Peg Perego Veloce Town & Country Mercury - საბავშვო ეტლი ტრანსფორმერი ავტოსავარძლით

8005475428399
კითხვები
8005475428399
3,990 
გაყიდვაშია

კოლექცია Mercury მოიცავს თანამედროვეობას ნაცრისფერი ელფერით, მოდური ამავე დროს თავშეკავებული ელეგანტურობით. შეწყვილებული თამამი ნაცრისფერი ბაზა სრულად გამოხატავს მის დახვეწილ ხასიათს

მახასიათებლები

ბრენდი:
Peg Perego
კოლექცია:
Veloce TC
მასალა:
  • ალუმინის ჩარჩო
  • ეკო ტყავი
  • უმაღლესი ხარისხის ტექსტილი
  • არ შეიცავს BPA
მახასიათებლები:
  • ბორბლების დიამეტრი: 18 cm - 25 cm
  • დაკეცილი ზომა: 51 W x 78,5 H x 42 D (Veloce)
  • ზომა: 43 W x 61 H x 66 D (Primo Viaggio SLK)
  • ზომა: 44 W x 63 H x 84 D (Culla Grande)
  • ზომა: 51 W x 107 H x 96,5 D (Veloce)
  • წონა: 10.7 kg (Veloce)
  • წონა: 4 kg (Primo Viaggio SLK)
  • წონა: 5.3 kg (Culla Grande)
ტიპი:
ეტლი-ტრანსფორმერი 4 x 1
ფერი:
Mercury
ქვეყანა:
იტალია
ასაკი:
0 +

აღწერა

Veloce TC, ექსკლუზიური Town & Country სისტემით, იდეალურია ქალაქისა თუ სოფლის ნებისმიერ რელიეფზე მარტივად გადაადგილებისთვის. სასეირნო ეტლი, ეტლი აკვნით, მანქანის სავარძელი: აირჩიეთ თქვენთვის საჭირო ელემენტები, თავად დააკონფიგურირეთ თქვენი სატრანსპორტო სისტემა.

იტალიაში დამზადებული საბავშვო სამეული ეტლი, რომელიც მოძრაობს თქვენი ცხოვრების რითმთან ერთად, მოხერხებული და სწრაფი მოძრაობებით.

მსუბუქი და უპრეცედენტო სავალი მახასიათებლებით. სიგანე 51 სმ მარტივად აბარებს ლიფტში მოთავსების გამოცდას. ულტრა კომპაქტური დასაკეცი სისტემა. ფართო და კომფორტული აკვანი. i-Size სტანდარტის მანქანის სავარძელი ახალშობილებისთვის Primo Viaggio Lounge შექმნილია კომფორტისა და მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის მანქანით მოგზაურობისას.

კოლექცია Mercury

კოლექცია Mercury მოიცავს თანამედროვეობას ნაცრისფერი ელფერით, მოდური ამავე დროს თავშეკავებული ელეგანტურობით. შეწყვილებული თამამი ნაცრისფერი ბაზა სრულად გამოხატავს მის დახვეწილ ხასიათს.

Mercury Collection

კოლექცია Mercury მოიცავს თანამედროვეობას ნაცრისფერი ელფერით, მოდური ამავე დროს თავშეკავებული ელეგანტურობით. შეწყვილებული თამამი ნაცრისფერი ბაზა სრულად გამოხატავს მის დახვეწილ ხასიათს.

ეტლი აკვნით

Culla Belvedere აქცევს Veloce TC ეტლს ელეგანტურ ეტლად, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო კომფორტით ბავშვის პირველი გასეირნებისთვის.

კომფორტი და კეთილდღეობა

უნიკალური კომფორტის სისტემა ერთდროულად არეგულირებს საზურგესა და ფეხის საყრდენს, ინარჩუნებს ოპტიმალურ ერგონომიულ პოზიციას ბავშვის დამატებითი კომფორტისა და კეთილდღეობისთვის.

Panorama & Belvedere

პანორამული ფანჯარა ჰაერის უკეთესი ცირკულაციისთვის და თქვენი ბავშვის ექსკლუზიური ხედვისთვის. დამცავი კაპიშონი UPF 50+.

დამცავი ბადე Ombra Net

დაიცავით თქვენი პატარა მთელი წლის განმავლობაში Ombra Net დამცავი ბადის მეშვეობით მწერებისგან, მტვრისგან, მზისგან და ქარისგან (UPF 50+), დამზადებული რბილი, სუნთქვადი, ჰიდროფილური და ჰიგიენური Fresco Jersey ქსოვილისგან.

სპეციალური ფეხების დამათბუნებელი

პრაქტიკული შალითა, ელეგანტურად შერჩეული დეტალებით, დაიცავს თქვენს პატარას ყველაზე ცივ დღეებშიც კი.

