Peg Perego Veloce Bronze Noir - საბავშვო მოდულური სისტემის ეტლი

8005475427064
კითხვები
8005475427064
3,120 
წინასწარ შეკვეთით

დიზაინერული სტილი, ხელოვნური ტყავის ჩანართები და თამამი ელეგანტურობა გამოხატავს Bronze Noir-ის კოლექციის მთელ ხასიათს

მახასიათებლები

ბრენდი:
Peg Perego
კოლექცია:
Veloce
მასალა:
  • ალუმინის ჩარჩო
  • ეკო ტყავი
  • უმაღლესი ხარისხის ტექსტილი
  • არ შეიცავს BPA
მახასიათებლები:
  • ბორბლების დიამეტრი: 18 cm - 25 cm
  • დაკეცილი ზომა: 51 W x 78,5 H x 42 D (Veloce)
  • ზომა: 43 W x 61 H x 66 D (Primo Viaggio SLK)
  • ზომა: 44 W x 63 H x 84 D (Culla Grande)
  • ზომა: 51 W x 107 H x 96,5 D (Veloce)
  • წონა: 10.7 kg (Veloce)
  • წონა: 4 kg (Primo Viaggio SLK)
  • წონა: 5.3 kg (Culla Grande)
ტიპი:
ეტლი-ტრანსფორმერი 2 x 1
ფერი:
Bronze Noir
ქვეყანა:
იტალია
ასაკი:
0 +

აღწერა

მოცეკვავე ვარსკვლავივით! როკი, დანსი თუ ჯაზი? მშობლების ცხოვრება ხომ ცეკვას ჰგავს.

Veloce Lounge Modular იტალიაში დამზადებული საბავშვო სამეული ეტლია, რომელიც მოძრაობს თქვენი ცხოვრების რითმთან ერთად, როგორც ცეკვისას, მოხერხებული და სწრაფი მოძრაობებით.

მსუბუქი და უპრეცედენტო სავალი მახასიათებლებით. სიგანე 51 სმ მარტივად აბარებს ლიფტში მოთავსების გამოცდას. ულტრა კომპაქტური დასაკეცი სისტემა. ფართო და კომფორტული აკვანი. i-Size სტანდარტის მანქანის სავარძელი ახალშობილებისთვის Primo Viaggio Lounge შექმნილია კომფორტისა და მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის მანქანით მოგზაურობისას.

კოლექცია Licorice

რომელიც გამოიხატება დახვეწილი დეტალებით შესრულებულ ეკო-ტყავში.

კოლექცია Bronze Noir

Bronze Noir კოლექცია არის სტილისა და ელეგანტურობის შესანიშნავი კომბინაცია. დახვეწილი, ხელოვნური ტყავის დეტალებით, მთლიანი შავი ფერის იერით და ბრინჯაოს დახვეწილი დეტალებით გაფორმებული ბაზის წყალობით გამოხატავს ეტლის მთელ ენერგიას.

ეტლი აკვნით

Culla Belvedere აქცევს Veloce -ს ელეგანტურ ეტლად, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო კომფორტით ბავშვის პირველი გასეირნებისთვის.

კომფორტი და კეთილდღეობა

უნიკალური კომფორტის სისტემა ერთდროულად არეგულირებს საზურგესა და ფეხის საყრდენს, ინარჩუნებს ოპტიმალურ ერგონომიულ პოზიციას ბავშვის დამატებითი კომფორტისა და კეთილდღეობისთვის.

Panorama & Belvedere

პანორამული ფანჯარა ჰაერის უკეთესი ცირკულაციისთვის და თქვენი ბავშვის ექსკლუზიური ხედვისთვის. დამცავი კაპიშონი UPF 50+.

დამცავი ბადე Ombra Net

დაიცავით თქვენი პატარა მთელი წლის განმავლობაში Ombra Net დამცავი ბადის მეშვეობით მწერებისგან, მტვრისგან, მზისგან და ქარისგან (UPF 50+), დამზადებული რბილი, სუნთქვადი, ჰიდროფილური და ჰიგიენური Fresco Jersey ქსოვილისგან.

სპეციალური ფეხების დამათბუნებელი

პრაქტიკული შალითა, ელეგანტურად შერჩეული დეტალებით, დაიცავს თქვენს პატარას ყველაზე ცივ დღეებშიც კი.

ბევრი სივრცე და კომფორტი

ჩშშშ, ჩვენ გვძინავს! თქვენი პატარა იმსახურებს საუკეთესო დასვენებას. Culla Grande ეტლის აკვანის დიდი ზომა იდეალურია ამისთვის. დამოუკიდებლად რეგულირებადი საზურგე და ფეხის საყრდენი უზრუნველყოფს ბავშვის ოპტიმალურ ერგონომიულ მდგომარეობაში ყოფნას ძილის დროს და მაშინაც, როდესაც მას ღვიძავს.

Fresco Jersey ქსოვილი

ლეიბი და გადასაკრავი დამზადებულია ინოვაციური Fresco Jersey ქსოვილისგან. რბილი და ჰიგიენური, ის სწრაფად შრება, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს.

შესანახი ჯიბე

Ombra Net დამცავი ბადე ყოველთვის თქვენთანაა პრაქტიკული შესანახი ჯიბის წყალობით.

ჩაშენებული სახელური მარტივი გადაადგილებისთვის

ელეგანტური და პრაქტიკული ჩაშენებული სახელური ეკო ტყავისგან. თქვენ შეგიძლიათ მარტივად ჩამოწიოთ ეტლის კაპიშონი ერთი ხელის მოძრაობით მაშინაც კი, როცა ბავშვი ხელში გიჭირავთ.

