Peg Perego Veloce Special Edition Blue Shine - საბავშვო ეტლი ტრანსფორმერი ავტოსავარძლით
Please sign in so that we can notify you about a reply
მახასიათებლები
- ალუმინის ჩარჩო
- ეკო ტყავი
- უმაღლესი ხარისხის ტექსტილი
- არ შეიცავს BPA
- ბორბლების დიამეტრი: 18 cm - 25 cm
- დაკეცილი ზომა: 51 W x 78,5 H x 42 D (Veloce)
- ზომა: 43 W x 61 H x 66 D (Primo Viaggio SLK)
- ზომა: 44 W x 63 H x 84 D (Culla Gran Pagoda)
- ზომა: 51 W x 107 H x 96,5 D (Veloce)
- წონა: 10.7 kg (Veloce)
- წონა: 4 kg (Primo Viaggio SLK)
- წონა: 4.9 kg (Culla Gran Pagoda)
აღწერა
მოცეკვავე ვარსკვლავივით! როკი, დანსი თუ ჯაზი? მშობლების ცხოვრება ხომ ცეკვას ჰგავს.
Veloce Lounge Modular იტალიაში დამზადებული საბავშვო სამეული ეტლია, რომელიც მოძრაობს თქვენი ცხოვრების რითმთან ერთად, როგორც ცეკვისას, მოხერხებული და სწრაფი მოძრაობებით.
მსუბუქი და უპრეცედენტო სავალი მახასიათებლებით. სიგანე 51 სმ მარტივად აბარებს ლიფტში მოთავსების გამოცდას. ულტრა კომპაქტური დასაკეცი სისტემა. ფართო და კომფორტული აკვანი. i-Size სტანდარტის მანქანის სავარძელი ახალშობილებისთვის Primo Viaggio Lounge შექმნილია კომფორტისა და მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის მანქანით მოგზაურობისას.
კოლექცია Blue Shine
ინტენსიური და ნათელი. ქსოვილის ღრმა ლურჯი ფერი განსაკუთრებულ ემოციას ასხივებს ნათელი ბრინჯაოს ელემენტების წყალობით, რომლებიც სრულ ჰარმოანიაში მოდის ბაზასთან.
Veloce and Culla Gran Pagoda
ახალშობილისთვის კარგი დასვენება აუცილებელია მისი ჯანმრთელობისთვის. Culla Grande ტრანსფორმერი ეტლის აკვანი თან მიყვება ბავშვის ზრდას და უზრუნველყოფს საკმარის ადგილს მისი საჭიროებებისთვის. კომფორტული ორთოპედიული ლეიბი უზრუნველყოფს დამატებით ზრუნვას! დამტკიცებულია მანქანაში გამოსაყენებლად მანქანის ფიქსატორების მეშვეობით (დამატებითი აქსესუარი).
კაპიშონი პანორამული ხედვით Gran Pagoda
ინოვაციური სახელურის წყალობით, კაპიშონი იხსნება დამატებით 40°-ით მზისგან და ქარისგან კიდევ უფრო საიმედო დაცვისთვის. პანორამული ფანჯარა ჰაერის უკეთესი მიმოქცევისთვის.
ფანჯარა Belvedere
დამატებითი ფანჯარა თქვენი ბავშვის უკეთ სანახავად. ის ნებისმიერ დროს ნახავს, რომ თქვენ მუდამ მის გვერდით ხართ და შეძლებთ ნაზი მზერების გაცვლას.
სპეციალური ფეხების დამათბუნებელი
პრაქტიკული შალითა, ელეგანტურად შერჩეული დეტალებით, დაიცავს თქვენს პატარას ყველაზე ცივ დღეებშიც კი.
ბევრი სივრცე და კომფორტი
ჩშშშ, ჩვენ გვძინავს! თქვენი პატარა იმსახურებს საუკეთესო დასვენებას. Culla Grande ეტლის აკვანის დიდი ზომა იდეალურია ამისთვის. დამოუკიდებლად რეგულირებადი საზურგე და ფეხის საყრდენი უზრუნველყოფს ბავშვის ოპტიმალურ ერგონომიულ მდგომარეობაში ყოფნას ძილის დროს და მაშინაც, როდესაც მას ღვიძავს.
