Plitex Eco Life - საბავშვო ორთოპედიული და ანატომიური უზამბარო მატრასი
Please sign in so that we can notify you about a reply
მახასიათებლები
- ანატომიური ლატექსი
- ლატექსირებული ქოქოსის ბოჭკო
- დატკეპილი სინტეპონი (Airotek)
- შალითა ელვა შესაკრავზე (Knit)
- ჰიპოალერგიული შემავსებელი (Hollcon Plus)
აღწერა
ორმხრივი ორთოპედიული საბავშვო მატრასი მაღალი ხარისხის ჰოლკონის ბლოკით - თანამედროვე ხელოვნური შემავსებელი, რომელსაც გააჩნია უნარი მომენტალურად აღადგინოს ფორმა მასზე ნებისმიერი დაწოლის შემდეგ. ამავდროულად, ჰოლკონი არის ტენიანობისადმი მდგრადი და ადვილად ვენტილირებადი მასალა, რომელიც არ გამოყოფს რაიმე სახის ქიმიურ ნაერთებს, არ იწვევს ალერგიას და არ შთანთქავს ტენიანობას და სუნს.
ბუნებრივი შემავსებლები ორივე მხრიდან - ქოქოსის ბოჭკო და ნატურალური ლატექსი - მხოლოდ აძლიერებს მატრასის სასარგებლო თვისებებს. ქოქოსისგან დამზადებული მხარე უფრო ხისტია, რეკომენდებულია ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის ასაკამდე. ლატექსის მხარე უფრო რბილი და კომფორტულია, ადვილად იღებს სხეულის ფორმას, ამ მხარეს ექიმები გვირჩევენ ბავშვის დაწვენას ერთი წლის შემდეგ, ბავშვის ხერხემლის შემდგომი სწორი განვითარებისთვის.
Airotek უქსოვი სინთეპონი ინარჩუნებს სითბოს დიდი ხნის განმავლობაში და მატებს მატრასს სირბილეს. კიდევ ერთი დადებითი ის არის, რომ Airotek არ შთანთქავს წყალს და სწრაფად შრება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბავშვო მატრასისთვის.
მატრასის შალითა არის ნაქსოვი და შეხებით ძალიან სასიამოვნო ქსოვილისგან. ეს არის მნიშვნელოვანი პირობა, რომელსაც გირჩევთ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ მატრასის შეძენისას. მოსახსნელი შალითა გაამარტივებს მატრასის მოვლას და საშუალებას მოგცემთ დარწმუნდეთ, რომ შემავსებლები შეესაბამებამება განცხადებულ ხარისხს.
რეკომენდებული ასაკი: 0-დან 3-4 წლამდე ბავშვებისთვის.