.
საწოლის ფარდები უზრუნველყოფს განსაკუთრებულ სიმყუდროვეს, სათანადო განათებას და მტვრის ნაწილაკებისგან და მწერებისგან დაცვას. ლაბებეს ასორტიმენტში დაგხვდებათ ფარდების მრავალფეროვანი არჩევანი.
საწოლის დამცავი ბამპერები იცავს ბავშვს მოაჯირებზე უნებლიე დარტყმისგან, ორპირისგან და უზრუნველყოფს მის იდეალურ უსაფრთხოებას.
ბუდეები და კონვერტები შექმნილია ახალშობილების კომფორტისათვის და იდეალური არჩევანია იმისთვის, რომ მასში გახვეული პატარა სამშობიაროდან გამოიყვანოთ. ლაბებეს საბავშვო ბუდეები დამზადებულია ბუნებრივი მასალებისგან და დამატებით გააჩნია ორთოპედიული ლეიბი.
საუკეთესო ბრენდები თქვენი ბავშვისთვის
Perina - ბრენდი სპეციალიზებულია ბავშვთა უმაღლესი ხარისხის თეთრეულის წარმოებაზე. კომპანიის თეთრეული უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტსა და უსაფრთხოებას, რაც მათ მშობლების საყვარელ არჩევანად აქცევს. Perina ასრულებს მშობლების ყველა სურვილს ექსკლუზიურ საბავშვო თეთრეულის კომპლექტებში, რომლებშიც გაერთიანებულია ექსკლუზიური დიზაინი და უმაღლესი ხარისხსი. მოსახსნელი ელემენტები ელვა შესაკრავებით, ზეწრები რეზინზე და დამცავი ბამპერები მოსახსნელი და რეცხვადი ზედაპირებით თეთრეულის მოვლას მარტივს და მოსახერხებელს ხდის. ყველა დეტალი ისეა გააზრებული, რომ არაფერმა შეგიქმნათ დისკომფორტი თქვენ და თქვენს პატარას. ლამაზი შეფუთვა კი შესანიშნავ საჩუქრად აქცევს მათ.
Doudou et Compagnie - ცნობილი ფრანგული ბრენდი ქმნის საბავშვო თეთრეულს და აქსესუარებს, რომლებიც ავითარებს ბავშვების წარმოსახვასა და ემოციებს.
რატომ უნდა აირჩიოთ ლაბებე?
Labebe Boutique ყურადღებას აქცევს არა მხოლოდ საბავშვო პროდუქციის ხარისხს, არამედ სრულყოფილ მომსახურებას, რათა თქვენ და თქვენს პატარას ყოველთვის გაგრძნობინოთ თავი კომფორტულად და დაცულად. თითოეული პროდუქტი, რომელიც წარმოდგენილია ჩვენს მაღაზიაში, სრულიად პასუხობს უმაღლეს სტანდარტებს და უსაფრთხოების ყველა მოთხოვნას.