Peg Perego Veloce Mon Amour - საბავშვო ტრანსფორმერი ეტლი რევერსული სავარძლით
Please sign in so that we can notify you about a reply
მახასიათებლები
- ალუმინის ჩარჩო
- ეკო ტყავი
- უმაღლესი ხარისხის ტექსტილი
- არ შეიცავს BPA
- ბორბლების დიამეტრი: 18 cm - 25 cm
- დაკეცილი ზომა: 51 W x 78,5 H x 42 D (Veloce)
- ზომა: 51 W x 107 H x 96,5 D (Veloce)
- წონა: 10.7 kg (Veloce)
აღწერა
მოცეკვავე ვარსკვლავივით! როკი, დანსი თუ ჯაზი? მშობლების ცხოვრება ხომ ცეკვას ჰგავს.
Veloce Lounge Modular იტალიაში დამზადებული საბავშვო სამეული ეტლია, რომელიც მოძრაობს თქვენი ცხოვრების რითმთან ერთად, როგორც ცეკვისას, მოხერხებული და სწრაფი მოძრაობებით.
მსუბუქი და უპრეცედენტო სავალი მახასიათებლებით. სიგანე 51 სმ მარტივად აბარებს ლიფტში მოთავსების გამოცდას. ულტრა კომპაქტური დასაკეცი სისტემა. ფართო და კომფორტული აკვანი. i-Size სტანდარტის მანქანის სავარძელი ახალშობილებისთვის Primo Viaggio Lounge შექმნილია კომფორტისა და მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის მანქანით მოგზაურობისას.
კოლექცია Mon Amour
მოდური ჩანართები და უბადლო შესრულება ყველაზე რომანტიული კოლექციისთვის. Mon Amour ელეგანტური დეტალები სრულ ჰარმონიაშია Rose Gold ბაზასთან.
სასეირნო ეტლი
მოძრავი. სწრაფი და მჩატე. ულტრა კომპაქტური დასაკეცი სისტემა. დამტკიცებულია დაბადებიდან გამოსაყენებლად, რევერსული სავარძლით და მხოლოდ 10.7 კგ წონით. ეტლის სიგანე 51 სმ. მარტივად აბარებს ნებისმიერ ლიფტში მოთავსების გამოცდას. მაღალი ხარისხის ბორბლები ინარჩუნებენ მანევრირებას ნებისმიერ საფარზე.
მეტი კომფორტი დაბადებიდან
ეტლის სავარძლის დრეკადი და რბილი მასალა უზრუნველყოფს დამატებით კომფორტს გასეირნების დროს, დაბადებიდან 22 კგ წონამდე. საზურგე რეგულირდება სხვადასხვა პოზიციებში.
მაღალხარისხიანი ბორბლები შუქამრეკლებით
მაღალხარისხიანი რელიეფური ბორბლები, ღია ზამბარები და ბურთულიანი საკისრები ნებისმიერ გზაზე მანევრირებისთვის. თქვენ შეგიძლიათ დაარეგულიროთ წინა ბორბლები ფიქსირებულ ან მბრუნავ მდგომარეობაში. ამრეკლავი ბორბლები უზრუნველყოფს უკეთეს ხილვადობას საღამოსაც კი. მოსახერხებელი ცენტრალიზებული სამუხრუჭე სისტემა.
რეგულირებადი სახელური
მანევრირება ერთი ხელითაც მარტივია, მაღალხარისხიანი ეკო ტყავის სახელური დამატებით კომფორტს უზრუნველყოფს. სახელურის რეგულირება სხვა და სხვა სიმაღლეზეა შესაძლებელი და იდეალურია ნებისმიერი სიმაღლის მშობლებისთვის. აწეული პოზიცია ძალიან სასარგებლოა ვიწრო ადგილებში სივრცის დაზოგვისთვის, მაგალითად ლიფტში.
ცენტრალიზებული დაკეცვის სისტემა: რა საჭიროა დახრა?
სასეირნო ეტლი Veloce იხსნება და იკეცება ერთი ხელის მოძრაობით სახელურზე არსებული ცენტრალიზებული დასაკეცი მექანიზმის წყალობით ისე, რომ არასოდეს მოგიწევთ დახრა.
დაკეცვისას გაგაოცებთ
მინიმალური ზომები დაკეცილ მდგომარეობაში. დაკეცვისას ეტლი ვერტიკალურად დგას და ორივე მხრიდან დაკეცილი სავარძელი მუდამ ინარჩუნებს ოპტიმალურ სისუფთავეს.
დიდი გასაშლელი კაპიშონი UPF 50+
ძალიან კომფორტული და დიდი კაპიშონი იცავს თქვენი ბავშვის ძილს მზისა და ქარისგან.
დიდი გაძლიერებული კალათა
დიდ, ადვილად მისადგომ კალათას გააჩნია ხისტი ელემენტებით გამაგრებული ქვედა მხარე, მძიმე ნივთებისთვის. კალათზე დატანილი შუქამრეკლები უზრუნველყოფს უკეთეს ხილვადობას და საღამოს სეირნობას უფრო უსაფრთხოს ხდის.
დიდი კომფორტული სავარძელი
კომფორტი და ფუნქციონალერობა გარანტირებულია ფართო სავარძლის წყალობით, ხუთწერტილოვანი ღვედებით და ეკო ტყავისგან დამზადებული ბამპერით, რომელიც მარტივად იხსნება და იკეტება.
Veloce and Culla Grande
ახალშობილისთვის კარგი დასვენება აუცილებელია მისი ჯანმრთელობისთვის. Culla Grande ტრანსფორმერი ეტლის აკვანი თან მიყვება ბავშვის ზრდას და უზრუნველყოფს საკმარის ადგილს მისი საჭიროებებისთვის. კომფორტული ორთოპედიული ლეიბი უზრუნველყოფს დამატებით ზრუნვას! დამტკიცებულია მანქანაში გამოსაყენებლად მანქანის ფიქსატორების მეშვეობით (დამატებითი აქსესუარი).
მანქანიდან სასეირნოდ
ავტომატური მოთავსების სისტემა Peg Perego ეტლის შასიზე.
ვარიაციები
მიმოხილვები
მიმოხილვები ვერ მოიძებნა