Britax Römer Smile 5Z Lux Urban Olive - საბავშვო ეტლი ტრანსფორმერი ავტოსავარძლით

4000984912418
კითხვები
4000984912418
3,315 
გაყიდვაშია

ბავშვის ეტლი SMILE 5Z თქვენს ყოველდღიურობას გაამარტივებს და მეტად თავდაჯერებულს გაგხდით. ეტლი განკუთვნილია ბავშვებისთვის დაბადებიდან 4 წლის ასაკამდე (22 კგ-ამდე) და ამ დროის განმავლობაში მისი საუკეთესო მეგზური იქნება

მახასიათებლები

ბრენდი:
Britax Römer
კოლექცია:
Smile 5Z
მასალა:
  • ალუმინის ჩარჩო
  • დამზადებულია უმაღლესი ხარისხის სერტიფიცირებული ნედლეულისგან
  • უმაღლესი ხარისხის ტექსტილი
ტიპი:
ეტლი-ტრანსფორმერი 3 x 1
ფერი:
Urban Olive
ქვეყანა:
გერმანია
ასაკი:
0 +

აღწერა

შეუზღუდავი შესაძლებლობები ნებისმიერ დროსა და ადგილას

თანამედროვე სამყაროში მშობლებს უამრავი საზრუნავი აქვთ, რომლებიც მათ ბავშვს ეხება. პირველი სწორად გადადგმული ნაბიჯი საუკეთესო საბავშვო ეტლის შერჩევაა, ვინაიდან ის არაერთ პრობლემას აღმოფხვრის. გერმანული ბრენდის, Britax Römer -ის მიერ შექმნილი ბავშვის ეტლი SMILE 5Z იდეალური გადაწყვეტილებაა – ორი ერთში ეტლი, რომლის ალუმინის შასი დამატებითად თავსდება ქარსითისთან ერთად, თქვენს ყოველდღიურობას გაამარტივებს და მეტად თავდაჯერებულს გაგხდით. ეტლი განკუთვნილია ბავშვებისთვის დაბადებიდან 4 წლის ასაკამდე (22 კგ-ამდე) და ამ დროის განმავლობაში მისი საუკეთესო მეგზური იქნება.

სასიამოვნო შეგრძნებებით სავსე წელიწადის ყოველი სეზონი

სეირნობისას თუ წვიმამ მზე შეცვალა, არ იდარდოთ - SMILE 5Z ბავშვის ეტლი განკუთვნილია ყველანაირი ამინდისთვის და ამისთვის გთავაზობთ სრულ კომფორტს. ეტლს გააჩნია ფართო კაპიუშონი UPF 50+ დაცვით, რომელიც პატარას მზის სხივებისგან დაიცავს, ხოლო საზურგის მხრიდან დატანილია სავენტილაციო ბადე სუფთა ჰაერის ცირკულაციისთვის. სუსხიან ამინდებში კი შეგიძლიათ მთლიანად გადაახუროთ კაპიუშონი, რათა პატარას ქარი, თოვლი ან წვიმის წვეთები ვერ მისწვდეს. გარდა ამისა, საბავშვო ეტლს ყველა მხარეს გააჩნია ამრეკლავი დეტალები, რითაც ყოველთვის შესამჩნევი იქნებით საღამოობით. დახვეწილი დიზაინის ეტლი თქვენი შეუცვლელი დამხმარე გახდება და სხვების მოწონებასაც დაიმსახურებს.

გადაადგილება ნებისმიერი ტიპის რელიეფზე

SMILE 5Z საბავშვო 3x1 სავარძელი სრულყოფილი პროდუქტია ყველა მშობლისთვის. ინოვაციური ეტლი აბსოლუტურად ყველაფერს გთავაზობთ, რაც კი შეიძლება სჭირდებოდეს ჩვილს დაბადებიდან – შასის ცენტრალურ საკიდს, რომელიც გლუვ გადაადგილებას უზრუნველყოფს, დაშვების საწინაამღდეგო გამძლე ბორბლებს ამორტიზატორებით, მანევრირების მოქნილ სისტემას, ვიწრო დიზაინს და ა.შ.

იზრდება თქვენს პატარასთან ერთად

ბავშვები სწრაფად იზრდებიან, ხოლო საბავშვო ეტლი SMILE 5Z კი მათთან ერთად. ეტლი გამოიყენება დაბადებიდან 4 წლის ასაკამდე (22 კგ-ამდე). სასეირნო სავარძელი, აკვანი და ავტოსავარძელი = სამივე მათგანი გთავაზობთ გრძელვადიან კომფორტს კომპრომისების გარეშე. ბავშვის ეტლს უკვე ჩაშენებული აქვს სპეციალური სამაგრები, რომლებიც თავსებადია BABY-SAFE PRO-სთან.

* სპეციალური სამაგრები ასევე თავსებადია BABY-SAFE 3 i-SIZE-სთან.

