Peg Perego Book Mon Amour - საბავშვო ეტლი ტრანსფორმერი ავტოსავარძლით

8005475414798
კითხვები
8005475414798
2,675 
გაყიდვაშია

მოდური ჩანართები და უბადლო შესრულება ყველაზე რომანტიული კოლექციისთვის. Mon Amour ელეგანტური დეტალები სრულ ჰარმონიაშია Rose Gold ბაზასთან

მახასიათებლები

ბრენდი:
Peg Perego
კოლექცია:
Book
მასალა:
  • ალუმინის ჩარჩო
  • ეკო ტყავი
  • უმაღლესი ხარისხის ტექსტილი
  • არ შეიცავს BPA
მახასიათებლები:
  • ბორბლების დიამეტრი: 18 cm - 27 cm
  • დაკეცილი ზომა: 51 W x 85,5 H x 48 D (Book)
  • ზომა: 43 W x 61 H x 66 D (Primo Viaggio SLK)
  • ზომა: 48 W x 64 H x 84 D (Culla Elite)
  • ზომა: 51 W x 106 H x 93 D (Book)
  • წონა: 12.3 kg (Book)
  • წონა: 4 kg (Primo Viaggio SLK)
  • წონა: 5.2 kg (Culla Elite)
ტიპი:
ეტლი-ტრანსფორმერი 3 x 1
ფერი:
Mon Amour
ქვეყანა:
იტალია
ასაკი:
0 +

აღწერა

საბავშვო აკვანი, სასეირნო ეტლი და მანქანის სავარძელი. იტალიური კომფორტი და უსაფრთხოება დაბადებიდან. შეუდარებელი სტილი და კომფორტი ქუჩაში, მანქანაში და სახლში.

ამ ეტლის ელეგანტურობა დეტალებში იმალება. Book ეტლის ბაზა სრულად ხსნის Culla Elite ეტლის აკვანის უნიკალურ სტილს, დამზადებული ოსტატური დეტალებით, მოდური ჩანართებით და ნამდვილი იტალიური დიზაინით, რათა შეუდარებელი გარემო შეუქმნას თქვენ პატარას.

სასეირნო ეტლი კომფორტული რევერსული სავარძლით მუდამ მზადა გარე სამყაროს შესწავლისთვის. 

მისი მართვა ძალიან მარტივია ქალაქის პირობებში და დაბრკოლებებზეც. სიგანე 51 სმ მარტივად აბარებს ლიფტში მოთავსების გამოცდას. ულტრა კომპაქტური დასაკეცი სისტემა. ფართო და კომფორტული აკვანი. i-Size სტანდარტის მანქანის სავარძელი ახალშობილებისთვის Primo Viaggio Lounge შექმნილია კომფორტისა და მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის მანქანით მოგზაურობისას.

კოლექცია Mon Amour 

მოდური ჩანართები და უბადლო შესრულება ყველაზე რომანტიული კოლექციისთვის. Mon Amour ელეგანტური დეტალები სრულ ჰარმონიაშია Rose Gold ბაზასთან

Book and Culla Elite

პირველი ბუდე, რომელიც თქვენს შვილს შეიფარებს, ისეთივე კომფორტული და უსაფრთხოა, როგორც დედიკოს მკლავები. Culla Elite აკვანის მასალები და დიზაინი უზრუნველყოფს მაქსიმალურ სუნთქვას და საუკეთესო ერგონომიულ პოზიციას თქვენი ბავშვის კომფორტისთვის. კომფორტული ორთოპედიული ლეიბი დამატებით ზრუნავს ახალშობილი ხერხემალზე! ეტლის აკვანი Culla Elite დამტკიცებულია მანქანაში გამოსაყენებლად (დამატებითი აქსესუარი).

პანორამული კაპიშონი

კომფორტული გასეირნება წელიწადის ნებისმიერ დროს UPF 50+ ქსოვილისგან დამზადებული კაპიშონის წყალობით, რომელიც დაიცავს თქვენს პატარას მზის სხივებისგან. ძალიან ცხელა? შეგიძლიათ აწიოთ კაპიშონის ცალი მხარე და გახსნათ სავენტილაციო ბადე.


ელეგანტური დამათბუნებელი

ქარი იწყება? ქარგაუმტარი კაპიშონი და დამატებითი საფარი უზრუნველყოფს სრულყოფილ დაცვას, ასე რომ თქვენ არასოდეს დაგჭირდებათ გასეირნებაზე უარის თქმა. გსურთ ბავშვის ყურადღების გადატანა? მიამაგრეთ სათამაშო კაპიშონის მარყუჟზე.

