Gogora - Made in Georgia - თაღის ოვალური სკამი (მრგვალი ჭრით)

10020-1
კითხვები
10020-1
160 
გაყიდვაშია

გოგორას მრავალფუნქციურ ოვალური/მრგვალი სკამი უნიკალურია თავისი ფორმებით და გამოყენების მრავალმხრივი შესაძლებლობით. იგი იდეალურ კომბინაციაშია მაგიდის ზედაპირის მქონე საქანელა თაღთან

მახასიათებლები

ბრენდი:
Gogora
მასალა:
  • მასიური წიფლის ხე
  • მასიური არყის ხე
  • ეკო-მეგობრული ლაქი და საღებავი წყლის ბაზაზე
ქვეყანა:
საქართველო

აღწერა

გოგორას მრავალფუნქციურ ოვალური/მრგვალი სკამი უნიკალურია თავისი ფორმებით და გამოყენების მრავალმხრივი შესაძლებლობით. იგი იდეალურ კომბინაციაშია მაგიდის ზედაპირის მქონე საქანელა თაღთან.

ოვალური სკამის მრავალფუნქციონირება ადრეული ასაკიდან შეგვიძლია გამოვიყენოთ, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ბარაბნის ტიპის სათამაშოების გაგორებით ბავშვი თვალის და სხეულის შეთანხმებულ მუშაობას, კოორდინაციას სწავლობს. ოვალური სკამის გისოსებში შესაძლებელია კონტრასტული და ფერადი ნივთების განთავსება, ხოლო სკამის ფორმები გვეხმარება გავაგოროთ ის და  გაგორებით მივიღოთ ჩვილებისთვის  სახალისო თამაში.

ოვალური სკამი გამოიყენება, როგორც სათამაშოების სათავსოც. მისი დიზაინი შესაძლებლობას გვაძლევს განვათავსოთ მასში პატარა ზომის სათამაშოები, და ვაქციოთ ეს ფუნქცია საოცარ აქტივობად, გამოაძვრინოს პატარამ სათამაშოები გისოსებიდან, ბარიერებიდან და დააბრუნოს უკან, ამ აქტივობით ბავშვი განივითარებს წვრილ, ნატიფ მოტორულ, პრობლემის გადაჭრის და ლოგიკური აზროვნების უნარებს.

ოვალური სკამი თქვენი შვილის პატარა მეგობარი იქნება, რომელიც თაღის მაგიდასთან აქტივობების და თამაშის მეგზურობას გაუწევს, რათა პატარამ უსაფრთხოდ და ხალისიანად გაატაროს დრო. მისი უნიკალურობა არ მთავრდება და ყველა ასაკშია შესაძლებელი მისი გამოყენება როგორც განვითარების ხელშემწყობი რესურსი.

ზომები და ტექნიკური ინფორმაცია:

ზომა (L x W x H):  31/37/30სმ

ფანერის სისქე: 15მმ

ჯოხის სისქე: 24.5მმ

ასაკობრივი ჯგუფი: 6 თვიდან

გოგორას თითოეული პროდუქტი დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა არატოქსიკური მასალისგან. იდეალურად დამუშავებული გლუვი ზედაპირი და მომრგვალებული კიდეები ბავშვის უსაფრთხოების გარანტიაა.

ჩვენი ყველა პროდუქტი მარტივად დასაშლელი და ასაწყობია, რაც უზრუნველყოფს, საჭიროების შემთხვევაში, პროდუქტის ადვილად დასაწყობებას. პროდუქტების აწყობა მარტივია თანდართული ინსტრუქციით. სასურველია, პროცესში ჩაერთონ პატარებიც, რაც დამატებით სახალისო ოჯახურ აქტივობად იქცევა.

ვარიაციები

აქ ჯერ არაფერია

მიმოხილვები

მიმოხილვები ვერ მოიძებნა

დანართი

აქ ჯერ არაფერია
ბუნებრივი მასალები
ულიმიტო გარანტია
ხარისხის სერთიფიკატები
მიწოდება ქვეყნის მასშტაბით

მსგავსი პროდუქტები

მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
95 
საბავშვო ზეწრები
გაყიდვაშია
54