ვიწრო კონცეფციის ეტლი

მეგობრებთან შეხვედრა, კაფეში წასვლა, სავაჭრო ცენტრში შოპინგი და სხვა მრავალი - SMILE 5Z-სთან ერთად დაუფიქრებლად შეგიძლიათ. საბავშვო ეტლის ვიწრო დიზაინი შეადგენს სულ რაღაც 57 სმ-ს, ამიტომ გარეთ გასვლა და სასიამოვნო მომენტების დაჭერა პრობლემა აღარაა.

საბავშვო ეტლი რევერსული სავარძლით

SMILE 5Z ეტლს რევერსული სავარძელი აქვს, რომელიც საშუალებას გაძლევთ სურვილისა და საჭიროების მიხედვით მოერგოთ ბავშვის ინტერესებს. თუკი ზოოპარკში გაისეირნებთ, მოაბრუნეთ ეტლი მოძრაობის მიმართულებით, რათა პატარამ ყველაფერს თვალი ადევნოს; დასვენების დროს კი შემოატრიალეთ სავარძელი თქვენკენ.

საზურგის ჰორიზონტალური პოზიცია და ფეხსადები

ძილის დრო რომ მოვა, საბავშვო ეტლის საზურგის დარეგულირება ხელის ერთი მოძრაობით შეგიძლიათ, რათა ბავშვს საუკეთესო გარემო შეუქმნათ დასვენებისთვის, საზურგე შესაძლებელია დარეგულირდეს ვერტიკალური პოზიციიდან დახრილისკენ ან ჰორიზონტალურისკენ. ამასთანავე, უმჯობესია, ფეხსადებიც დააყენოთ სასურველ მდგომარეობაში, რომ პატარა ყოველმხრივ დაცული იყოს.

კომფორტი ბავშვის ფეხებისთვის

საბავშვო ეტლი SMILE 5Z თქვენს პატარასთან ერთად იზრდება. ეტლს გააჩნია ორი ფეხსადები – ერთი სავარძელზე, მეორე შასიზე, რათა პატარას სრული კომფორტი ჰქონდეს და დაიკავოს მისთვის სასურველი და ბუნებრივი მდგომარეობა.

გაფართოებული ზომის კაპიუშონი

SMILE 5Z საბავშვო ეტლი გთავაზობთ გაფართოებული ზომის კაპიუშონს, რომლის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია ცხელ დღეებში მზის მავნე სხივებისგან. ბავშვის ნაზი კანის დაცვაზე UPF 50+ კაპიუშონი იზრუნებს, ხოლო სავენტილაციო ბადე ჰაერის ცირკულაციას უზრუნველყოფს.

ცენტრალური საკიდი

ქვაფენილიან ან უსწორმასწორო გზებზე სეირნობა SMILE 5Z ბავშვის ეტლით გაცილებით კომფორტული და ინოვაციურია. ეტლის შასის გააჩნია ცენტრალური საკიდი, რომელიც უზრუნველყოფს გლუვ სეირნობას სხვადასხვა ტიპის რელიეფზე. მშვიდი მოგზაურობა პატარას განწყობაზე ყოველთვის დადებითად იმოქმედებს და ნაკლებად დაისტრესება.

მბრუნავი წინა ბორბლები

სადაც უნდა სეირნობდეთ ხმაურიან ქალაქში თუ ბუნების საოცარ სამყაროში, საბავშვო ეტლის მბრუნავი წინა ბორბლები ნებისმიერი სირთულის რელიეფს წამებში დაგაძლევინებთ და მანევრირების საშუალებას მოგცემთ ყველაზე ვიწრო ადგილებშიც კი. SMILE 5Z-ის ამორტიზატორით აღჭურვილი ბორბლები დააბალანსებს გზაზე შეხვედრილ ყველა სირთულეს და არასდროს შეგაფერხებთ, თუკი ქვიან სანაპიროზე ან ნაწვიმარ ტრასაზე ისეირნებთ.

გამორიცხეთ დაშვებული საბურავები

დაშვებული საბურავები ერთ-ერთი ყველაზე არასასურველი რამაა მშობლებისთვის, როცა პატარასთან ერთად სეირნობით ტკბებიან. SMILE 5Z საბავშვო ეტლი ამ საფიქრალს თავიდან მოგაშორებთ, რადგან მისი რეზინისგან და რბილი ქაფისგან დამზადებული ბორბლები არცერთ შემთხვევაში არ დაიჩუტება. ნებისმიერი ტიპის რელიეფზე გადაადგილებისას საბავშვო ეტლი ყველა დაბრკოლებას თქვენთან ერთად გადალახავს.

