Peg Perego Vivace Mercury - საბავშვო მოდულური სისტემის ეტლი
Please sign in so that we can notify you about a reply
მახასიათებლები
- ალუმინის ჩარჩო
- ეკო ტყავი
- უმაღლესი ხარისხის ტექსტილი
- არ შეიცავს BPA
- ბორბლების დიამეტრი: 18 cm
- დაკეცილი ზომა: 51 W x 72 H x 39 D (Vivace)
- ზომა: 43 W x 61 H x 66 D (Primo Viaggio SLK)
- ზომა: 44 W x 63 H x 84 D (Culla Grande)
- ზომა: 51 W x 105 H x 92 D (Vivace)
- წონა: 4 kg (Primo Viaggio SLK)
- წონა: 5.3 kg (Culla Grande)
- წონა: 9.4 (Vivace)
აღწერა
Vivace & the City
სასიამოვნოა ადვილად გადაადგილება ქალაქის ერთად შესასწავლად. უახლესი ტრანსფორმერი ეტლი Vivace შესანიშნავი თანამგზავრია. მსუბუქი, სწრაფი, კომფორტული და იტალიურად ხარისხიანი. ისეთი სწრაფი, რომ იმოძრავოთ თავისუფლად და ლაღად. ისეთი უნივერსალური და კომპაქტური, სიგანე 51 სმ, რომ მარტივად მოთავსდეს ყველაზე ვიწრო ლიფტშიც კი. ამავე დროს გააჩნია ფართო და კომფორტული დასაჯდომი და ასევე ფართო და კომფორტული ეტლის აკვანი.
ულტრა კომპაქტური, ავტომატური დაკეცვის სისტემა ძალიან გაგიადვილებთ გადაადგილებას და დაგიზოგავთ ადგილს სახლში, მანქანაში თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში. i-Size სტანდარტის მანქანის სავარძელი ახალშობილებისთვის Primo Viaggio Lounge შექმნილია კომფორტისა და მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის მანქანით მოგზაურობისას.
კოლექცია Mercury
კოლექცია Mercury მოიცავს თანამედროვეობას ნაცრისფერი ელფერით, მოდური ამავე დროს თავშეკავებული ელეგანტურობით. შეწყვილებული თამამი ნაცრისფერი ბაზა სრულად გამოხატავს მის დახვეწილ ხასიათს.
კოლექცია Mercury
კოლექცია Mercury მოიცავს თანამედროვეობას ნაცრისფერი ელფერით, მოდური ამავე დროს თავშეკავებული ელეგანტურობით. შეწყვილებული თამამი ნაცრისფერი ბაზა სრულად გამოხატავს მის დახვეწილ ხასიათს.
ეტლი აკვნით
ახალშობილისთვის კარგი დასვენება აუცილებელია მისი ჯანმრთელობისთვის. Culla Belvedere ტრანსფორმერი ეტლის აკვანი თან მიყვება ბავშვის ზრდას და უზრუნველყოფს საკმარის ადგილს მისი საჭიროებებისთვის. კომფორტული ორთოპედიული ლეიბი უზრუნველყოფს დამატებით ზრუნვას! დამტკიცებულია მანქანაში გამოსაყენებლად მანქანის ფიქსატორების მეშვეობით (დამატებითი აქსესუარი).
კომფორტი და კეთილდღეობა
უნიკალური კომფორტის სისტემა ერთდროულად არეგულირებს საზურგესა და ფეხის საყრდენს, ინარჩუნებს ოპტიმალურ ერგონომიულ პოზიციას ბავშვის დამატებითი კომფორტისა და კეთილდღეობისთვის.
Panorama & Belvedere
პანორამული ფანჯარა ჰაერის უკეთესი ცირკულაციისთვის და თქვენი ბავშვის ექსკლუზიური ხედვისთვის. დამცავი კაპიშონი UPF 50+.
დამცავი ბადე Ombra Net
დაიცავით თქვენი პატარა მთელი წლის განმავლობაში Ombra Net დამცავი ბადის მეშვეობით მწერებისგან, მტვრისგან, მზისგან და ქარისგან (UPF 50+), დამზადებული რბილი, სუნთქვადი, ჰიდროფილური და ჰიგიენური Fresco Jersey ქსოვილისგან.
სპეციალური ფეხების დამათბუნებელი
პრაქტიკული შალითა, ელეგანტურად შერჩეული დეტალებით, დაიცავს თქვენს პატარას ყველაზე ცივ დღეებშიც კი.
