Gogora - Made in Georgia - საცოცი თაღი მაგიდის ზედაპირით
Please sign in so that we can notify you about a reply
მახასიათებლები
- მასიური წიფლის ხე
- მასიური არყის ხე
- ეკო-მეგობრული ლაქი და საღებავი წყლის ბაზაზე
აღწერა
წარმოიდგინეთ, რამდენი ძალისხმევა სჭირდება ბავშვს რომ მისმა სხეულმა დაიწყოს აქტიური, მიზანმიმართული და დამოუკიდებელი აქტივობები. განვითარება ადრეული ასაკიდან იწყება და როგორც სპეციალისტები გვირჩევენ ამ შესაძლებლობებზე დაბადებიდან უნდა ვიზრუნოთ.
უნიკალური, მრავალფუნქციური პროდუქტი – საცოცი თაღი შექმნილია ბავშვის ფიზიკური განვითარების, დამოუკიდებლობისა და უსასრულო თამაშების ხელშეწყობისთვის. იგი ავითარებს ბავშვის ფანტაზიას და მის შემოქმედებით შესაძლებლობებს. შესაძლოა, პატარებმა მას მრავალი დანიშნულება მოუძებნონ, გამოიყენონ როლური, დრამატული თამაშებისთვის, რაც სოციალური გამოცდილებების დაგროვებაში დაეხმარებათ. თაღი სხვადასხვა პოზიციაში შესაძლოა გადააქციონ:
- სათამაშოების საკიდად (mobile)
- ხიდად
- გვირაბად
- ციხე-სიმაგრედ
- ფეხბურთის კარად
- კარვად
- მაგიდად
- საქანელად
- საყრდენად
- სათამაშოების სათავსოდ
სამყაროს შეცნობას ბავშვი დაბადებიდან იწყებს, აკვირდება ფერებს, ფორმებს. საცოცი თაღის სათამაშოების საკიდად გამოყენება შესაძლებლობას გვაძლევს დავეხმაროთ ბავშვის მხედველობის განვითარებას, ვიზუალურ სტიმულაციას, ვიზუალურ-სივრცით აღქმას, თვალის და ხელის კოორდინაციას.
ზრდასთან ერთად თაღი მეტ დატვირთვას იძენს. ის ხდება საყრდენი პატარას დგომისა და სიარულის სტიმულირებისთვის. პირველი ნაბიჯებისთვის საიმედო საყრდენად და უსაფრთხო ბარიერად საცოცი თაღის გამოყენება მისი ერთ-ერთი უნიკალური თვისებაა, რადგან წვრილი კუნთების მუშაობა წინ უსწრებს მსხვილი მოტორული უნარების განვითარებას, რომელიც ხოხვის, წამოჯდომის, წამოდგომის, მიყრდნობის და პირველი ნაბიჯების უსაფრთხოდ განხორციელებაში გამოიხატება. მასზე აცოცება თვეების პატარას გაუძლიერებს კუნთებს, წონასწორობასა და სივრცის აღქმის უნარს.
1 წლიდან ცოცვის დროსაც პატარებს უვითარდებათ კოორდინაციისა და მოტორული უნარები, სწავლობენ სხეულის კონტროლს და ძლიერდებიან ფიზიკურად. საფრთხეების, სირთულეების გადალახვისას ისინი აფასებენ საკუთარ შესაძლებლობებს, ეჩვევიან დამოუკიდებლობას და მეტად თავდაჯერებულნი ხდებიან.
ნატიფ და უხეშ მოტორულ უნარ-ჩვევებთან ერთად თაღი ეხმარება სოციალური უნარებისა და ემოციური ინტელექტის განვითარებას, როდესაც მისი გამოყენებით ბავშვები ერთმანეთთან ურთიერთობენ.
მაგიდის ზედაპირი საშუალებას იძლევა, თაღი გადაკეთდეს სამუშაო, სახატავ, სამეცადინო სივრცედაც კი. რაც ფანტაზიის და აღმასრულებელი ფუნქციების განვითარებას უწყობს ხელს. მაგიდის პოზიცია იდეალურ კომბინაციაშია გოგორას მრგვალ სკამთან, რომელიც თავისი პრაქტიკულობით მნიშვნელოვანი დამხმარეა.
ზომები და ტექნიკური ინფორმაცია:
ზომა (L x W x H): 97/60/50სმ
საფეხური ჯოხების რაოდენობა: 10 ცალი.
კარკასის სისქე: 15მმ
ჯოხების სისქე: 24.5მმ
ასაკობრივი ჯგუფი: 6 თვიდან 6 წლამდე
თაღი იდეალურად თავსებადია გოგორას სხვა აქტივობის პროდუქტებთან (იხ: https://shorturl.at/joQV6 )
გოგორას თითოეული პროდუქტი დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა არატოქსიკური მასალისგან. იდეალურად დამუშავებული გლუვი ზედაპირი და მომრგვალებული კიდეები ბავშვის უსაფრთხოების გარანტიაა.
ჩვენი ყველა პროდუქტი მარტივად დასაშლელი და ასაწყობია, რაც უზრუნველყოფს, საჭიროების შემთხვევაში, პროდუქტის ადვილად დასაწყობებას. პროდუქტების აწყობა მარტივია თანდართული ინსტრუქციით. სასურველია, პროცესში ჩაერთონ პატარებიც, რაც დამატებით სახალისო ოჯახურ აქტივობად იქცევა.
ვარიაციები
მიმოხილვები
მიმოხილვები ვერ მოიძებნა