Erbesi Timidone Bianco - საბავშვო საწოლი გორგოლაჭებით

8056515937968
კითხვები
8056515937968
1,770 
გაყიდვაშია
Erbesi Timidone - იტალიური საბავშვო საწოლი მყუდრო ადგილია ძილისთვის და დროის უმეტესი ნაწილის გასატარებლად 0 თვიდან 4-5 წლამდე. საწოლის ფასადზე დაბინავებული ზღაპრული პერსონაჟები ბავშვის ძილის დარაჯებად და საუკეთესო მეგობრებად იქცევიან

მახასიათებლები

ბრენდი:
Erbesi
კოლექცია:
Timidone
მასალა:
  • მასიური წიფლის ხე
  • ეკო-მეგობრული ლაქი და საღებავი წყლის ბაზაზე
  • მაღალი სიმკვრივის ფილა (HDF)
ფორმა:
მართკუთხედი
გაბარიტული ზომები:
132 X 72 X 103H
მატრასის ზომა:
125 X 65
ფერი:
ქვიშისფერი
უჯრა:
უჯრით
დამატებითი ფუნქციები:
  • რეგულირებადი / მოხსნადი მოაჯირი
  • მატრასის დონის სიმაღლეში რეგულირება
  • მატრასის ზომა 125 X 65 (მატრასი იყიდება ცალკე)
ქვეყანა:
იტალია

აღწერა

Erbesi - სახელი, რომელიც იტალიური საბავშვო ავეჯის სამყაროს განუყოფელი ნაწილია თავისი ექსკლუზიური, ზღაპრული და უსაფრთხო საბავშვო პროდუქციით. ხუთ ათწლეულზე მეტი ხნის წინ დაარსებული Erbesi -ს საბავშვო ავეჯი დომინირებს ევროპულ ბაზარზე და ყველაზე პატარა ადამიანების კომფორტისთვის თანამედროვე და კლასიკური ელემენტების შერწყმით, უნიკალურ ავეჯს ქმნის.

ბრენდი მთლიანად ორიენტირებულია საბავშვო საძინებლების აღჭურვაზე და ამ მიმართულებით აწარმოებს საწოლებს, კარადებს, კომოდებსა და თეთრეულს. ავეჯში ჩაქსოვილი სიყვარული და ბრენდის მუდმივი ერთგულება ბავშვებისა და მათი მშობლების მიმართ, ნებისმიერ სივრცესა და დროში ჯადოსნურობას ატრიალებს.

მაგრამ Erbesi -ს ღირებულებები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება - უსაფრთხოება კომპანიის საკვანძო სიტყვაა. თითოეული საბავშვო ავეჯი დამზადებულია ხარისხის უმაღლესი სტანდარტებისა და ევროკავშირის მიერ ამ სათუთ სფეროში დადგენილი უმკაცრესი რეგულაციების დაცვით.

საბავშვო ავეჯი, რომელიც ბავშვის სიცოცხლის პირველივე წამებში პატარების გვერდით ჩნდება, მზადდება ეკოლოგიურად სუფთა მასალებით. მასიური წიფლის ხისგან და უსაფრთხო, წყლის ბაზაზე დამზადებული საღებავით დაფარული ავეჯი შექმნილია მომრგვალებული კუთხეებით, რაც ბავშვის ფიზიკური დაზიანების რისკებს გამორიცხავს.

კლასიკური სტილის, მართკუთხედი ფორმის საბავშვო საწოლი, მატრასის და გვერდითა მოაჯირის რეგულირებადი დონეების წყალობით გათვლილია 0 თვიდან 4-5 წლამდე პატარებისთვის. მის გადაადგილებას წამები სჭირდება და გორგოლაჭებიც საიმედოდ ფიქსირდება. საწოლის უჯრაც მოძრავია - ნებისმიერ მხარეს შეგიძლიათ მისი დამაგრება.

ვარიაციები

აქ ჯერ არაფერია

მიმოხილვები

მიმოხილვები ვერ მოიძებნა

დანართი

აქ ჯერ არაფერია
ბუნებრივი მასალები
ულიმიტო გარანტია
ხარისხის სერთიფიკატები
მიწოდება ქვეყნის მასშტაბით