Gogora - Made in Georgia - სათამაშოების თარო ზედა სათავსოთი

10042
კითხვები
10042
580 
გაყიდვაშია

დამოუკიდებლობის, არჩევანის გაკეთების და ორგანიზებულობის წახალისება ადრეული ასაკიდანვე მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ბავშვს ჰქონდეს გამოყოფილი სივრცე, თუნდაც მხოლოდ თარო, სადაც მისი კუთვნილი ნივთები იქნება განლაგებული

მახასიათებლები

ბრენდი:
Gogora
მასალა:
  • მასიური წიფლის ხე
  • მასიური არყის ხე
  • ეკო-მეგობრული ლაქი და საღებავი წყლის ბაზაზე
ქვეყანა:
საქართველო

აღწერა

დამოუკიდებლობის, არჩევანის გაკეთების და ორგანიზებულობის წახალისება ადრეული ასაკიდანვე მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ბავშვს ჰქონდეს გამოყოფილი სივრცე, თუნდაც მხოლოდ თარო, სადაც მისი კუთვნილი ნივთები იქნება განლაგებული. ამისათვის, გოგორა სათამაშოების ღია თაროების ფართო არჩევანს გთავაზობთ.

ღია თაროები მონტესორის მეთოდოლოგიასთან მეგობრულ ბავშვთა ავეჯს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, ვინაიდან იგი ქმნის ბავშვზე ორიენტირებულ გარემოს.

თაროების დიზაინი შესაძლებლობას გვაძლევს სათამაშოები განვათავსოთ როტაციით, მოვარგოთ სხვადასხვა თემას, დავგეგმოთ სტრუქტურირებული სასწავლო გარემო ან შევთავაზოთ სენსო-მოტორული, კონსტრუქციული, წარმოსახვითი, სოციალურ-როლური ან გარკვეულ წესებზე დაფუძნებული თამაში.

მონტესორის სათამაშოების თარო უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სათავსო. თაროს ზომები მორგებულია ბავშვის სიმაღლეს, ხოლო წინა ნაწილი სრულად ღიაა, რაც მასზე განლაგებულ ნივთებს პატარასთვის ადვილად ხელმისაწვდომს ხდის ზრდასრულთა დახმარების გარეშეც.

ღია თაროებზე შეგიძლიათ მოათავსოთ სათამაშოები და სხვადასხვა სახის განმავითარებელი მასალები, ხოლო მათი ადვილად ხელმისაწვდომობით პატარები სწავლობენ პასუხისმგებლობის აღებას საკუთარ ნივთებზე და სათამაშო აქტივობებთან დაკავშირებით დამოუკიდებელი არჩევანის გაკეთებას. ამგვარი მიდგომა ახალისებს ბავშვის:

  • დამოუკიდებლობას;
  • თავისუფლებას;
  • თვითდაჯერებულობას

თარო იდეალურია ჩვილებისთვისაც. ხოხვის ან ჯდომის პოზიციაზე მათთვის მარტივია სასურველი სათამაშოს აღება. თარო არის ერთგვარი საყრდენიც, რომლის დახმარებითაც ჩვილი შეძლებს წამოდგომას და სიარულის სტიმულირებას.


ზომები და ტექნიკური ინფორმაცია:

პროდუქტის ზომა (L x W x H): 79/40/60 სმ

კარკასის სისქე: 18მმ

ზედა სათავსოების რაოდენობა: 8 კუბიკი

ასაკობრივი ჯგუფი: 6 თვიდან

ღია თაროების მრავალფეროვანი არჩევანი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს საიტზე (იხ: https://shorturl.at/ekDN2 ).


გოგორას თითოეული პროდუქტი დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა არატოქსიკური მასალისგან. იდეალურად დამუშავებული გლუვი ზედაპირი და მომრგვალებული კიდეები ბავშვის უსაფრთხოების გარანტიაა.

ჩვენი ყველა პროდუქტი მარტივად დასაშლელი და ასაწყობია, რაც უზრუნველყოფს, საჭიროების შემთხვევაში, პროდუქტის ადვილად დასაწყობებას. პროდუქტების აწყობა მარტივია თანდართული ინსტრუქციით. სასურველია, პროცესში ჩაერთონ პატარებიც, რაც დამატებით სახალისო ოჯახურ აქტივობად იქცევა.

ვარიაციები

აქ ჯერ არაფერია

მიმოხილვები

მიმოხილვები ვერ მოიძებნა

დანართი

აქ ჯერ არაფერია
ბუნებრივი მასალები
ულიმიტო გარანტია
ხარისხის სერთიფიკატები
მიწოდება ქვეყნის მასშტაბით

მსგავსი პროდუქტები

ხელნაქსოვი ხალიჩები
წინასწარ შეკვეთით
1,197 
ავეჯი მონტესორი
გაყიდვაშია
681 
ავეჯი მონტესორი
გაყიდვაშია
1,479 
ქართული წარმოების მონტესორის ავეჯი
გაყიდვაშია
420 
ქართული წარმოების მონტესორის ავეჯი
გაყიდვაშია
180 
ქართული წარმოების მონტესორის ავეჯი
გაყიდვაშია
190 
ქართული წარმოების მონტესორის ავეჯი
გაყიდვაშია
160