Peg Perego Vivace Green - საბავშვო ტრანსფორმერი ეტლი რევერსული სავარძლით
Please sign in so that we can notify you about a reply
მახასიათებლები
- ალუმინის ჩარჩო
- ეკო ტყავი
- პლასტიკი
- უმაღლესი ხარისხის ტექსტილი
- შეესაბამება ევროპულ CE სტანდარტებს
- არ შეიცავს BPA
აღწერა
Vivace & the City
სასიამოვნოა ადვილად გადაადგილება ქალაქის ერთად შესასწავლად. უახლესი ტრანსფორმერი ეტლი Vivace შესანიშნავი თანამგზავრია. მსუბუქი, სწრაფი, კომფორტული და იტალიურად ხარისხიანი. ისეთი სწრაფი, რომ იმოძრავოთ თავისუფლად და ლაღად. ისეთი უნივერსალური და კომპაქტური, სიგანე 51 სმ, რომ მარტივად მოთავსდეს ყველაზე ვიწრო ლიფტშიც კი. ამავე დროს გააჩნია ფართო და კომფორტული დასაჯდომი და ასევე ფართო და კომფორტული ეტლის აკვანი.
ულტრა კომპაქტური, ავტომატური დაკეცვის სისტემა ძალიან გაგიადვილებთ გადაადგილებას და დაგიზოგავთ ადგილს სახლში, მანქანაში თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში. i-Size სტანდარტის მანქანის სავარძელი ახალშობილებისთვის Primo Viaggio Lounge შექმნილია კომფორტისა და მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის მანქანით მოგზაურობისას.
კოლექცია Greenბუნების ჰარმონიით და სილამაზით შთაგონებული Green Collection ავლენს ეტლის ნათელ ელფერს. მწვანე ფერის ინტენსიური ჩრდილები აჯადოებს ელეგანტურობითა და სტილით.
სასეირნო ეტლი
მოძრავი. სწრაფი და მჩატე. ულტრა კომპაქტური დასაკეცი სისტემა. დამტკიცებულია დაბადებიდან გამოსაყენებლად, რევერსული სავარძლით და მხოლოდ 10.7 კგ წონით. ეტლის სიგანე 51 სმ. მარტივად აბარებს ნებისმიერ ლიფტში მოთავსების გამოცდას. მაღალი ხარისხის ბორბლები ინარჩუნებენ მანევრირებას ნებისმიერ საფარზე.
მეტი კომფორტი დაბადებიდან
ეტლის სავარძლის დრეკადი და რბილი მასალა უზრუნველყოფს დამატებით კომფორტს გასეირნების დროს, დაბადებიდან 22 კგ წონამდე. საზურგე რეგულირდება სხვადასხვა პოზიციებში
რელიეფური მაღალხარისხიანი ბორბლები
მაღალხარისხიანი რელიეფური ბორბლები, ღია ზამბარები და ბურთულიანი საკისრები ნებისმიერ გზაზე მანევრირებისთვის. მოსახერხებელი ცენტრალიზებული სამუხრუჭე სისტემა.
ეკო ტყავის სახელური ცენტრალური დაკეცვის სისტემით
მარტივი მანევრირება თუნდაც ერთი ხელით და მაქსიმალური კომფორტი უმაღლესი ხარისხის ეკო ტყავისგან დამზადებული სახელურის წყალობით. ცენტრალიზებული ავტომატური დასაკეცი სისტემა.
დაკეცვისას გაგაოცებთ
მინიმალური ზომები დაკეცილ მდგომარეობაში. დაკეცვისას ეტლი ვერტიკალურად დგას და ორივე მხრიდან დაკეცილი სავარძელი მუდამ ინარჩუნებს ოპტიმალურ სისუფთავეს.
დიდი გასაშლელი კაპიშონი UPF 50+
ძალიან კომფორტული და დიდი კაპიშონი იცავს თქვენი ბავშვის ძილს მზისა და ქარისგან.
დიდი გაძლიერებული კალათა
დიდ, ადვილად მისადგომ კალათას გააჩნია ხისტი ელემენტებით გამაგრებული ქვედა მხარე, მძიმე ნივთებისთვის. კალათზე დატანილი შუქამრეკლები უზრუნველყოფს უკეთეს ხილვადობას და საღამოს სეირნობას უფრო უსაფრთხოს ხდის.
დიდი კომფორტული სავარძელი
კომფორტი და ფუნქციონალერობა გარანტირებულია ფართო სავარძლის წყალობით, ხუთწერტილოვანი ღვედებით და ეკო ტყავისგან დამზადებული ბამპერით, რომელიც მარტივად იხსნება და იკეტება.
ეტლი აკვნით
Culla Belvedere აქცევს Vivace ეტლს ელეგანტურ ეტლად, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო კომფორტით ბავშვის პირველი გასეირნებისთვის.
მანქანიდან სასეირნოდ
ავტომატური მოთავსების სისტემა Peg Perego ეტლის შასიზე.
ვარიაციები
მიმოხილვები
მიმოხილვები ვერ მოიძებნა