ბევრი სივრცე და კომფორტი
ჩშშშ, ჩვენ გვძინავს! თქვენი პატარა იმსახურებს საუკეთესო დასვენებას. Culla Grande ეტლის აკვანის დიდი ზომა იდეალურია ამისთვის. დამოუკიდებლად რეგულირებადი საზურგე და ფეხის საყრდენი უზრუნველყოფს ბავშვის ოპტიმალურ ერგონომიულ მდგომარეობაში ყოფნას ძილის დროს და მაშინაც, როდესაც მას ღვიძავს.
Fresco Jersey ქსოვილი
ლეიბი და გადასაკრავი დამზადებულია ინოვაციური Fresco Jersey ქსოვილისგან. რბილი და ჰიგიენური, ის სწრაფად შრება, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს.
შესანახი ჯიბე
Ombra Net დამცავი ბადე ყოველთვის თქვენთანაა პრაქტიკული შესანახი ჯიბის წყალობით.
ჩაშენებული სახელური მარტივი გადაადგილებისთვის
ელეგანტური და პრაქტიკული ჩაშენებული სახელური ეკო ტყავისგან. თქვენ შეგიძლიათ მარტივად ჩამოწიოთ ეტლის კაპიშონი ერთი ხელის მოძრაობით მაშინაც კი, როცა ბავშვი ხელში გიჭირავთ.
ეტლის აკვანი Belvedere შესანიშნავია ასევე სახლში გამოყენებისთვის!
Home Stand შესანიშნავი გადაწყვეტილებაა შინ ტკბილი ძილის გასაგრძელებლად.
სასეირნო ეტლი
სწრაფი, მჩატე და ულტრა კომპაქტური, ავტომატური დასაკეცი სისტემით. სასბავშვო ეტლი Vivace -თან ერთად იმოძრავებთ სწრაფად, თავისუფლად და ლაღად. დამტკიცებულია დაბადებიდან გამოსაყენებლად, რევერსული სავარძლით და მხოლოდ 9.4 კგ წონით. ეტლის სიგანე 51 სმ. მარტივად აბარებს ნებისმიერ ლიფტში მოთავსების გამოცდას. მაღალი ხარისხის ბორბლები ინარჩუნებენ მანევრირებას ნებისმიერ საფარზე.
მეტი კომფორტი დაბადებიდან
ეტლის სავარძლის დრეკადი და რბილი მასალა უზრუნველყოფს დამატებით კომფორტს გასეირნების დროს, დაბადებიდან 22 კგ წონამდე. საზურგე რეგულირდება სხვადასხვა პოზიციებში.
რელიეფური მაღალხარისხიანი ბორბლები
მაღალხარისხიანი რელიეფური ბორბლები, ღია ზამბარები და ბურთულიანი საკისრები ნებისმიერ გზაზე მანევრირებისთვის. მოსახერხებელი ცენტრალიზებული სამუხრუჭე სისტემა.
ეკო ტყავის სახელური ცენტრალური დაკეცვის სისტემით
მარტივი მანევრირება თუნდაც ერთი ხელით და მაქსიმალური კომფორტი უმაღლესი ხარისხის ეკო ტყავისგან დამზადებული სახელურის წყალობით. ცენტრალიზებული ავტომატური დასაკეცი სისტემა.
დაკეცვისას გაგაოცებთ
მინიმალური ზომები დაკეცილ მდგომარეობაში. დაკეცვისას ეტლი ვერტიკალურად დგას და ორივე მხრიდან დაკეცილი სავარძელი მუდამ ინარჩუნებს ოპტიმალურ სისუფთავეს.
დიდი გასაშლელი კაპიშონი UPF 50+
ძალიან კომფორტული და დიდი კაპიშონი იცავს თქვენი ბავშვის ძილს მზისა და ქარისგან.
დიდი გაძლიერებული კალათა
დიდ, ადვილად მისადგომ კალათას გააჩნია ხისტი ელემენტებით გამაგრებული ქვედა მხარე, მძიმე ნივთებისთვის. კალათზე დატანილი შუქამრეკლები უზრუნველყოფს უკეთეს ხილვადობას და საღამოს სეირნობას უფრო უსაფრთხოს ხდის.
დიდი კომფორტული სავარძელი
კომფორტი და ფუნქციონალერობა გარანტირებულია ფართო სავარძლის წყალობით, ხუთწერტილოვანი ღვედებით და ეკო ტყავისგან დამზადებული ბამპერით, რომელიც მარტივად იხსნება და იკეტება.
ვარიაციები
მიმოხილვები
მიმოხილვები ვერ მოიძებნა