ბევრი სივრცე და კომფორტი

ექსკლუზიური სისტემა Comfort System ერთდროულად არეგულირებს საზურგესა და ფეხის საყრდენს და უზრუნველყოფს ბავშვის ოპტიმალურ ერგონომიულ მდგომარეობაში ყოფნას ძილის დროს და მაშინაც, როდესაც მას ღვიძავს. „4 სეზონი“ რეგულირების სისტემის წყალობით მუდამ გექნებათ იდეალური კლიმატი აკვანის შიგნით: ზამთარში თბილი და ზაფხულში გრილი.

ჩაშენებული სახელური მარტივი გადაადგილებისთვის

ელეგანტური და პრაქტიკული ჩაშენებული სახელური ეკო ტყავისგან. თქვენ შეგიძლიათ მარტივად ჩამოწიოთ ეტლის კაპიშონი ერთი ხელის მოძრაობით მაშინაც კი, როცა ბავშვი ხელში გიჭირავთ.

ეტლის აკვანი შესანიშნავია ასევე სახლში გამოყენებისთვის!

რამდენ სიურპრიზს მალავს Culla Elite! იგი შეგიძლიათ აქციოთ საქანელად დასაკეცი ფეხების წყალობით და აკვანად, რომელიც მაგრდება სპეციალურ სადგამზე (სურვილისამებრ აქსესუარი)

სასეირნო ეტლი

სასეირნო ეტლის ელეგანტურობა დეტალებში იმალება. სერტიფიცირებულია დაბადებიდან გამოყენებისთვის. სიგანე 51 სმ წყალობით მისი მართვა ძალიან მარტივია ქალაქის პირობებში და დაბრკოლებებზეც, მოყვება რევერსული სავარძელი და ფეხების დამათბუნებელი.

მეტი კომფორტი დაბადებიდან

ეტლის სავარძლის დრეკადი და რბილი მასალა უზრუნველყოფს დამატებით კომფორტს გასეირნების დროს, დაბადებიდან 22 კგ წონამდე. საზურგე რეგულირდება სხვადასხვა პოზიციებში.


მაღალხარისხიანი რელიეფური ბორბლები

მაღალხარისხიანი რელიეფური ბორბლები, ღია ზამბარები და ბურთულიანი საკისრები ნებისმიერ გზაზე მანევრირებისთვის. თქვენ შეგიძლიათ დაარეგულიროთ წინა ბორბლები ფიქსირებულ ან მბრუნავ მდგომარეობაში გვერდითა მექანიზმი მეშვეობით «piroette». მოსახერხებელი ცენტრალიზებული სამუხრუჭე სისტემა.

ერგონომიული რეგულირებადი სახელური

მანევრირება ერთი ხელითაც მარტივია, მაღალხარისხიანი ეკო ტყავის სახელური დამატებით კომფორტს უზრუნველყოფს. სახელურის რეგულირება სხვა და სხვა სიმაღლეზეა შესაძლებელი და იდეალურია ნებისმიერი სიმაღლის მშობლებისთვის. აწეული პოზიცია ძალიან სასარგებლოა ვიწრო ადგილებში სივრცის დაზოგვისთვის, მაგალითად ლიფტში.

კომპაქტურად დაკეცვის სისტემა

საბავშვო ეტლი Book იკეცება და იხსნება ერთი ხელით. მინიმალური ზომები დაკეცილ მდგომარეობაში. დაკეცვისას ეტლი ვერტიკალურად დგას, ხოლო ორივე მხრიდან დაკეცილი სავარძელი მუდამ ინარჩუნებს ოპტიმალურ სისუფთავეს.

დიდი გასაშლელი კაპიშონი UPF 50+

ძალიან კომფორტული და დიდი კაპიშონი იცავს თქვენი ბავშვის ძილს მზისა და ქარისგან.

დიდი გაძლიერებული კალათა

იქნება ეს პარკში გასეირნება თუ მაღაზიებში საყიდლებზე გასვლა, Book ეტლის ფართო კალათა ძალიან გამოგადგებათ. კალათის მარტივი ცატვირთვის სისტემით ყველაფერი ყოველთვის ხელთ არის. კალათზე დატანილი შუქამრეკლები უზრუნველყოფს უკეთეს ხილვადობას და საღამოს სეირნობას უფრო უსაფრთხოს ხდის.

დიდი კომფორტული სავარძელი

კომფორტი და ფუნქციონალერობა გარანტირებულია ფართო სავარძლის წყალობით, ხუთწერტილოვანი ღვედებით და ეკო ტყავისგან დამზადებული ბამპერით, რომელიც მარტივად იხსნება და იკეტება.

