Plitex Comfort Elite - საბავშვო ორთოპედიული და ანატომიური უზამბარო მატრასი
Please sign in so that we can notify you about a reply
მახასიათებლები
- ანატომიური ლატექსი
- ლატექსირებული ქოქოსის ბოჭკო
- დატკეპილი სინტეპონი (Airotek)
- შალითა ელვა შესაკრავზე (StressFree)
აღწერა
პრემიუმ ხარისხის ორმხრივი ორთოპედიული და ანატომიური სასბავშვო ლეიბი ბუნებრივი შემავსებლისგან - ქოქოსის ბოჭკოსა და ლატექსის საფუძველზე.
ბუნებამ ეს მასალები სწორედ იმ თვისებებით დააჯილდოვა, რაც ბავშვთა ლეიბების იდეალურ შემავსებლებს უნდა ჰქონდეთ. როგორც ლატექსი, ასევე ქოქოსი შესანიშნავად სუნთქავს, არ ეშინია მიკრობებისა და ბაქტერიების, არ იწვევს ალერგიას და არ კარგავს ელასტიურობას ხანგრძლივი გამოყენების შემდგომაც კი.
ბუნებრივი ლატექსით შეკრული ქოქოსის ბოჭკო აღიარებულია საბავშვო ლეიბების ერთ-ერთ საუკეთესო შემავსებლად, გარდა ამისა, მისი მოვლა ძალიან მარტივია. ორთოპედები 1 წლამდე ახალშობილების ქოქოსის მხარეს მოთავსებას გვირჩევენ. მყარი ქოქოსი "პასუხისმგებელია" ბავშვის განვითარებადი ხერხემლის საიმედო, იდეალურად სწორ მდგომარეობაში დაჭერაზე. ერთი წლის შემდეგ, როდესაც ბავშვის ძვლები და ხერხემალი გაძლიერდება და ჩვეული ფორმების მიღებას იწყებს, ლეიბი უნდა გადაბრუნდეს ანატომიური ლატექსისგან დამზადებულ რბილ მხარეს.
ინოვაციური Stress Free ქსოვილი, რომლისგანაც მზადდება ლეიბის შალითა, სასარგებლო გავლენას ახდენს ძილზე, რადგან ის არ იგროვებს სტატიკურ მუხტს, რითაც ამშვიდებს ბავშვის ნერვულ სისტემას. შალითის მოხსნა შესაძლებელია გასარეცხად რა დროსაც შესაძლებელია მატრასის შიგთავსის განიავება.
მოხერხებულობისთვის და სიმტკიცის შესანარჩუნებლად მატრასის ფენები ერთმანეთზეა დამაგრებული. მნიშვნელოვანია: ფენები შეკრულია სპეციალური ეკოლოგიურად სუფთა შემადგენლობით Simalfa (შვეიცარია). შემადგენლობა დაფუძნებულია წყლის ბაზაზე, არ გააჩნია სუნი, უსაფრთხოა ახალშობილებისთვის და გააჩნია ხარისხის და უსაფრთხოების ყველა საჭირო სერტიფიკატი.
ასაკობრივი რეკომენდაცია: 0-დან 5 წლამდე
ვარიაციები
მიმოხილვები
მიმოხილვები ვერ მოიძებნა