Gogora - Made in Georgia - სასწავლო კოშკი (მრგვალი ჭრით)

10101-2
კითხვები
10101-2
360 
გაყიდვაშია

სასწავლო კოშკი მონტესორის მეთოდოლოგიასთან მეგობრული ბავშვთა ავეჯიდან ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო და პოპულარული პროდუქტია, ვინაიდან იგი ბავშვის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, თვითდაჯერებულობას უწყობს ხელს და უსასრულო თამაშების სამყაროში საუკეთესო მეგზურია

მახასიათებლები

ბრენდი:
Gogora
მასალა:
  • მასიური წიფლის ხე
  • მასიური არყის ხე
  • ეკო-მეგობრული ლაქი და საღებავი წყლის ბაზაზე
ქვეყანა:
საქართველო

აღწერა

სასწავლო კოშკი მონტესორის მეთოდოლოგიასთან მეგობრული ბავშვთა ავეჯიდან ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო და პოპულარული პროდუქტია, ვინაიდან იგი ბავშვის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, თვითდაჯერებულობას უწყობს ხელს და უსასრულო თამაშების სამყაროში საუკეთესო მეგზურია:

  • ორი საფეხურის დახმარებით ბავშვები თავად ძვრებიან კოშკზე,
  • შეუძლიათ მიწვდნენ მაგიდას,
  • შეუძლიათ ითამაშონ ნიჟარასთან წყალში,
  • დაიბანონ ხელ-პირი დამოუკიდებლად.

მას შემდეგ რაც სამყაროს აღმოაჩენენ, პატარები სულ უფრო და უფრო ცნობისმოყვარეები ხდებიან, რაც განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია და სწორ დროს, სწორ ასაკში მხარდაჭერას საჭიროებს. ბავშვის განვითარების ყველა ეტაპზე მხარდამჭერი და ადეკვატური გარემო შეგვიძლია იმ დეტალებით გავიმარტივოთ, რომლებიც ბავშვს და  მშობელს დაეხმარება თავდაჯერებულობაში, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.

როდესაც ბავშვები თავად აკეთებენ რაიმეს სრულიად დამოუკიდებლად, ეს მათ თვითშეფასებასა და თვითკმაყოფილების განცდაზე პირდაპირ აისახება. კოშკის დახმარებით ჩნდება მრავალფეროვანი გამოცდილებებისა და ტანთან დაკავშირებული უნარების განვითარების თანადროული შესაძლებლობა. იგი ხელს უწყობს მსხვილი და წვრილი მოტორიკის განვითარებას, გუნდური მუშაობის უნარის აღმოჩენას და დახვეწას.

მიეცით ბავშვებს საშუალება ჩაერთონ სამზარეულოს აქტივობებში თქვენთან ერთად. მშობელთან ინტერაქციული პროცესი დაეხმარება ბავშვს მეტყველების განვითარებაში, საკუთარი აზრის დაფიქსირებაშიი და აღმოჩენებში. სთხოვეთ გაგირეცხოთ მაგალითად კარტოფილი, სანამ იგი წყლით და კარტოფილით გაერთობა - თქვენ სადილის მომზადებას მშვიდად მოახერხებთ. სამზარეულოში გატარებული საათები საუკეთესო შეკავშირების დროა თქვენსა და თქვენს პატარას შორის, საკვებით თამაშის უპირატესობა კი ისიც გახლავთ, რომ რაც უფრო მეტად ექნება ბავშვს შესაძლებლობა დაინახოს, შეეხოს და შეისწავლოს ინგრედიენტები, რომლებსაც სადილისთვის იყენებთ, მით უფრო დიდია შანსი, რომ იგი სიამოვნებით მიირთმევს მას.

სასწავლო კოშკს გააჩნია ერთი საფეხური და პლატფორმის სამი რეგულირებადი დონე. ამასთან, ჩვენი ამერიკული სტანდარტის შესაბამისი დამცავები, ჯებირი მკერდისა და ზურგის მხარეს მაქსიმალურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. კოშკი სრულიად უსაფრთხოა ბავშვებისთვის. დიზაინიდან გამომდინარე სრულად დაცულია გადაყირავებისგან. შესაბამისად მეტი ხარისხიანი დროის გატარების შესაძლებლობა გეძლევათ ერთად.

ვარიაციები

აქ ჯერ არაფერია

მიმოხილვები

მიმოხილვები ვერ მოიძებნა

დანართი

აქ ჯერ არაფერია
ბუნებრივი მასალები
ულიმიტო გარანტია
ხარისხის სერთიფიკატები
მიწოდება ქვეყნის მასშტაბით