4moms mamaRoo5 infant seat Grey - მუსიკალური ელექტრო საქანელა
Please sign in so that we can notify you about a reply
მახასიათებლები
აღწერა
mamaRoo5 New - არის ერთადერთი ელექტრონული საქანელა, რომელიც თქვენს პატარას ისევე ნაზად არწევს, როგორც ამას მშობლები აკეთებენ. მშობლების მზრუნველობით შთაგონებული, 4moms საქანელას მოძრაობები ზუსტად იმეორებს თქვენ ბუნებრივ მოძრაობებს და ბავშვი მასში ისევე კარგად და კომფორტულად გრძნობს თავს, როგორც თქვენ მკლავებში.
mamaRoo5 New - საშუალებას გაძლევთ გაითავისუფლოთ ხელები, ხოლო დრო არანაკლებ მნიშვნელოვანი საქმეების გასაკეთებლად გამოიყენოთ, ხოლო ბავშვი თავისას მიხედავს - დააკვირდება და ისწავლის მის გარშემო სამყაროს.
ხუთი მოძრაობის, ხუთი სიჩქარისა და ოთხი ხმის შერწყმის შესაძლებლობით, ყოველთვის შეგიძლიათ იპოვოთ კომბინაცია, რომელიც მოეწონება თქვენს პატარას, მიუხედავად მისი განწყობისა. ახალი Find Your Roo™ ფუნქცია 4moms აპლიკაციაში გეხმარებათ იპოვოთ ზუსტი კომბინაცია, რომელიც ყველაზე მეტად წააგავს თქვენს ჩვეულ მოძრაობებს, რაც გაადვილებს ბავშვის ხელებიდან საქანელაზე გადაყვანას.
და თუ ჭკვიანი სახლის ფუნქცია გიყენიათ, Bluetooth და ხმოვანი კონტროლის თავსებადობა საშუალებას მოგცემთ დააინტეგრიროთ თქვენი MamaRoo ჭკვიანი სახლის სისტემაში.
მოერგეთ თქვენი შვილის საჭიროებებს
• კომფორტული სავარძელი რეგულირებადი დახრით, შემუშავებული პედიატრებთან ერთად.
• 5 მოძრაობა, რომელიც იმეორებს მშობლის ხელების მოძრაობას
• 5 სიჩქარე
• სიახლე! Find Your Roo™ ფუნქცია - ექსკლუზიურად 4moms -თვის
• აირჩიეთ მოძრაობისა და სიჩქარის კომბინაცია, რომელიც ზუსტად გაიმეორებს თქვენ ბუნებრივ მოძრაობებს.
• სიახლე! განახლებული mamaRoo ფლეილისტი იავნანებით შეივსო
• სიახლე! 3-წერტილოვანი ღვედი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გადაკეთდეს 5 -წერტილოვანში
• მობილური, ინტერაქტიული ორმხრივი სათამაშოებით - საჩქარუნოთი, სარკით და შრიალა ელემენტებით
• სიახლე! ტაიმერი საშუალებას მოგცემთ აირჩიოთ საქანელას მუშაობის საჭირო დრო და არ ინერვიულოთ, რომ საქმეში მისი გამორთვა დაგავიწყდათ
• სიახლე! ორმხრივი ჩანართები ახალშობილებისთვის (იყიდება ცალკე) ხელმისაწვდომია 2 ტიპის ქსოვილში (პლუში და სუნთქვადი 3D ნაჭერი) და 4 ფერში
• ჭკვიანური დაკავშირება
• Wi-Fi ინტეგრაცია ჭკვიან სახლთან
• Bluetooth კონტროლი: ჩართეთ ბავშვის საყვარელი მუსიკა და დაარეგულირეთ მოძრაობები, სიჩქარე და ხმა 4moms აპლიკაციის მეშვეობით.
• სიახლე! Bluetooth - დიდი ხნის ნანატრი ფუნქციაა! ახლა თქვენ შეგიძლიათ ჩართოთ თქვენი ბავშვის საყვარელი მუსიკა ან სხვადასხვა იავნანა თქვენი სმარტფონის მუსიკალური ფლეილისტიდან.
ტექნიკური მახასიათებლები
• სენსორული ღილაკები
• ღილაკების ბლოკირების ფუნქცია
• მუშაობს კვების ბლოკის მეშვეობით
• მარტივი აწყობა ხელსაწყოების გარეშე
ზომები
• 66,67 x 59,7 x 90,17 სმ
• წონა: 6.8 კგ
ასაკობრივი და წონის შეზღუდვები
• MamaRoo5 ბავშვის საქანელა განკუთვნილია გამოსაყენებლად მანამ, სანამ თქვენი ბავშვი არ მიაღწევს 9,3 კგ წონას
• ყოველთვის გამოიყენეთ უსაფრთხოების ღვედები. დაარეგულირეთ ისინი მყუდრო მორგებისთვის და ამოვარდნისაგან საიმედო დაცვისთვის. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ 3-წერტილოვანი ღვედი გადააქციოთ 5-წერტილოვნად და პირიქით.
• საჭიროა გადახვიდეთ 5-წერტილოვან ღვედებზე, როდესაც ბავშვს შეეძლება დახმარების გარეშე დაჯდომა. უსაფრთხოება 4moms -ის მთავარი პრიორიტეტია. ეს პროდუქტი არ არის განკუთვნილი ან რეკომენდირებული ხანგრძლივი ძილისთვის. თუ პატარას საქანელაში ჩაეძინება, ეცადეთ, რაც შეიძლება მალე გადაიყვანოთ დასაძინებლად განკუთვნილ ბრტყელ ზედაპირზე - საწოლში ან აკვანში.
ქსოვილის მოვლა
• ჩასაფენო ადვილად იხსნება და შესაძლებელია მისი სარეცხ მანქანაში გარეცხვა.
ვარიაციები
მიმოხილვები
მიმოხილვები ვერ მოიძებნა