საბავშვო ეტლები

საბავშვო ეტლი სიცოცხლის პირველივე დღიდან ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი აქსესუარი ხდება. თანამედროვე ეტლი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ არის, არამედ ბავშვის პირველი კომპანიონია ცხოვრების აღმოჩენის გზაზე. ეს ის ადგილია, სადაც თქვენი შვილი თავს დაცულად გრძნობს, ეცნობა სამყაროს და თქვენ გვერდით პირველ თავგადასავლებს განიცდის. სწორედ ამიტომ საბავშვო ეტლი უნდა შეარჩიოთ განსაკუთრებული სიფრთხილითა და სიყვარულით.



ჩვენი მაღაზია გთავაზობთ საბავშვო ეტლების შთამბეჭდავ არჩევანს, რომელიც შექმნილია თქვენი კომფორტისა და ბავშვის უსაფრთხოებისთვის. ჩვენთან უსწრაფესად იპოვით მოდელებს, რომლებიც აერთიანებს ინოვაციურ ფუნქციონალს, დახვეწილ დიზაინსა და უმაღლეს ხარისხს. მოდით, ერთად ვაქციოთ ყოველი გასეირნება დაუვიწყარ და მყუდრო მოგზაურობად!



საბავშვო ეტლების ტიპები ჩვენს ასორტიმენტში



ლაბებე გთავაზობთ ეტლების სხვადასხვა ტიპს, რაც დაგეხმარებათ თქვენი ცხოვრების სტილსა და ბავშვის საჭიროებებზე მორგებული მოდელის შერჩევაში.



3x1 სამეული ეტლი



  • მრავალფუნქციური სისტემა, რომელიც მოიცავს ეტლის აკვანს, სასეირნო პოზიციის სავარძელსა და ავტომანქანის საბავშვო სავარძელს;
  • იდეალურია იმ მშობლებისთვის, ვისაც სურს მიიღოს ყველაფერი აუცილებელი ერთ კომპლექტში;


2x1 ორეული ეტლი



  • საბავშვო ორეული ეტლი შედარებით მსუბუქი და მოქნილი ვარიანტია მთელი ოჯახისთვის;
  • მოიცავს ეტლის აკვანს და სასეირნო პოზიციის სავარძელს, საჭიროების შემთხვევაში მოგვიანებით შეგიძლიათ დაამატოთ ავტომანქანის საბავშვო სავარძელი;


ეტლი რევერსული სავარძლით



  • ამ ტიპის ეტლი თანამედროვე მშობლების ყველაზე საყვარელი მოდელია, რადგან შესაძლებელია სავარძლის პოზიციის შეცვლა მოძრაობის მიმართულებით ან მის საპირისპიროდ. ასეთი ეტლზე ასევე შესაძლებელია აკვნის და ავტომანქანის სავარძლის დამატება;
  •  იდეალური არჩევანია იმისთვის, რომ თქვენს შვილთან მეტი კონტაქტი გქონდეთ ან/და მუდმივად ჰქონდეს სამყაროს შესწავლის შესაძლებლობა;


მსუბუქი სასეირნო ეტლი



  • კომპაქტური და მობილური მოდელი, რომლის გაშლა-დაკეცვა და გადატანა მარტივია;
  • შესანიშნავია მოგზაურობისთვის ან ქალაქში სეირნობისთვის;


ეტლი ტყუპებისთვის



  • მოდელი, რომელიც შექმნილია ორი ბავშვის კომფორტული გადაადგილებისთვის;
  • გამოიყენება როგორც ტყუპებისთვის, ისე ახლო ასაკის და-ძმებისთვის.


საუკეთესო ბრენდები მსოფლიო მასშტაბით



წარმოიდგინეთ ეტლი, რომელიც არა მხოლოდ კომფორტული და უსაფრთხოა თქვენი პატარასთვის, არამედ ცხოვრების ახალ სტილსაც გთავაზობთ. ჩვენი მაღაზია ამაყობს, რომ თანამშრომლობს საბავშვო ინდუსტრიის წამყვან ბრენდებთან, რომელთა პროდუქტები გამოირჩევა ინოვაციური ტექნოლოგიებით, დახვეწილი დიზაინითა და პრემიუმ კლასის ხარისხით.



Labebe Boutique-ში აღმოაჩენთ შემდეგ კომპანიებს:



Britax Römer - უსაფრთხოების ეტალონი


  • გერმანული ხარისხი და ინჟინერია, რომელიც წლების განმავლობაში ზრუნავს ბავშვის უსაფრთხოებაზე;
  • ბრენდის პროდუქცია გამოირჩევა ენერგიის შთანმთქმელი მასალების გამოყენებით, უსაფრთხოების მოწინავე სისტემითა და მარტივად რეგულირებადი მექანიზმებით;
  • საუკეთესო არჩევანი აქტიური ოჯახებისთვის - Britax Römer -ის ეტლები იდეალურია როგორც ურბანული ცხოვრებისთვის, ისე ბუნებაში სასეირნოდ.