ეტლის აკვანი Belvedere შესანიშნავია ასევე სახლში გამოყენებისთვის!

Home Stand შესანიშნავი გადაწყვეტილებაა შინ ტკბილი ძილის გასაგრძელებლად.

სასეირნო ეტლი

მოძრავი. სწრაფი და მჩატე. ულტრა კომპაქტური დასაკეცი სისტემა. დამტკიცებულია დაბადებიდან გამოსაყენებლად, რევერსული სავარძლით და მხოლოდ 10.7 კგ წონით. ეტლის სიგანე 51 სმ. მარტივად აბარებს ნებისმიერ ლიფტში მოთავსების გამოცდას. მაღალი ხარისხის ბორბლები ინარჩუნებენ მანევრირებას ნებისმიერ საფარზე.

 

მეტი კომფორტი დაბადებიდან

ეტლის სავარძლის დრეკადი და რბილი მასალა უზრუნველყოფს დამატებით კომფორტს გასეირნების დროს, დაბადებიდან 22 კგ წონამდე. საზურგე რეგულირდება სხვადასხვა პოზიციებში.

მაღალხარისხიანი ბორბლები შუქამრეკლებით

მაღალხარისხიანი რელიეფური ბორბლები, ღია ზამბარები და ბურთულიანი საკისრები ნებისმიერ გზაზე მანევრირებისთვის. თქვენ შეგიძლიათ დაარეგულიროთ წინა ბორბლები ფიქსირებულ ან მბრუნავ მდგომარეობაში. ამრეკლავი ბორბლები უზრუნველყოფს უკეთეს ხილვადობას საღამოსაც კი. მოსახერხებელი ცენტრალიზებული სამუხრუჭე სისტემა.

რეგულირებადი სახელური

მანევრირება ერთი ხელითაც მარტივია, მაღალხარისხიანი ეკო ტყავის სახელური დამატებით კომფორტს უზრუნველყოფს. სახელურის რეგულირება სხვა და სხვა სიმაღლეზეა შესაძლებელი და იდეალურია ნებისმიერი სიმაღლის მშობლებისთვის. აწეული პოზიცია ძალიან სასარგებლოა ვიწრო ადგილებში სივრცის დაზოგვისთვის, მაგალითად ლიფტში.

ცენტრალიზებული დაკეცვის სისტემა: რა საჭიროა დახრა?

სასეირნო ეტლი Veloce იხსნება და იკეცება ერთი ხელის მოძრაობით სახელურზე არსებული ცენტრალიზებული დასაკეცი მექანიზმის წყალობით ისე, რომ არასოდეს მოგიწევთ დახრა.

დაკეცვისას გაგაოცებთ

მინიმალური ზომები დაკეცილ მდგომარეობაში. დაკეცვისას ეტლი ვერტიკალურად დგას და ორივე მხრიდან დაკეცილი სავარძელი მუდამ ინარჩუნებს ოპტიმალურ სისუფთავეს.

დიდი გასაშლელი კაპიშონი UPF 50+

ძალიან კომფორტული და დიდი კაპიშონი იცავს თქვენი ბავშვის ძილს მზისა და ქარისგან.

დიდი გაძლიერებული კალათა

დიდ, ადვილად მისადგომ კალათას გააჩნია ხისტი ელემენტებით გამაგრებული ქვედა მხარე, მძიმე ნივთებისთვის. კალათზე დატანილი შუქამრეკლები უზრუნველყოფს უკეთეს ხილვადობას და საღამოს სეირნობას უფრო უსაფრთხოს ხდის..

დიდი კომფორტული სავარძელი

კომფორტი და ფუნქციონალერობა გარანტირებულია ფართო სავარძლის წყალობით, ხუთწერტილოვანი ღვედებით და ეკო ტყავისგან დამზადებული ბამპერით, რომელიც მარტივად იხსნება და იკეტება.

ვარიაციები

  ფერი ხელმისაწვდომობა ფასი  
Peg Perego Veloce 500 - საბავშვო მოდულური სისტემის ეტლი - image 23 | Labebe 500
გაყიდვაშია
3,305 
Peg Perego Veloce Bronze Noir - საბავშვო მოდულური სისტემის ეტლი - image 59 | Labebe Bronze Noir
წინასწარ შეკვეთით
3,120 
Peg Perego Veloce City Grey - საბავშვო მოდულური სისტემის ეტლი - image 1 | Labebe City Grey
გაყიდვაშია
3,120 
Peg Perego Veloce Graphic Gold - საბავშვო მოდულური სისტემის ეტლი - image 1 | Labebe Graphic Gold
წინასწარ შეკვეთით
3,120 
Peg Perego Veloce Mon Amour - საბავშვო მოდულური სისტემის ეტლი - image 1 | Labebe Mon Amour
წინასწარ შეკვეთით
3,120 
Peg Perego Veloce Special Edition Blue Shine - საბავშვო მოდულური სისტემის ეტლი - image 22 | Labebe Blue Shine
გაყიდვაშია
3,120 
Peg Perego Veloce Special Edition Licorice - საბავშვო მოდულური სისტემის ეტლი - image 1 | Labebe Licorice
გაყიდვაშია
3,120 

მიმოხილვები

მიმოხილვები ვერ მოიძებნა

დანართი

აქ ჯერ არაფერია
ბუნებრივი მასალები
ულიმიტო გარანტია
ხარისხის სერთიფიკატები
მიწოდება ქვეყნის მასშტაბით

მსგავსი პროდუქტები

ბავშვის საწოლები
წინასწარ შეკვეთით
1,095 
Perina Pistachio - ზეწარი რეზინზე - image 1 | Labebe
მარაგი ამოწურულია
საბავშვო ზეწრები
მარაგი ამოწურულია
54 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,315