Plitex Bamboo Nature - საბავშვო ორთოპედიული და ანატომიური უზამბარო მატრასი
Please sign in so that we can notify you about a reply
მახასიათებლები
- 3D ბადე
- ანატომიური ლატექსი
- ლატექსირებული ქოქოსის ბოჭკო
- დატკეპილი სინტეპონი (Airotek)
- შალითა ელვა შესაკრავზე (Bamboo)
- ჰიპოალერგიული შემავსებელი (Bamboo Fibre)
აღწერა
პრემიუმ ხარისხის საბავშვო უზამბარო ორმხრივი მატრასი, სხვადასხვა სიმკვრივის ზედაპირით. ბუნებრივი ქოქოსის და ლატექსის ფენების მონაცვლეობა მატრას ელასტიურს, ზომიერად ხისტს, ანატომიურს და კომფორტულს ხდის. ორივე მასალა ბუნებრივია, გააჩნია შესანიშნავი ბაქტერიციდული და მსუნთქავი თვისებები.
ექიმი-ორთოპედები ერთ წლამდე ბავშვებს ურჩევენ მყარ ორთოპედიულ ზედაპირს, რაც უზრუნველყოფს ხერხემლის სწორ ფორმირებას. ქოქოსის ბოჭკო შესანიშნავად ასრულებს ამ ამოცანას. ერთი წლის ზემოთ ბავშვებისთვის რეკომენდებულია უფრო რბილი მხარე, ანატომიური ლატექსით, რომელიც ადვილად ერგება სხეულის ფორმას.
შეხებისას სასიამოვნო, რბილი და დელიკატური შალითა, დამზადებული მაღალი ხარისხის 100% ნატურალური ბამბუკის ქსოვილისაგან, გამოირჩევა ანტიბაქტერიული თვისებებით და შესანიშნავი თერმო რეგულირებით.
რეკომენდირებულია 0-დან 3 წლამდე ბავშვებისთვის.