მსოფლიოში საუკეთესო მანქანის სავარძელი ახალშობილებისთვის

i-Size სტანდარტის გასაშლელი მანქანის სავარძელი ახალშობილებისთვის. სერთიფიცირებულია დაბადებიდან გამოსაყენებლად მანამ, სანამ ბავშვი მიაღწევს 87 სმ სიმაღლეს და წონას 13 კგ-ს (0-დან 15 თვემდე). Primo Viaggio Lounge მანქანის სავარძელი i-Size ბაზით დაჯილდოვებულია როგორც "საუკეთესო გასაშლელი მანქანის სავარძელი ახალშობილებისთვის" Stiftung Warentest, ADAC, ÖAMTC და TCS 2021 კრაშ ტესტებში (უსაფრთხოების ტესტებში) მაღალი შეფასება,  საბოლოო ქულით 1.7.

კომფორტული დაწვენა

ავტოსავარძლის გაშლა შესაძლებელია ეტლის ბაზაზე დაფიქსირებისას, ასევე მანქანაში Base i-Size ან Base Twist  ბაზის გამოყენებით (დამატებითი აქსესუარი).

კაპიშონი Pagoda

მანქანის სავარძლის დიდი გასაშლელი კაპიშონი UPF 50+ მზისგან დამცავით და ვენტილაციის ბადით.

კინეტიკური კაფსულები

ისინი ემსახურებიან ბავშვის დაცვას გვერდითი შეჯახების დროს, დარტყმის დატვირთვის შთანთქმით.

EPS

გაფართოებული ქაფპოლისტიროლის (EPS) ბალიშები უზრუნველყოფს შეჯახების დროს დარტყმის ენერგიის დამატებით შთანთქმას. ისინი საგრძნობლად ზრდიან დაცვისა და კომფორტის დონეს.

ადაპტირდება ბავშვის სიმაღლეზე

თავსადები და თასმები ერთდროულად რეგულირდება 6 პოზიციაში.

ორსაფეხურიანი ბალიში

დამატებითი კომფორტი, მხარდაჭერა და უსაფრთხოება დაბადებიდან. თავის ბალიში დამზადებულია სპეციალური ქაფისგან მეხსიერების ფუნქციით, ხოლო წელის საყრდენი პოლიურეთანის ქაფისგან.

მკერდის დამჭერი

მკერდის დამჭერი თასმების საიმედო ფიქსაციისთვის.

მოგზაურობის დროს

ბავშვის მოთავსება აუცილებელია მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მანამ, სანამ არ მიაღწევს სიმაღლეს 87 სმ. შეიძლება დამონტაჟდეს მანქანის სამწერტილოვანი ღვედების გამოყენებით, ან დახრილ მდგომარეობაში გამოყენებისთვის Base i-Size და მბრუნავი Base Twist ბაზის გამოყენებით (დამატებითი აქსესუარი).

მანქანიდან სასეირნოდ

ავტომატური მოთავსების სისტემა Peg Perego ეტლის შასიზე.

ვარიაციები

  ფერი ხელმისაწვდომობა ფასი  
Peg Perego Book Blue Shine - საბავშვო მოდულური სისტემის ეტლი - image 1 | Labebe Blue Shine
გაყიდვაშია
2,675 
Peg Perego Book Graphic Gold - საბავშვო მოდულური სისტემის ეტლი - image 1 | Labebe Graphic Gold
გაყიდვაშია
2,675 
Peg Perego Book Mon Amour - საბავშვო მოდულური სისტემის ეტლი - image 1 | Labebe Mon Amour
გაყიდვაშია
2,675 

მიმოხილვები

მიმოხილვები ვერ მოიძებნა

დანართი

აქ ჯერ არაფერია
ბუნებრივი მასალები
ულიმიტო გარანტია
ხარისხის სერთიფიკატები
მიწოდება ქვეყნის მასშტაბით

მსგავსი პროდუქტები

ბუდეები და კონვერტები
გაყიდვაშია
275 
ბუდეები და კონვერტები
გაყიდვაშია
165 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
85 
Perina Pink - ბავშვის მუსლინის საფენი - image 1 | Labebe
მარაგი ამოწურულია
მუსლინის საფენები
მარაგი ამოწურულია
45 
აბაზანის პირსახოცები
გაყიდვაშია
95 
Perina Bone Nuit - საწოლის ფარდა - image 1 | Labebe
მარაგი ამოწურულია
საწოლის ფარდები
მარაგი ამოწურულია
135 
აკვნები და მოსეს კალათები
გაყიდვაშია
995 
აბაზანის პირსახოცები
გაყიდვაშია
121 
Blanket Douceur Yoca Le Koala White - პლედი საბავშვო - image 1 | Labebe
მარაგი ამოწურულია
პლედები, საბნები და ბალიშები
მარაგი ამოწურულია
91 
მუსლინის საფენები
გაყიდვაშია
55