ბევრი სივრცე და კომფორტი

ჩშშშ, ჩვენ გვძინავს! თქვენი პატარა იმსახურებს საუკეთესო დასვენებას. Culla Grande ეტლის აკვანის დიდი ზომა იდეალურია ამისთვის. დამოუკიდებლად რეგულირებადი საზურგე და ფეხის საყრდენი უზრუნველყოფს ბავშვის ოპტიმალურ ერგონომიულ მდგომარეობაში ყოფნას ძილის დროს და მაშინაც, როდესაც მას ღვიძავს.

Fresco Jersey ქსოვილი

ლეიბი და გადასაკრავი დამზადებულია ინოვაციური Fresco Jersey ქსოვილისგან. რბილი და ჰიგიენური, ის სწრაფად შრება, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს.

შესანახი ჯიბე

Ombra Net დამცავი ბადე ყოველთვის თქვენთანაა პრაქტიკული შესანახი ჯიბის წყალობით.

ჩაშენებული სახელური მარტივი გადაადგილებისთვის

ელეგანტური და პრაქტიკული ჩაშენებული სახელური ეკო ტყავისგან. თქვენ შეგიძლიათ მარტივად ჩამოწიოთ ეტლის კაპიშონი ერთი ხელის მოძრაობით მაშინაც კი, როცა ბავშვი ხელში გიჭირავთ.

ეტლის აკვანი Belvedere შესანიშნავია ასევე სახლში გამოყენებისთვის!

Home Stand შესანიშნავი გადაწყვეტილებაა შინ ტკბილი ძილის გასაგრძელებლად.

სასეირნო ეტლი

მოძრავი. სწრაფი და მჩატე. ულტრა კომპაქტური დასაკეცი სისტემა. დამტკიცებულია დაბადებიდან გამოსაყენებლად, რევერსული სავარძლით და მხოლოდ 10.7 კგ წონით. ეტლის სიგანე 51 სმ. მარტივად აბარებს ნებისმიერ ლიფტში მოთავსების გამოცდას. მაღალი ხარისხის ბორბლები ინარჩუნებენ მანევრირებას ნებისმიერ საფარზე.

 

მეტი კომფორტი დაბადებიდან

ეტლის სავარძლის დრეკადი და რბილი მასალა უზრუნველყოფს დამატებით კომფორტს გასეირნების დროს, დაბადებიდან 22 კგ წონამდე. საზურგე რეგულირდება სხვადასხვა პოზიციებში.

ზომაში გაზრდილი მაღალხარისხიანი ბორბლები შუქამრეკლებით

უფრო დიდი ბორბლები რბილი პროტექტორებით (წინა 20 სმ, უკანა 28 სმ), ღია ზამბარები და ბურთულიანი საკისრები ნებისმიერ გზაზე მანევრირებისთვის. თქვენ შეგიძლიათ დაარეგულიროთ წინა ბორბლები ფიქსირებულ ან მბრუნავ მდგომარეობაში. ამრეკლავი ბორბლები უზრუნველყოფს უკეთეს ხილვადობას საღამოსაც კი. მოსახერხებელი ცენტრალიზებული სამუხრუჭე სისტემა.

 Town & Country სისტემა

ექსკლუზიური Town & Country ამორტიზაციის რეგულირების სისტემა საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ შესაფერისი სიმკვრივე ყველა რელიეფისათვის. რბილი უგზოობაზე - ხისტი ქალაქში!


რეგულირებადი სახელური

მანევრირება ერთი ხელითაც მარტივია, მაღალხარისხიანი ეკო ტყავის სახელური დამატებით კომფორტს უზრუნველყოფს. სახელურის რეგულირება სხვა და სხვა სიმაღლეზეა შესაძლებელი და იდეალურია ნებისმიერი სიმაღლის მშობლებისთვის. აწეული პოზიცია ძალიან სასარგებლოა ვიწრო ადგილებში სივრცის დაზოგვისთვის, მაგალითად ლიფტში.

ცენტრალიზებული დაკეცვის სისტემა: რა საჭიროა დახრა?

სასეირნო ეტლი Veloce იხსნება და იკეცება ერთი ხელის მოძრაობით სახელურზე არსებული ცენტრალიზებული დასაკეცი მექანიზმის წყალობით ისე, რომ არასოდეს მოგიწევთ დახრა.

დაკეცვისას გაგაოცებთ

მინიმალური ზომები დაკეცილ მდგომარეობაში. დაკეცვისას ეტლი ვერტიკალურად დგას და ორივე მხრიდან დაკეცილი სავარძელი მუდამ ინარჩუნებს ოპტიმალურ სისუფთავეს.

დიდი გასაშლელი კაპიშონი UPF 50+

ძალიან კომფორტული და დიდი კაპიშონი იცავს თქვენი ბავშვის ძილს მზისა და ქარისგან.