დამუხრუჭების კომფორტული პედალი

სეირნობისას მუხრუჭზე ერთი დაჭერა და ბავშვის ეტლი წამში გაჩერდება. SMILE 5Z ბორბლების სამუხრუჭე მექანიზმი გაგათავისუფლებთ შფოთვებისგან – მასთან ერთად ნებისმიერ დროსა და ადგილას მშვიდად იქნებით იმის ცოდნით, რომ პატარა სანდო ხელშია. მუხრუჭის გამოყენება შესაძლებელია მასზე ფეხის ზედაპირული დაჭერით, ამიტომ გამორიცხულია, რომ თქვენი საყვარელი ფეხსაცმელი დაზიანდეს.

დიდი შესანახი კალათა ნივთებისთვის

ნებისმიერ სიტუაციას რომ მზად დაუხვდეთ, საბავშვო ეტლის ტევადი შესანახი კალათა დაგჭირდებათ. SMILE 5Z აღჭურვილია 7 -კილოგრამიანი კალათით, რომელშიც აბსოლუტურად ყველაფერი ეტევა - მშობლის ჩანთა, ბავშვის სათამაშოები, გამოსაცვლელი საფენები, საყიდლები და სხვ.

შუქის ამრეკლავი დეტალები

საბავშვო ეტლი SMILE 5Z ყველა მხრიდან აღჭურვილია ამრეკლავი დეტალებით, რაც დამატებით დაცულობას გთავაზობთ თქვენ და თქვენს პატარას, მაშინ, როცა შებინდებისას გარეთ სეირნობთ და ირგვლივ განათების ცუდი პირობებია.

მარტივად დასაკეცი ეტლი სავარძელთან ერთად

SMILE 5Z ბავშვის ეტლი იკეცება ნებისმიერ მდგომარეობაში და არ აქვს მნიშვნელობა, სასეირნო სავარძელი მიმართულია მშობლის სახისკენ თუ გზისკენ. მისი სიმარტივე თქვენს ყოველდღიურობას გაამარტივებს და შთაბეჭდილებებით აავსებს.

კომპაქტურად დასაკეცი და დაკეცვისას ინარჩუნებს ვერტიკალურ პოზიციას

საბავშვო ეტლი SMILE 5Z ერთ-ერთი ყველაზე კომპაქტური მოდელია, რომელიც მცირე ადგილს იკავებს და ეტევა მანქანის პატარა ზომის საბარგულშიც კი. ავტომატური ბლოკირების ფუნქცია ეტლს უნარჩუნებს დაკეცილ მდგომარეობას, ხოლო იქამდე, სანამ დაგჭირდებათ, შეგიძლიათ, რომ ბავშვის ეტლი ვერტიკალურ პოზიციაში შეინახოთ.

რეგულირებადი სახელური

რბილი ეკო-ტყავისგან დამზადებული დახვეწილი დიზაინის სახელური რეგულირდება სასურველ სიმაღლეზე. ასე რომ, თქვენ და თქვენს ახლობლებს ყოველგვარი შეფერხების გარეშე შეგიძლიათ დატკბეთ სეირნობისას. 

ზომები

ეტლის სრული წონა: 13.8 კგ

შასის წონა (ბორბლებით): 9 კგ

აკვნის წონა: 3.8 კგ

დაკეცილი ეტლის ზომები (სასეირნო სავარძლით და ბორბლებით): 90 x 40 x 57 სმ (სიმაღლე x სიგანე x სიღრმე)

დაკეცილი შასის ზომები (ბორბლებით): 84 x 27 x 57 სმ (სიმაღლე x სიგანე x სიღრმე)

აწყობილი ეტლის ზომები: 112 x 57 x 97.7 სმ (სიმაღლე x სიგანე x სიღრმე)

საზურგის სიგრძე: 48 სმ

ფეხსადების სიგრძე: 23 სმ

სავარძლის სივრცე: 30 x 23 სმ (სიგანე x სიღრმე)

ბავშვის მაქსიმალური წონა: 22 კგ

სახელურის სიგრძე: 80-113 სმ

ვარიაციები

  ფერი ხელმისაწვდომობა ფასი  
Britax Römer Smile 5Z Lux Urban Olive - საბავშვო ეტლი ტრანსფორმერი ავტოსავარძლით - image 11 | Labebe Urban Olive
გაყიდვაშია
3,315 
Britax-Roemer Smile 5Z Lux Warm Caramel - საბავშვო ეტლი ტრანსფორმერი ავტოსავარძლით - image 1 | Labebe Warm Caramel
გაყიდვაშია
3,315 
Britax-Roemer Smile 5Z Midnight Grey - საბავშვო ეტლი ტრანსფორმერი ავტოსავარძლით - image 1 | Labebe Midnight Grey
გაყიდვაშია
2,960 
Britax-Roemer Smile 5Z Space Black - საბავშვო ეტლი ტრანსფორმერი ავტოსავარძლით - image 1 | Labebe Space Black
გაყიდვაშია
2,960 

მიმოხილვები

მიმოხილვები ვერ მოიძებნა

დანართი

აქ ჯერ არაფერია
ბუნებრივი მასალები
ულიმიტო გარანტია
ხარისხის სერთიფიკატები
მიწოდება ქვეყნის მასშტაბით