Plitex Eco Lat - საბავშვო ორთოპედიული და ანატომიური უზამბარო მატრასი
Please sign in so that we can notify you about a reply
მახასიათებლები
- 3D ბადე
- ანატომიური ლატექსი
- ლატექსირებული ქოქოსის ბოჭკო
- დატკეპილი სინტეპონი (Airotek)
- შალითა ელვა შესაკრავზე (StressFree)
- მაღალელასტიური ქაფი (Airoflex)
აღწერა
ორმხრივი ორთოპედიული საბავშვო მატრასი მაღალი ხარისხის Airoflex-Cotton ბლოკით - თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა და ელასტიური შემავსებელი, რომელსაც გააჩნია უნარი მომენტალურად აღადგინოს ფორმა მასზე ნებისმიერი დაწოლის შემდეგ.
ბუნებრივი შემავსებლები ორივე მხრიდან - ქოქოსის ბოჭკო და ნატურალური ლატექსია. ქოქოსისგან დამზადებული მხარე უფრო ხისტია, რეკომენდებულია ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის ასაკამდე. ლატექსის მხარე უფრო რბილი და კომფორტულია, ადვილად იღებს სხეულის ფორმას, ამ მხარეს ექიმები გვირჩევენ ბავშვის დაწვენას ერთი წლის შემდეგ, ბავშვის ხერხემლის შემდგომი სწორი განვითარებისთვის.
მატრასის შალითა შეკერილია ორფენიანი Stress Free 100% უმაღლესი ხარისხის ბამბისგან, ქვედა ფენა არის ფოროვანი, სუნთქვადი. ქსოვილს გააჩნია ანტისტატიკური თვისებები, რომელიც ნარჩუნდება გარეცხვის შემდეგ.
Airotek უქსოვი სინთეპონი ინარჩუნებს სითბოს დიდი ხნის განმავლობაში და მატებს მატრასს სირბილეს. კიდევ ერთი დადებითი ის არის, რომ Airotek არ შთანთქავს წყალს და სწრაფად შრება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბავშვო მატრასისთვის.
რეკომენდებული ასაკი: 0-დან 3-4 წლამდე ბავშვებისთვის.