Gogora - Made in Georgia - საცოცი სამკუთხედი (კეცვადი)

10200
კითხვები
10200
420 
გაყიდვაშია

საცოცი სამკუთხედი საუკეთესო პროდუქტია მცირეწლოვანი ბავშვების ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის, მისი რეგულარულად გამოყენება ხელს უწყობს მოქნილობისა და მოძრაობების სიზუსტის განვითარებას

მახასიათებლები

ბრენდი:
Gogora
მასალა:
  • მასიური წიფლის ხე
  • მასიური არყის ხე
  • ეკო-მეგობრული ლაქი და საღებავი წყლის ბაზაზე
ქვეყანა:
საქართველო

აღწერა

საცოცი სამკუთხედი საუკეთესო პროდუქტია მცირეწლოვანი ბავშვების ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის, მისი რეგულარულად გამოყენება ხელს უწყობს მოქნილობისა და მოძრაობების სიზუსტის განვითარებას.

საცოცი სამკუთხედი ჩვენთვის განსაკუთრებულად საყვარელი პროდუქტია, რომლის შესწავლაც 2020 წლიდან დავიწყეთ. მსოფლიო ბაზარზე არსებული საცოცი სამკუთხედების მოდელებისა და ზომების გათვალისწინებით, ასევე, ბლოგებსა და სხვადასხვა ონლაინპლატფორმაზე მშობელთა რეკომენდაციების შესწავლის შედეგად არჩევანი პიტერ ანგლეას მოდელზე შევაჩერეთ, რომელიც მარტივად დასაკეცი და მყარი კონსტრუქციით გამოირჩევა.

ავეჯის წარმოებისას სტანდარტიზებული გვაქვს უსაფრთხოების ზოგადი წესები:

  • ავეჯის ყველა გვერდი/კუთხე მომრგვალებულია;
  • ავეჯის დაფების ყველა შიდა და გარე კუთხე/დეტალი მომრგვალებულია
  • კონსტრუქცია არის მყარი და უძლებს 50 კგ-ს;
  • ჭანჭიკების თავები გათანაბრებულია ავეჯის დაფის ზედაპირებთან. ბავშვის სხეული დაცულია ჭანჭიკისგან დაზიანებისაგან;
  • ზედაპირები არის გლუვი, დამუშავებულია იდეალურად, გამორიცხულია ხის მცირე ნაწილაკებით ბავშვის დაზიანების ალბათობა;
  • ჭრილების ზომები არის 10 სმ-ზე ნაკლები, გათვალისწინებულია ბავშვის თავის გარშემოწერილობა.

ფიგურებიანი ჭრა ხელს უწყობს განსხვავებული ფორმების შეცნობასა და ახალი თავგადასავლების გამოგოგონებას. დაფის მხარეს კი შესაძლებელია ჩამოსრიალება.

საცოცი სამკუთხედი საუკეთესო პროდუქტია მცირეწლოვანი ბავშვების უსასრულო თამაშებისთვის, ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის. იგი უნგრელმა პედიატრმა ემი პიკლერმა შექმნა, 1930-იან წლებში. მას სჯეროდა, რომ ბავშვებს უნდა მიეცეთ თავისუფლება, გადაადგილდნენ და გამოიკვლიონ გარემო მათთვის ხელსაყრელი ტემპით. ამ ტიპის კვლევა გადამწყვეტია ბავშვის ფიზიკური, ემოციური და კოგნიტური განვითარებისთვის.

სამკუხედი თავისი უნიკალურობიდან და მრავალფუნქციურობიდან გამომდინარე გამოიყენება 6 თვიდან დაახლოებით 5-6 წლამდე. მისი რეგულარულად გამოყენებისას  პატარები ივითარებენ კოორდინაციისა და მოტორულ უნარებს, სწავლობენ სხეულის კონტროლს და ძლიერდებიან ფიზიკურად.

ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად პიკლერის საცოცი სამკუთხედის გამოყენების

გზები უფრო მრავალფეროვანი ხდება.