ჩაშენებული სახელური მარტივი გადაადგილებისთვის
ელეგანტური და პრაქტიკული ჩაშენებული სახელური ეკო ტყავისგან. თქვენ შეგიძლიათ მარტივად ჩამოწიოთ ეტლის კაპიშონი ერთი ხელის მოძრაობით მაშინაც კი, როცა ბავშვი ხელში გიჭირავთ.
ეტლის აკვანი Culla Gran Pagoda შესანიშნავია ასევე სახლში გამოყენებისთვის!
Home Stand შესანიშნავი გადაწყვეტილებაა შინ ტკბილი ძილის გასაგრძელებლად (დამატებითი აქსესუარი). კაპიშონი იხსნება დამატებით 40°-ით, რაც კიდევ უფრო მყუდრო ადგილს ქმნის ძილისა და დასვენებისთვის. პანორამული ფანჯარა Belvedere საშუალებას მოგცემთ აკონტროლოთ თქვენი ბავშვის მშვიდი ძილი ოთახის სხვა და სხვა კუთხიდან. ის ნებისმიერ დროს ნახავს, რომ თქვენ მუდამ მის გვერდით ხართ და შეძლებთ ნაზი მზერების გაცვლას.
სასეირნო ეტლი
მოძრავი. სწრაფი და მჩატე. ულტრა კომპაქტური დასაკეცი სისტემა. დამტკიცებულია დაბადებიდან გამოსაყენებლად, რევერსული სავარძლით და მხოლოდ 10.7 კგ წონით. ეტლის სიგანე 51 სმ. მარტივად აბარებს ნებისმიერ ლიფტში მოთავსების გამოცდას. მაღალი ხარისხის ბორბლები ინარჩუნებენ მანევრირებას ნებისმიერ საფარზე.
მეტი კომფორტი დაბადებიდან
ეტლის სავარძლის დრეკადი და რბილი მასალა უზრუნველყოფს დამატებით კომფორტს გასეირნების დროს, დაბადებიდან 22 კგ წონამდე. საზურგე რეგულირდება სხვადასხვა პოზიციებში.
მაღალხარისხიანი ბორბლები შუქამრეკლებით
მაღალხარისხიანი რელიეფური ბორბლები, ღია ზამბარები და ბურთულიანი საკისრები ნებისმიერ გზაზე მანევრირებისთვის. თქვენ შეგიძლიათ დაარეგულიროთ წინა ბორბლები ფიქსირებულ ან მბრუნავ მდგომარეობაში. ამრეკლავი ბორბლები უზრუნველყოფს უკეთეს ხილვადობას საღამოსაც კი. მოსახერხებელი ცენტრალიზებული სამუხრუჭე სისტემა.
რეგულირებადი სახელური
მანევრირება ერთი ხელითაც მარტივია, მაღალხარისხიანი ეკო ტყავის სახელური დამატებით კომფორტს უზრუნველყოფს. სახელურის რეგულირება სხვა და სხვა სიმაღლეზეა შესაძლებელი და იდეალურია ნებისმიერი სიმაღლის მშობლებისთვის. აწეული პოზიცია ძალიან სასარგებლოა ვიწრო ადგილებში სივრცის დაზოგვისთვის, მაგალითად ლიფტში.
ცენტრალიზებული დაკეცვის სისტემა: რა საჭიროა დახრა?
სასეირნო ეტლი Veloce იხსნება და იკეცება ერთი ხელის მოძრაობით სახელურზე არსებული ცენტრალიზებული დასაკეცი მექანიზმის წყალობით ისე, რომ არასოდეს მოგიწევთ დახრა.
დაკეცვისას გაგაოცებთ
მინიმალური ზომები დაკეცილ მდგომარეობაში. დაკეცვისას ეტლი ვერტიკალურად დგას და ორივე მხრიდან დაკეცილი სავარძელი მუდამ ინარჩუნებს ოპტიმალურ სისუფთავეს.