Peg Perego - იტალიური ელეგანტურობა და პრაქტიკულობა


  • იტალიური პრემიუმ ხარისხი და დიზაინი ყოველთვის გამოირჩევა თავისი დახვეწილობით;
  • Peg Perego -ის საბავშვო ეტლები მშობლებს ნუსხავს ვიზუალით, განსაკუთრებული გამძლეობით, რაც განპირობებულია მაღალი ხარისხის მასალებით, რომლებიც წლების განმავლობაში ინარჩუნებს პირვანდელ იერს.


Foppapedretti - ბუნებრიობა და ინოვაცია


  • ეს იტალიური საბავშვო ბრენდი გამოირჩევა უნიკალური ელემენტებით, რომლებიც კომფორტსა და ესთეტიკას შესანიშნავად აერთიანებს;
  • კომპანიის ეტლები მშვენივრად ერწყმის ეკო-სტილს და ქმნის ბუნებრივ გარემოს ბავშვისთვის.


Inglesina - ლეგენდარული კომფორტი


  • ბრენდი, რომელმაც შექმნა განუმეორებელი ისტორია საბავშვო ეტლების ინდუსტრიაში;
  • კომპანიის ეტლები შექმნილია ისე, რომ ბავშვისთვის მაქსიმალური კომფორტი და მშობლებისთვის ესთეტიკური სიამოვნება უზრუნველყოს;
  • Inglesina - კლასიკა, რომელიც არასდროს ძველდება და საბავშვო ეტლის თითოეული მოდელი ყოველ სეზონზე აქტუალური და მოდურია.


Doona - ინოვაცია, რომელიც დროს წინ უსწრებს


  • Doona უნიკალური ბრენდია, რომელიც ტრანსფორმირებად ტექნოლოგიებს გთავაზობთ;
  • ეტლი და მანქანის სავარძელი ერთ პროდუქტში - მხოლოდ რამდენიმე წამში შეგიძლიათ გადააქციოთ ეტლი ავტომანქანის უსაფრთხო სავარძლად.


ამ ტოპ ბრენდებს, თუმცა სხვადასხვა სტილისა და უპირატესობით, აერთიანებს ერთი მთავარი ღირებულება - თქვენი ბავშვის ბედნიერება და უსაფრთხოება.



აირჩიეთ ბრენდი, რომელიც სრულყოფილად პასუხობს თქვენს საჭიროებებს - იქნება ეს Doona -ს ინოვაციური ტრანსფორმაცია, Inglesina -ს კლასიკური დახვეწილობა თუ Britax Römer -ის უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტი. ჩვენთან შეძენილი ეტლი თქვენი ბავშვის პირველი საუკეთესო თავგადასავლის დასაწყისი იქნება!



ჩვენი უნიკალური მაღაზია გთავაზობთ საბავშვო ეტლების სრულყოფილ არჩევანს, რომელიც პასუხობს როგორც თანამედროვე მშობლების მოთხოვნებს, ასევე პაწაწინების ყოველდღიურ საჭიროებებს. ლაბებეში შეგიძლიათ შეიძინოთ ხარისხიანი, უსაფრთხო და ესთეტიკურად მიმზიდველი ეტლები, რომლებიც გახდება თქვენი და თქვენი შვილის საყვარელი თანამგზავრი ყოველდღიურობაში. ჩვენთვის თქვენი პატარას კომფორტი და უსაფრთხოება - ყველაზე მთავარი ფასეულობაა!

კატეგორია საბავშვო ეტლები

სასარგებლო სტატიები

ჩვენი ბლოგი არის ცოდნის ბაზა ორსული ქალებისა და ახალგაზრდა დედების დასახმარებლად.
ჩვენ გვსურს გაგრძნობინოთ ზრუნვა თქვენზე და თქვენ პატარებზე.
ამ ბლოგიდან გაიგებთ, თუ როგორ შეურჩიოთ თქვენს პატარას საწოლის მატრასი, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვის მშვიდ და ჯანსაღ ძილს, რაც მას ყოველდღიურ ცხოვრებაში ჰარმონიულ განვითარებას უწყობს ხელს.
მშობლების უმეტესობა ფიქრობს, რომ დამოუკიდებლობის სწავლება ბავშვისთვის ნიშნავს გარკვეული მოვალეობების დაკისრებას, მაგრამ სინამდვილეში ეს პროცესია,.