გთავაზობთ იდეებს თქვენი და პატარების ერთობლივი თამაშისთვის 18 თვის ზედა ასაკის ბავშვების შემთხვევაში:

  • დადგით საცოცი სამკუთხედი ოთახის შუაში და რიგ-რიგობით ისროლეთ ბურთი. ვინც გააძვრენს ,,კარებში“ მოგებულიც ისაა;
  • თუკი თოჯინებით თამაში თქვენი შვილის საყვარელი საქმიანობაა, ალბათ მათ ვითომ-ვითომ ტანსაცმელებს გარეცხვა და გაფენაც სჭირდებათ. ნეტავ სად გავფენთ თოჯინის ტანსაცმელს?
  • როცა თოჯინა სახლის საქმიანობით დაიღლება, პიკლერის სამკუთხედზე ჰამაკი გააკეთეთ, სადაც იგი დასვენებას მოახერხებს ძალების აღსადგენად.
  • გამოიყენეთ საცოცი სამკუთხედი თოჯინების თეატრისთვის. ჩამოაფარეთ ნაჭერი და შექმენით სცენა, გაათამაშეთ თქვენი პატარასთვის არსებული აქტუალური საკითხები. მაგალითად კატამ ძაღლის საყვარელი სათამაშო აიღო, ძაღლი კი ძალიან გაბრაზებულია. პრობლემის გადაჭრის გზა ბავშვებს მიანდეთ და ისიამოვნეთ პროცესით.

ამ დროს არ დაგავიწყდეთ, რომ თამაშში ყველაფრის მოსინჯვა შეიძლება. თამაშისას წესებს ბავშვები ადგენენ, ჩვენ, უფროსები კი ვყვებით. თუკი რაიმე კომენტარის გაკეთება მოგინდებათ - თამაშშივე შემოიტანეთ პრობლემის გადაჭრის ადეკვატური გზა, მაგალითად: კატა იტყვის, რომ გონება გაუნათდა და იდეა მოუვიდა, რომ დრო დაინიშნონ და რიგ-რიგობით გაინაწილონ სათამაშო.

გახსოვდეთ, რომ ბედნიერი გონება - ბედნიერ ცხოვრებას უდრის! აჩუქეთ საკუთარ თავს ბავშვთან ერთად გატარებული სასიამოვნო მომენტები. იყავით იმ მომენტში და ბავშვთან.

სამკუთხედის კონსტრუქცია არ საჭიროებს კედელზე მიმაგრებას, თავისუფლად შეიძლება მისი გადაადგილება. კომპაქტურია და ადვილად კეცვადი, რაც შესაძლებლობის იძლევა მოთავსდეს ნებისმიერ ადგილას, მათ შორის, დაიკიდოს კედელზე.

ზომები და ტექნიკური ინფორმაცია:

ზომა (L x W x H):  97/58/86სმ                                                                                       

კონსტრუქცია უძლებს: 50კგ-ს

საფეხური ჯოხების რაოდენობა: 13 ცალი.                                                         

ფანერის სისქე: 18მმ                                                     

ჯოხების სისქე: 24.5მმ                                              

ჯოხებს შორის მანძილი: არაუმეტეს 10 სმ                                                                                                     

ასაკობრივი ჯგუფი: 6 თვიდან 6 წლამდე                                                                                                                                                                      

საცოცი სამკუთხედი იდეალურად თავსებადია გოგორას სხვა აქტივობის პროდუქტებთან (იხ: https://shorturl.at/joQV6)                                                                                                               

გოგორას თითოეული პროდუქტი დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა არატოქსიკური მასალისგან. იდეალურად დამუშავებული გლუვი ზედაპირი და მომრგვალებული კიდეები ბავშვის უსაფრთხოების გარანტიაა.

ჩვენი ყველა პროდუქტი მარტივად დასაშლელი და ასაწყობია, რაც უზრუნველყოფს, საჭიროების შემთხვევაში, პროდუქტის ადვილად დასაწყობებას. პროდუქტების აწყობა მარტივია თანდართული ინსტრუქციით. სასურველია, პროცესში ჩაერთონ პატარებიც, რაც დამატებით სახალისო ოჯახურ აქტივობად იქცევა.

ვარიაციები

აქ ჯერ არაფერია

მიმოხილვები

მიმოხილვები ვერ მოიძებნა

დანართი

აქ ჯერ არაფერია
ბუნებრივი მასალები
ულიმიტო გარანტია
ხარისხის სერთიფიკატები
მიწოდება ქვეყნის მასშტაბით