Peg Perego Vivace Astral -  საბავშვო ეტლი ტრანსფორმერი ავტოსავარძლით

8005475428498-3
კითხვები
8005475428498-3
3,835 
გაყიდვაშია

თბილი, ტენდენციების მიუხედავად, მაღალი მოდის ელფერით მოცული. შამპანურის ფერის ბაზა და დელიკატური ჩრდილები აძლიერებს Astral კოლექციის თანამედროვე და ელეგანტურ იერს

მახასიათებლები

ბრენდი:
Peg Perego
კოლექცია:
Vivace
მასალა:
  • ალუმინის ჩარჩო
  • ეკო ტყავი
  • პლასტიკი
  • უმაღლესი ხარისხის ტექსტილი
  • შეესაბამება ევროპულ CE სტანდარტებს
  • არ შეიცავს BPA
ტიპი:
ეტლი-ტრანსფორმერი 3 x 1
ფერი:
Astral
ქვეყანა:
იტალია

აღწერა

Vivace & the City

სასიამოვნოა ადვილად გადაადგილება ქალაქის ერთად შესასწავლად. უახლესი ტრანსფორმერი ეტლი Vivace შესანიშნავი თანამგზავრია. მსუბუქი, სწრაფი, კომფორტული და იტალიურად ხარისხიანი. ისეთი სწრაფი, რომ იმოძრავოთ თავისუფლად და ლაღად. ისეთი უნივერსალური და კომპაქტური, სიგანე 51 სმ, რომ მარტივად მოთავსდეს ყველაზე ვიწრო ლიფტშიც კი. ამავე დროს გააჩნია ფართო და კომფორტული დასაჯდომი და ასევე ფართო და კომფორტული ეტლის აკვანი.

ულტრა კომპაქტური, ავტომატური დაკეცვის სისტემა ძალიან გაგიადვილებთ გადაადგილებას და დაგიზოგავთ ადგილს სახლში, მანქანაში თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში. i-Size სტანდარტის მანქანის სავარძელი ახალშობილებისთვის Primo Viaggio Lounge შექმნილია კომფორტისა და მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის მანქანით მოგზაურობისას.

კოლექცია Astral

თბილი, ტენდენციების მიუხედავად, მაღალი მოდის ელფერით მოცული. შამპანურის ფერის ბაზა და დელიკატური ჩრდილები აძლიერებს Astral კოლექციის თანამედროვე და ელეგანტურ იერს.

ეტლი აკვნით

Culla Belvedere აქცევს Vivace ეტლს ელეგანტურ ეტლად, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო კომფორტით ბავშვის პირველი გასეირნებისთვის.

სასეირნო ეტლი

სწრაფი, მჩატე და ულტრა კომპაქტური, ავტომატური დასაკეცი სისტემით. სასბავშვო ეტლი Vivace -თან ერთად იმოძრავებთ სწრაფად, თავისუფლად და ლაღად. დამტკიცებულია დაბადებიდან გამოსაყენებლად, რევერსული სავარძლით და მხოლოდ 9.4 კგ წონით. ეტლის სიგანე 51 სმ. მარტივად აბარებს ნებისმიერ ლიფტში მოთავსების გამოცდას. მაღალი ხარისხის ბორბლები ინარჩუნებენ მანევრირებას ნებისმიერ საფარზე. ფეხების დამათბუნებელი დაიცავს პატარას ყველა ცივ ამინდშიც კი.

მეტი კომფორტი დაბადებიდან

ეტლის სავარძლის დრეკადი და რბილი მასალა უზრუნველყოფს დამატებით კომფორტს გასეირნების დროს, დაბადებიდან 22 კგ წონამდე. საზურგე რეგულირდება სხვადასხვა პოზიციებში.

რელიეფური მაღალხარისხიანი ბორბლები

მაღალხარისხიანი რელიეფური ბორბლები, ღია ზამბარები და ბურთულიანი საკისრები ნებისმიერ გზაზე მანევრირებისთვის. მოსახერხებელი ცენტრალიზებული სამუხრუჭე სისტემა.

ეკო ტყავის სახელური ცენტრალური დაკეცვის სისტემით

მარტივი მანევრირება თუნდაც ერთი ხელით და მაქსიმალური კომფორტი უმაღლესი ხარისხის ეკო ტყავისგან დამზადებული სახელურის წყალობით. ცენტრალიზებული ავტომატური დასაკეცი სისტემა.

დაკეცვისას გაგაოცებთ

მინიმალური ზომები დაკეცილ მდგომარეობაში. დაკეცვისას ეტლი ვერტიკალურად დგას და ორივე მხრიდან დაკეცილი სავარძელი მუდამ ინარჩუნებს ოპტიმალურ სისუფთავეს.

