Doona i Sahara Sand - საბავშვო ეტლი და ავტომანქანის სავარძელი

4895231707103
კითხვები
4895231707103
1,850 
გაყიდვაშია

Doona i არის სრულად ინტეგრირებული სამგზავრო სისტემა, რომელიც საშუალებას გაძლევთ წამებში გადახვიდეთ მანქანის სავარძლიდან ეტლზე. ჩაშენებული რეგულირებადი ღვედის და თავსადების წყალობით Doona i აკმაყოფილებს ევროპის i-Size (R-129) უსაფრთხოების სტანდარტებს

მახასიათებლები

ბრენდი:
Doona
კოლექცია:
Doona i
მასალა:
  • ალუმინის ჩარჩო
  • უმაღლესი ხარისხის ტექსტილი
  • არ შეიცავს BPA
მახასიათებლები:
  • Isofix (ბაზის შეძენის შემთხვევაში)
  • სამაგრი: ავტომობილის ღვედით
  • წონა: 7.8 კგ
ტიპი:
სასეირნო ეტლები
ფერი:
Sahara Sand
ქვეყანა:
აშშ
ასაკი:
0 +

აღწერა

Doona i არის სრულად ინტეგრირებული სამგზავრო სისტემა, რომელიც საშუალებას გაძლევთ წამებში გადახვიდეთ მანქანის სავარძლიდან ეტლზე. ჩაშენებული რეგულირებადი ღვედის და თავსადების წყალობით Doona i აკმაყოფილებს ევროპის i-Size (R-129) უსაფრთხოების სტანდარტებს. დახვეწილი დიზაინი საშუალებას გაძლევთ მარტივად იმოძრაოთ პატარასთან ერთად, იქნება ეს მანქანაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში თუ ქალაქში სეირნობისას. რევოლუციური მანქანის სავარძელი და ეტლი უზრუნველყოფს უსაფრთხო და პრაქტიკულ გადაწყვეტას მშობლებისთვის, რომლებიც ხშირად მოგზაურობენ.

Doona i მოყვება Doona SIP დანამატი, რომელიც უზრუნველყოფს გაძლიერებულ დაცვას გვერდითი ზემოქმედებისგან.

  • რეგულირებადი თავსადები
  • ინტეგრირებული უსაფრთხოების ღვედი
  • მარტივად მოხსნადი საბურავები
  • სახეული ხელოვნური ტყავისგან
  • 5 წერტილოვანი უსაფრთხოების ღვედი
  • მოხსნადი და რეცხვადი შალითა
  • უსაფრთხოების და ხარისხის უმაღლესი სტანდარტები
  • ბავშვისთვის უსაფრთხო მასალები
  • გამოიყენება მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით
  • რეგულირებადი სახელური იცავს სავარძელს გადაბრუნებისგან
  • თავსებადია Isofix ბაზასთან
  • TUV და FAA დაშვებულია თვითმფრინავით მგზავრობისთვის
  • 2 წლიანი მწარმოებლის გარანტია

კომპლექტაცია

  • ნაჭრის ჩანართი
  • მანქანის სავარძლის დამცავი
  • Doona SIP (გვერდითა ზემოქმედებისგან დაცვა)

ECE R129/i-Size არის ევროპის უახლესი და ყველაზე მოწინავე უსაფრთხოების სტანდარტი მანქანის სავარძლებისთვის. ეს სტანდარტი უზრუნველყოფს ოპტიმალურ თავსებადობას სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებთან, ადგენს საიმედო კრიტერიუმებს გვერდითი შეჯახების დაცვისთვის და ახანგრძლივებს გამოყენების პერიოდს მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით.

რეგულირებადი თავსადები და უსაფრთხოების ღვედები

ჩაშენებული თავსადები ადვილად ადაპტირდება ბავშვის სიმაღლეზე. ინტეგრირებული 5-წერტილოვანი ღვედი უერთდება თავსადებს, რაც იძლევა საშუალებას ადვილად დაარეგულიროთ სავარძელი სიმაღლეში და ამცირებს არასწორი გამოყენების რისკს.

გაუმჯობესებული დაცვა გვერდითა ზემოქმედებისგან

ორმაგი კედლების ინოვაციური დიზაინის გარდა, Doona i გააჩნია Doona SIP დანამატი (გვერდითი ზემოქმედებისგან დაცვა), რომელიც უზრუნველყოფს ბავშვის დამატებით დაცვას ენერგიის შთანთქმით, გვერდითი დარტყმის შემთხვევაში. მაგნიტური დამაგრება იძლევა სწრაფი და მარტივი ინსტალაციის შესაძლებლობას.

თვითჩამკეტი მხრების ბალიშები

მხრების ბალიშებზე თვითჩაკეტვის ფუნქცია ადვილად უმაგრდება თავსადების ძირს, რაც აადვილებს ბავშვის მოთავსებას Doona I მანქანის სავარძელში და ეტლში.

