Peg Perego Veloce Town & Country Astral - საბავშვო ტრანსფორმერი ეტლი რევერსული სავარძლით
Please sign in so that we can notify you about a reply
მახასიათებლები
- ალუმინის ჩარჩო
- ეკო ტყავი
- უმაღლესი ხარისხის ტექსტილი
- არ შეიცავს BPA
- ბორბლების დიამეტრი: 18 cm - 25 cm
- დაკეცილი ზომა: 51 W x 78,5 H x 42 D (Veloce)
- ზომა: 43 W x 61 H x 66 D (Primo Viaggio SLK)
- ზომა: 44 W x 63 H x 84 D (Culla Grande)
- ზომა: 51 W x 107 H x 96,5 D (Veloce)
- წონა: 10.7 kg (Veloce)
- წონა: 4 kg (Primo Viaggio SLK)
- წონა: 5.3 kg (Culla Grande)
აღწერა
მოცეკვავე ვარსკვლავივით! როკი, დანსი თუ ჯაზი? მშობლების ცხოვრება ხომ ცეკვას ჰგავს.
Veloce Lounge Modular იტალიაში დამზადებული საბავშვო სამეული ეტლია, რომელიც მოძრაობს თქვენი ცხოვრების რითმთან ერთად, როგორც ცეკვისას, მოხერხებული და სწრაფი მოძრაობებით.
მსუბუქი და უპრეცედენტო სავალი მახასიათებლებით. სიგანე 51 სმ მარტივად აბარებს ლიფტში მოთავსების გამოცდას. ულტრა კომპაქტური დასაკეცი სისტემა. ფართო და კომფორტული აკვანი. i-Size სტანდარტის მანქანის სავარძელი ახალშობილებისთვის Primo Viaggio Lounge შექმნილია კომფორტისა და მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის მანქანით მოგზაურობისას.
კოლექცია Astral
თბილი, ტენდენციების მიუხედავად, მაღალი მოდის ელფერით მოცული. შამპანურის ფერის ბაზა და დელიკატური ჩრდილები აძლიერებს Astral კოლექციის თანამედროვე და ელეგანტურ იერს.
სასეირნო ეტლი
მოძრავი. სწრაფი და მჩატე. ულტრა კომპაქტური დასაკეცი სისტემა. დამტკიცებულია დაბადებიდან გამოსაყენებლად, რევერსული სავარძლით და მხოლოდ 10.7 კგ წონით. ეტლის სიგანე 51 სმ. მარტივად აბარებს ნებისმიერ ლიფტში მოთავსების გამოცდას. მაღალი ხარისხის ბორბლები ინარჩუნებენ მანევრირებას ნებისმიერ საფარზე.
მეტი კომფორტი დაბადებიდან
ეტლის სავარძლის დრეკადი და რბილი მასალა უზრუნველყოფს დამატებით კომფორტს გასეირნების დროს, დაბადებიდან 22 კგ წონამდე. საზურგე რეგულირდება სხვადასხვა პოზიციებში.
ზომაში გაზრდილი მაღალხარისხიანი ბორბლები შუქამრეკლებით
უფრო დიდი ბორბლები რბილი პროტექტორებით (წინა 20 სმ, უკანა 28 სმ), ღია ზამბარები და ბურთულიანი საკისრები ნებისმიერ გზაზე მანევრირებისთვის. თქვენ შეგიძლიათ დაარეგულიროთ წინა ბორბლები ფიქსირებულ ან მბრუნავ მდგომარეობაში. ამრეკლავი ბორბლები უზრუნველყოფს უკეთეს ხილვადობას საღამოსაც კი. მოსახერხებელი ცენტრალიზებული სამუხრუჭე სისტემა.
Town & Country სისტემა
ექსკლუზიური Town & Country ამორტიზაციის რეგულირების სისტემა საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ შესაფერისი სიმკვრივე ყველა რელიეფისათვის. რბილი უგზოობაზე - ხისტი ქალაქში!
რეგულირებადი სახელური
მანევრირება ერთი ხელითაც მარტივია, მაღალხარისხიანი ეკო ტყავის სახელური დამატებით კომფორტს უზრუნველყოფს. სახელურის რეგულირება სხვა და სხვა სიმაღლეზეა შესაძლებელი და იდეალურია ნებისმიერი სიმაღლის მშობლებისთვის. აწეული პოზიცია ძალიან სასარგებლოა ვიწრო ადგილებში სივრცის დაზოგვისთვის, მაგალითად ლიფტში.
ცენტრალიზებული დაკეცვის სისტემა: რა საჭიროა დახრა?
სასეირნო ეტლი Veloce იხსნება და იკეცება ერთი ხელის მოძრაობით სახელურზე არსებული ცენტრალიზებული დასაკეცი მექანიზმის წყალობით ისე, რომ არასოდეს მოგიწევთ დახრა.
დაკეცვისას გაგაოცებთ
მინიმალური ზომები დაკეცილ მდგომარეობაში. დაკეცვისას ეტლი ვერტიკალურად დგას და ორივე მხრიდან დაკეცილი სავარძელი მუდამ ინარჩუნებს ოპტიმალურ სისუფთავეს.
დიდი გასაშლელი კაპიშონი UPF 50+
ძალიან კომფორტული და დიდი კაპიშონი იცავს თქვენი ბავშვის ძილს მზისა და ქარისგან.
დიდი გაძლიერებული კალათა
დიდ, ადვილად მისადგომ კალათას გააჩნია ხისტი ელემენტებით გამაგრებული ქვედა მხარე, მძიმე ნივთებისთვის. კალათზე დატანილი შუქამრეკლები უზრუნველყოფს უკეთეს ხილვადობას და საღამოს სეირნობას უფრო უსაფრთხოს ხდის.
დიდი კომფორტული სავარძელი
კომფორტი და ფუნქციონალერობა გარანტირებულია ფართო სავარძლის წყალობით, ხუთწერტილოვანი ღვედებით და ეკო ტყავისგან დამზადებული ბამპერით, რომელიც მარტივად იხსნება და იკეტება.
ეტლი აკვნით
Culla Belvedere აქცევს Veloce TC ეტლს ელეგანტურ ეტლად, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო კომფორტით ბავშვის პირველი გასეირნებისთვის.
მანქანიდან სასეირნოდ
ავტომატური მოთავსების სისტემა Peg Perego ეტლის შასიზე.
ვარიაციები
მიმოხილვები
მიმოხილვები ვერ მოიძებნა