დიდი გასაშლელი კაპიშონი UPF 50+

ძალიან კომფორტული და დიდი კაპიშონი იცავს თქვენი ბავშვის ძილს მზისა და ქარისგან.

დიდი გაძლიერებული კალათა

დიდ, ადვილად მისადგომ კალათას გააჩნია ხისტი ელემენტებით გამაგრებული ქვედა მხარე, მძიმე ნივთებისთვის. კალათზე დატანილი შუქამრეკლები უზრუნველყოფს უკეთეს ხილვადობას და საღამოს სეირნობას უფრო უსაფრთხოს ხდის.

დიდი კომფორტული სავარძელი

კომფორტი და ფუნქციონალერობა გარანტირებულია ფართო სავარძლის წყალობით, ხუთწერტილოვანი ღვედებით და ეკო ტყავისგან დამზადებული ბამპერით, რომელიც მარტივად იხსნება და იკეტება.

კოლექცია Astral

თბილი, ტენდენციების მიუხედავად, მაღალი მოდის ელფერით მოცული. შამპანურის ფერის ბაზა და დელიკატური ჩრდილები აძლიერებს Astral კოლექციის თანამედროვე და ელეგანტურ იერს.

კომფორტი და კეთილდღეობა

უნიკალური კომფორტის სისტემა ერთდროულად არეგულირებს საზურგესა და ფეხის საყრდენს, ინარჩუნებს ოპტიმალურ ერგონომიულ პოზიციას ბავშვის დამატებითი კომფორტისა და კეთილდღეობისთვის.

Panorama & Belvedere

პანორამული ფანჯარა ჰაერის უკეთესი ცირკულაციისთვის და თქვენი ბავშვის ექსკლუზიური ხედვისთვის. დამცავი კაპიშონი UPF 50+.

დამცავი ბადე Ombra Net

დაიცავით თქვენი პატარა მთელი წლის განმავლობაში Ombra Net დამცავი ბადის მეშვეობით მწერებისგან, მტვრისგან, მზისგან და ქარისგან (UPF 50+), დამზადებული რბილი, სუნთქვადი, ჰიდროფილური და ჰიგიენური Fresco Jersey ქსოვილისგან..

სპეციალური ფეხების დამათბუნებელი

პრაქტიკული შალითა, ელეგანტურად შერჩეული დეტალებით, დაიცავს თქვენს პატარას ყველაზე ცივ დღეებშიც კი.

ბევრი სივრცე და კომფორტი

თქვენი პატარა იმსახურებს საუკეთესო დასვენებას. Culla Belvedere ეტლის აკვანის დიდი ზომა იდეალურია ამისთვის. დამოუკიდებლად რეგულირებადი საზურგე და ფეხის საყრდენი უზრუნველყოფს ბავშვის ოპტიმალურ ერგონომიულ მდგომარეობაში ყოფნას ძილის დროს და მაშინაც, როდესაც მას ღვიძავს.

Fresco Jersey ქსოვილი

ლეიბი და გადასაკრავი დამზადებულია ინოვაციური Fresco Jersey ქსოვილისგან. რბილი და ჰიგიენური, ის სწრაფად შრება, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს.

შესანახი ჯიბე

Ombra Net დამცავი ბადე ყოველთვის თქვენთანაა პრაქტიკული შესანახი ჯიბის წყალობით.

ჩაშენებული სახელური მარტივი გადაადგილებისთვის

ელეგანტური და პრაქტიკული ჩაშენებული სახელური ეკო ტყავისგან. თქვენ შეგიძლიათ მარტივად ჩამოწიოთ ეტლის კაპიშონი ერთი ხელის მოძრაობით მაშინაც კი, როცა ბავშვი ხელში გიჭირავთ.

ეტლის აკვანი Belvedere შესანიშნავია ასევე სახლში გამოყენებისთვის

Home Stand შესანიშნავი გადაწყვეტილებაა შინ ტკბილი ძილის გასაგრძელებლად.

მსოფლიოში საუკეთესო მანქანის სავარძელი ახალშობილებისთვის

i-Size სტანდარტის გასაშლელი მანქანის სავარძელი ახალშობილებისთვის. სერთიფიცირებულია დაბადებიდან გამოსაყენებლად მანამ, სანამ ბავშვი მიაღწევს 87 სმ სიმაღლეს და წონას 13 კგ-ს (0-დან 15 თვემდე). Primo Viaggio Lounge მანქანის სავარძელი i-Size ბაზით დაჯილდოვებულია როგორც "საუკეთესო გასაშლელი მანქანის სავარძელი ახალშობილებისთვის" Stiftung Warentest, ADAC, ÖAMTC და TCS 2021 კრაშ ტესტებში (უსაფრთხოების ტესტებში) მაღალი შეფასება,  საბოლოო ქულით 1.7.