დიდი გაძლიერებული კალათა

დიდ, ადვილად მისადგომ კალათას გააჩნია ხისტი ელემენტებით გამაგრებული ქვედა მხარე, მძიმე ნივთებისთვის. კალათზე დატანილი შუქამრეკლები უზრუნველყოფს უკეთეს ხილვადობას და საღამოს სეირნობას უფრო უსაფრთხოს ხდის.

დიდი კომფორტული სავარძელი

კომფორტი და ფუნქციონალერობა გარანტირებულია ფართო სავარძლის წყალობით, ხუთწერტილოვანი ღვედებით და ეკო ტყავისგან დამზადებული ბამპერით, რომელიც მარტივად იხსნება და იკეტება.

მსოფლიოში საუკეთესო მანქანის სავარძელი ახალშობილებისთვის

i-Size სტანდარტის გასაშლელი მანქანის სავარძელი ახალშობილებისთვის. სერთიფიცირებულია დაბადებიდან გამოსაყენებლად მანამ, სანამ ბავშვი მიაღწევს 87 სმ სიმაღლეს და წონას 13 კგ-ს (0-დან 15 თვემდე). Primo Viaggio Lounge მანქანის სავარძელი i-Size ბაზით დაჯილდოვებულია როგორც "საუკეთესო გასაშლელი მანქანის სავარძელი ახალშობილებისთვის" Stiftung Warentest, ADAC, ÖAMTC და TCS 2021 კრაშ ტესტებში (უსაფრთხოების ტესტებში) მაღალი შეფასება,  საბოლოო ქულით 1.7.

კომფორტული დაწვენა

ავტოსავარძლის გაშლა შესაძლებელია ეტლის ბაზაზე დაფიქსირებისას, ასევე მანქანაში Base i-Size ან Base Twist  ბაზის გამოყენებით (დამატებითი აქსესუარი).

კაპიშონი Pagoda

მანქანის სავარძლის დიდი გასაშლელი კაპიშონი UPF 50+ მზისგან დამცავით და ვენტილაციის ბადით.

კინეტიკური კაფსულები

ისინი ემსახურებიან ბავშვის დაცვას გვერდითი შეჯახების დროს, დარტყმის დატვირთვის შთანთქმით.

EPS

გაფართოებული ქაფპოლისტიროლის (EPS) ბალიშები უზრუნველყოფს შეჯახების დროს დარტყმის ენერგიის დამატებით შთანთქმას. ისინი საგრძნობლად ზრდიან დაცვისა და კომფორტის დონეს.

ადაპტირდება ბავშვის სიმაღლეზე

თავსადები და თასმები ერთდროულად რეგულირდება 6 პოზიციაში.

ორსაფეხურიანი ბალიში

დამატებითი კომფორტი, მხარდაჭერა და უსაფრთხოება დაბადებიდან. თავის ბალიში დამზადებულია სპეციალური ქაფისგან მეხსიერების ფუნქციით, ხოლო წელის საყრდენი პოლიურეთანის ქაფისგან.

მკერდის დამჭერი

მკერდის დამჭერი თასმების საიმედო ფიქსაციისთვის.

მოგზაურობის დროს

ბავშვის მოთავსება აუცილებელია მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მანამ, სანამ არ მიაღწევს სიმაღლეს 87 სმ. შეიძლება დამონტაჟდეს მანქანის სამწერტილოვანი ღვედების გამოყენებით, ან დახრილ მდგომარეობაში გამოყენებისთვის Base i-Size და მბრუნავი Base Twist ბაზის გამოყენებით (დამატებითი აქსესუარი).

მანქანიდან სასეირნოდ

ავტომატური მოთავსების სისტემა Peg Perego ეტლის შასიზე.

ვარიაციები

  ფერი ხელმისაწვდომობა ფასი  
Peg Perego Veloce Town & Country 500 - საბავშვო ეტლი ტრანსფორმერი ავტოსავარძლით - image 27 | Labebe 500
გაყიდვაშია
4,172 
Peg Perego Veloce Town & Country Astral - საბავშვო ეტლი ტრანსფორმერი ავტოსავარძლით - image 36 | Labebe Astral
გაყიდვაშია
3,990 
Peg Perego Veloce Town & Country Green - საბავშვო ეტლი ტრანსფორმერი ავტოსავარძლით - image 36 | Labebe მწვანე
გაყიდვაშია
3,990 
Peg Perego Veloce Town & Country Mercury - საბავშვო ეტლი ტრანსფორმერი ავტოსავარძლით - image 36 | Labebe Mercury
გაყიდვაშია
3,990 

მიმოხილვები

მიმოხილვები ვერ მოიძებნა

დანართი

აქ ჯერ არაფერია
ბუნებრივი მასალები
ულიმიტო გარანტია
ხარისხის სერთიფიკატები
მიწოდება ქვეყნის მასშტაბით