Gogora - Made in Georgia - მონტესორის წიგნების კარადა (S)

10040-1
კითხვები
10040-1
190 
გაყიდვაშია

მონტესორის წიგნების კარადა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ავეჯი. ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას აძლევს თქვენს შვილს ისწავლოს და განვითარდეს დამოუკიდებლად. იგი ფუნქციონალურობისა და დახვეწილი სტილის იდეალური კომბინაციით გამოირჩევა

მახასიათებლები

ბრენდი:
Gogora
მასალა:
  • მასიური წიფლის ხე
  • მასიური არყის ხე
  • ეკო-მეგობრული ლაქი და საღებავი წყლის ბაზაზე
ქვეყანა:
საქართველო

აღწერა

ამბები წიგნებიდან წარუშლელ კვალს ტოვებს ჩვენი შვილების ფანტაზიის განვითარებასა და ზღაპრული გამოცდილებების შეძენაზე: საოცრებათა ქვეყანაში მოგზაურობა, წვიმაში ყვავილების მორწყვა, ჯადოსნური ჯოხის მოქნევა და გოგრის ეტლად გადაქცევა, დინოზავრებზე საინტერესო ფაქტები და ჯიუტი ტოპო-ლინას ამბები, ის საინტერესო გამოცდილებებია, რომლებსაც დაორგანიზებულად, ხელმისაწვდომად და თვალსაჩინოდ უნდა ვთავაზობდეთ პატარა მკითხველებს. 

მონტესორის წიგნების კარადა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ავეჯი. ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას აძლევს თქვენს შვილს ისწავლოს და განვითარდეს დამოუკიდებლად. იგი ფუნქციონალურობისა და დახვეწილი სტილის იდეალური კომბინაციით გამოირჩევა.  მისი დახმარებით ბავშვები ორგანიზებულ გარემოში წარმოსახვითი, უსასრულო თამაშების სამყაროში მოგზაურობენ.

თაროს დიზაინი და  დანიშნულება ხელს უწყობს ბავშვის მკითხველად ჩამოყალიბებას, რაც შესანიშნავი საშუალებაა ბავშვის:

  • ცნობიერებისა და ფანტაზიის,
  • მსხვილი მოტორული უნარების,
  • კოგნიტური და შემეცნებითი,
  • შემოქმედებითი და დასწავლის უნარების განვითარებისთვის.

თარო, რომელიც მონტესორის ფილოსოფიითაა შექმნილი უადვილებს პატარა ხელებს საყვარელ ისტორიებზე წვდომას, აძლევს მას შესაძლებლობას აირჩიოს სასურველი წიგნი და გამოყენების შემდეგ დააბრუნოს თაროზე, რაც მნიშვნელოვანი პრაქტიკული უნარია. თაროს დიზაინი  მშობელს და მასწავლებელს ეხმარება წიგნის როტაციაში, რაც მნიშვნელოვანი აქტივობაა, რომ ბავშვმა შეინარჩუნოს ყურადღება და ინტერესი კონკრეტული თემის, საკითხის მიმართ, მიიღოს შეთავაზებულ თემებზე სხვადასხვა ტიპის ტექსტები, შეინარჩუნოს ძიების და აღმოჩენის შესაძლებლობა. წიგნების ღია კარადა წაახალისებს ლიტერატურის სიყვარულს, წიგნისადმის ინტერესს და დაგეგმვის უნარებს.

მონტესორის წიგნის ღია კარადები გამორჩევა ტევადობით. მასში შეგიძლიათ მოათავსოთ სხვადასხვა ზომის წიგნები. მრავალფუნქციური პროდუქტი შეიძლება გამოიყენოთ სათამაშოების, თავსატეხების ან სხვა საყვარელი ნივთების განსათავსებლადაც.

ზომები და ტექნიკური ინფორმაცია:

ზომა (L x W x H): 40/33/34სმ

ასაკობრივი ჯგუფი: 6 თვიდან.

ფანერის სისქე: 15მმ

გოგორას თითოეული პროდუქტი დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა არატოქსიკური მასალისგან. იდეალურად დამუშავებული გლუვი ზედაპირი და მომრგვალებული კიდეები ბავშვის უსაფრთხოების გარანტიაა.

ჩვენი ყველა პროდუქტი მარტივად დასაშლელი და ასაწყობია, რაც უზრუნველყოფს, საჭიროების შემთხვევაში, პროდუქტის ადვილად დასაწყობებას. პროდუქტების აწყობა მარტივია თანდართული ინსტრუქციით. სასურველია, პროცესში ჩაერთონ პატარებიც, რაც დამატებით სახალისო ოჯახურ აქტივობად იქცევა.

ვარიაციები

აქ ჯერ არაფერია

მიმოხილვები

მიმოხილვები ვერ მოიძებნა

დანართი

აქ ჯერ არაფერია
ბუნებრივი მასალები
ულიმიტო გარანტია
ხარისხის სერთიფიკატები
მიწოდება ქვეყნის მასშტაბით