სახელურის ახალი დიზაინი

აღმოაჩინეთ სტილი და გაზრდილი ფუნქციონალურობა ახალი სახელურით. გამძლე, ორ ღილაკიანი სისტემა და უმაღლესი ხარისხის ხელოვნური ტყავი აერთიანებს პრაქტიკულობას და დახვეწილობას.

სტანდარტები და სერთიფიკატები

Doona -ს პროდუქტები გადიან მკაცრ შიდა და გარე ტესტირებებს და ყველა სავალდებულო სერტიფიცირების პროცესს, უსაფრთხოების უმაღლესი დონის უზრუნველსაყოფად.

ტესტირება

Doona მანქანის სავარძლისა და ეტლის ყველა მოდელს წარმატებით ჩაუტარდა შესაბამისობის ასზე მეტი ტესტი, მათ შორის ექსტრემალური ამინდების პირობებში და ასევე მაღალი სიჩქარით შეჯახების ტესტები. Doona-ს გააჩნია სრულად ავტომატიზირებული შიდა ტესტირების ცენტრი, სადაც მუდმივად ტარდება 20-ზე მეტი სახეობის სხვადასხვა ტესტები, რომლებიც სცილდება სტანდარტულ მოთხოვნებს.

დამტკიცებულია თვითმფრინავში გამოსაყენებლად

Doona არის იდეალური გადაწყვეტა საჰაერო მოგზაურობისთვის. ფრენის უსაფრთხოების ექსპერტები გვირჩევენ, რომ მშობლებმა გამოიყენონ დამტკიცებული მანქანის სავარძელი, რათა უზრუნველყონ ბავშვის უსაფრთხოება ფრენის დროს. Doona-ს ყველა მოდელი სერტიფიცირებულია და დამტკიცებულია საჰაერო მოგზაურობისთვის, რაც მათ იდეალურ გადაწყვეტად აქცევს ხშირი მოგზაურობისას.

უსაფრთხო მექანიზმები

მანქანის სავარძლებთან და ეტლებთან დაკავშირებული დაზიანებების ყველაზე გავრცელებული მიზეზებია არასწორი გამოყენება და ინსტალაცია. Doona -მ შეიმუშავა რამდენიმე შეცდომებისგან დამზღვევი მექანიზმი უსაფრთხო დამაგრების უზრუნველსაყოფად.

გვერდითი ზემოქმედებისგან დაცვა

Doona დამზადებულია გამძლე ზემოქმედების შთანმთქმელი პლასტმასის ფენებისგან, რომლებიც გამაგრებულია ქაფის დამატებითი ფენებით, რაც უზრუნველყოფს ბავშვის შესანიშნავ დაცვას ავარიის შემთხვევაში. გარდა ამისა, Doona SIP უზრუნველყოფს დამატებით დაცვას ენერგიის შთანთქმის წყალობით, გვერდითი შეჯახების დროს.

ხუთწერტილოვანი უსაფრთხოების ღვედი

ხუთწერტილოვანი ღვედები უზრუნველყოფს ბავშვის უსაფრთხო პოზიციაში დამაგრებას. შექმნილია სპეციალურად, რათა პატარა საიმედოდ იყოს დამაგრებული მხრებსა და თეძოებში, რაც სხეულის ყველაზე ძლიერი ნაწილებია. შეჯახების შემთხვევაში, უსაფრთხოების ღვედი გადასცემს დარტყმის ძალას აღნიშნულ წერტილებზე და უშუალოდ სავარძელზე, რაც უკეთ იცავს ბავშვის მუცლის არეს.

ბავშვებისთვის უსაფრთხო მასალები

Doona -ს პროდუქტებში გამოყენებული ყველა მასალა შემოწმებულია და დამტკიცებულია ყველაზე მკაცრი ევროპული სტანდარტებისა და REACH რეგულაციების შესაბამისად, მათ შორის SVHC მოთხოვნების შესაბამისად.

ვარიაციები

  ფერი ხელმისაწვდომობა ფასი  
Doona i Desert Green - საბავშვო ეტლი და ავტომანქანის სავარძელი - image 1 | Labebe Desert Green
გაყიდვაშია
1,850 
Doona i Nitro Black - საბავშვო ეტლი და ავტომანქანის სავარძელი - image 1 | Labebe Nitro Black
გაყიდვაშია
1,850 
Doona i Sahara Sand - საბავშვო ეტლი და ავტომანქანის სავარძელი - image 1 | Labebe Sahara Sand
გაყიდვაშია
1,850 

მიმოხილვები

მიმოხილვები ვერ მოიძებნა

დანართი

აქ ჯერ არაფერია
ბუნებრივი მასალები
ულიმიტო გარანტია
ხარისხის სერთიფიკატები
მიწოდება ქვეყნის მასშტაბით