კომფორტული დაწვენა

ავტოსავარძლის გაშლა შესაძლებელია ეტლის ბაზაზე დაფიქსირებისას, ასევე მანქანაში Base i-Size ან Base Giro ბაზის გამოყენებით (დამატებითი აქსესუარი).

კაპიშონი Pagoda

მანქანის სავარძლის დიდი გასაშლელი კაპიშონი UPF 50+ მზისგან დამცავით და ვენტილაციის ბადით.

კინეტიკური კაფსულები

ისინი ემსახურებიან ბავშვის დაცვას გვერდითი შეჯახების დროს, დარტყმის დატვირთვის შთანთქმით.

EPS

გაფართოებული ქაფპოლისტიროლის (EPS) ბალიშები უზრუნველყოფს შეჯახების დროს დარტყმის ენერგიის დამატებით შთანთქმას. ისინი საგრძნობლად ზრდიან დაცვისა და კომფორტის დონეს.

ადაპტირდება ბავშვის სიმაღლეზე

თავსადები და თასმები ერთდროულად რეგულირდება 6 პოზიციაში.

ორსაფეხურიანი ბალიში

დამატებითი კომფორტი, მხარდაჭერა და უსაფრთხოება დაბადებიდან. თავის ბალიში დამზადებულია სპეციალური ქაფისგან მეხსიერების ფუნქციით, ხოლო წელის საყრდენი პოლიურეთანის ქაფისგან.

მკერდის დამჭერი

მკერდის დამჭერი თასმების საიმედო ფიქსაციისთვის.

მოგზაურობის დროს

ბავშვის მოთავსება აუცილებელია მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მანამ, სანამ არ მიაღწევს სიმაღლეს 87 სმ. შეიძლება დამონტაჟდეს მანქანის სამწერტილოვანი ღვედების გამოყენებით, ან დახრილ მდგომარეობაში გამოყენებისთვის Base i-Size და მბრუნავი Base Giro ბაზის გამოყენებით (დამატებითი აქსესუარი).

მანქანიდან სასეირნოდ

ავტომატური მოთავსების სისტემა Peg Perego ეტლის შასიზე.

ვარიაციები

  ფერი ხელმისაწვდომობა ფასი  
Peg Perego Vivace 500 - საბავშვო სასეირნო ეტლი რევერსული სავარძლით - image 1 | Labebe 500
გაყიდვაშია
3,988 
Peg Perego Vivace Astral -  საბავშვო ეტლი ტრანსფორმერი ავტოსავარძლით - image 1 | Labebe Astral
გაყიდვაშია
3,835 
Peg Perego Vivace Bronze Noir -  საბავშვო ეტლი ტრანსფორმერი ავტოსავარძლით - image 1 | Labebe Bronze Noir
გაყიდვაშია
3,835 
Peg Perego Vivace City Grey - საბავშვო მოდულური სისტემის ეტლი - image 1 | Labebe City Grey
წინასწარ შეკვეთით
3,661 
Peg Perego Vivace Green -  საბავშვო ეტლი ტრანსფორმერი ავტოსავარძლით - image 1 | Labebe მწვანე
გაყიდვაშია
3,835 
Peg Perego Vivace Mercury - საბავშვო ეტლი ტრანსფორმერი ავტოსავარძლით - image 24 | Labebe Mercury
გაყიდვაშია
3,835 
Peg Perego Vivace Mon Amour - საბავშვო მოდულური სისტემის ეტლი - image 1 | Labebe Mon Amour
გაყიდვაშია
3,661 
Peg Perego Vivace Special Edition Blue Shine - საბავშვო მოდულური სისტემის ეტლი - image 1 | Labebe Blue Shine
გაყიდვაშია
3,835 
Peg Perego Vivace Special Edition Licorice - საბავშვო სასეირნო ეტლი რევერსული სავარძლით - image 1 | Labebe Licorice
გაყიდვაშია
3,835 

მიმოხილვები

მიმოხილვები ვერ მოიძებნა

დანართი

აქ ჯერ არაფერია
ბუნებრივი მასალები
ულიმიტო გარანტია
ხარისხის სერთიფიკატები
მიწოდება ქვეყნის მასშტაბით

მსგავსი პროდუქტები

საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
160 
თეთრეულის კომპლექტები
გაყიდვაშია
175 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
85 
საბავშვო საწოლ - მანეჟები
გაყიდვაშია
470 
ბავშვის საძილე ტომრები
გაყიდვაშია
245 
Peg Perego Giro i-Size Base with Isofix Connectors - ავტომანქანის სავარძლის ბაზა - image 1 | Labebe
მარაგი ამოწურულია
მანქანის სავარძლები
მარაგი ამოწურულია
685