დიდი გასაშლელი კაპიშონი UPF 50+
ძალიან კომფორტული და დიდი კაპიშონი იცავს თქვენი ბავშვის ძილს მზისა და ქარისგან.
დიდი გაძლიერებული კალათა
დიდ, ადვილად მისადგომ კალათას გააჩნია ხისტი ელემენტებით გამაგრებული ქვედა მხარე, მძიმე ნივთებისთვის. კალათზე დატანილი შუქამრეკლები უზრუნველყოფს უკეთეს ხილვადობას და საღამოს სეირნობას უფრო უსაფრთხოს ხდის.
დიდი კომფორტული სავარძელი
კომფორტი და ფუნქციონალერობა გარანტირებულია ფართო სავარძლის წყალობით, ხუთწერტილოვანი ღვედებით და ეკო ტყავისგან დამზადებული ბამპერით, რომელიც მარტივად იხსნება და იკეტება.
მსოფლიოში საუკეთესო მანქანის სავარძელი ახალშობილებისთვის
i-Size სტანდარტის გასაშლელი მანქანის სავარძელი ახალშობილებისთვის. სერთიფიცირებულია დაბადებიდან გამოსაყენებლად მანამ, სანამ ბავშვი მიაღწევს 87 სმ სიმაღლეს და წონას 13 კგ-ს (0-დან 15 თვემდე). Primo Viaggio Lounge მანქანის სავარძელი i-Size ბაზით დაჯილდოვებულია როგორც "საუკეთესო გასაშლელი მანქანის სავარძელი ახალშობილებისთვის" Stiftung Warentest, ADAC, ÖAMTC და TCS 2021 კრაშ ტესტებში (უსაფრთხოების ტესტებში) მაღალი შეფასება, საბოლოო ქულით 1.7.
კომფორტული დაწვენა
ავტოსავარძლის გაშლა შესაძლებელია ეტლის ბაზაზე დაფიქსირებისას, ასევე მანქანაში Base i-Size ან Base Twist ბაზის გამოყენებით (დამატებითი აქსესუარი).
კაპიშონი Pagoda
მანქანის სავარძლის დიდი გასაშლელი კაპიშონი UPF 50+ მზისგან დამცავით და ვენტილაციის ბადით.
კინეტიკური კაფსულები
ისინი ემსახურებიან ბავშვის დაცვას გვერდითი შეჯახების დროს, დარტყმის დატვირთვის შთანთქმით.
EPS
გაფართოებული ქაფპოლისტიროლის (EPS) ბალიშები უზრუნველყოფს შეჯახების დროს დარტყმის ენერგიის დამატებით შთანთქმას. ისინი საგრძნობლად ზრდიან დაცვისა და კომფორტის დონეს.
ადაპტირდება ბავშვის სიმაღლეზე
თავსადები და თასმები ერთდროულად რეგულირდება 6 პოზიციაში.
ორსაფეხურიანი ბალიში
დამატებითი კომფორტი, მხარდაჭერა და უსაფრთხოება დაბადებიდან. თავის ბალიში დამზადებულია სპეციალური ქაფისგან მეხსიერების ფუნქციით, ხოლო წელის საყრდენი პოლიურეთანის ქაფისგან.
მკერდის დამჭერი
მკერდის დამჭერი თასმების საიმედო ფიქსაციისთვის.
მოგზაურობის დროს
ბავშვის მოთავსება აუცილებელია მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მანამ, სანამ არ მიაღწევს სიმაღლეს 87 სმ. შეიძლება დამონტაჟდეს მანქანის სამწერტილოვანი ღვედების გამოყენებით, ან დახრილ მდგომარეობაში გამოყენებისთვის Base i-Size და მბრუნავი Base Twist ბაზის გამოყენებით (დამატებითი აქსესუარი).
მანქანიდან სასეირნოდ
ავტომატური მოთავსების სისტემა Peg Perego ეტლის შასიზე.
ვარიაციები
მიმოხილვები
მიმოხილვები ვერ მოიძებნა