SKV Company Babyton Natural - ხის საბავშვო საწოლი გორგოლაჭებით

4650259584033
კითხვები
4650259584033
365 
გაყიდვაშია

ყველაზე მარტივი, ფუნქციონალური და ბიუჯეტური მოდელი ჩვენ კოლექციაში 0-დან 4-5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. აერთიანებს ტრადიციულ დიზაინსა და ფუნქციონალობას

მახასიათებლები

ბრენდი:
SKV Company
კოლექცია:
Babyton
მასალა:
  • მასიური არყის ხე
  • ეკო-მეგობრული ლაქი და საღებავი წყლის ბაზაზე
ფორმა:
მართკუთხედი
გაბარიტული ზომები:
125 X 72 105H
მატრასის ზომა:
120 X 60
ფერი:
არყის ხის ფერი
უჯრა:
უჯრის გარეშე
დამატებითი ფუნქციები:
  • მოხსნადი მოაჯირი
  • მატრასის დონის სიმაღლეში რეგულირება
  • მატრასის ზომა 120 X 60 (მატრასი იყიდება ცალკე)
ქვეყანა:
რუსეთი

აღწერა

SKV Company უკვე ორ ათეულ წელზე მეტია სპეციალიზებულია საბავშვო ავეჯის წარმოებაზე. ამ პერიოდის განმავლობაში ბრენდმა მრავალფეროვანი გამოცდილება დააგროვა, რამაც საშუალება მისცა აწარმოოს უსაფრთხო, მაღალი ხარისხისა და თანამედროვე საბავშვო ავეჯი. კომპანია მშობლებს სთავაზობს სერტიფიცირებულ პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასებში, ხოლო მისი ასორტიმენტი მუდმივად ახლდება და ფართოვდება.

უახლესი ტექნოლოგიების, დეტალებზე მუდმივი დაკვირვების, უმაღლესი ხარისხის და ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით იქმნება კლასიკური სტილის, ლამაზი, სადა და გამძლე საბავშვო პროდუქცია, რომელშიც შედის ბავშვის საწოლები და კომოდები.

SKV Company საბავშვო ავეჯის წარმოებისას ითვალისწინებს არა მხოლოდ ამ სფეროში დადგენილ ევროპულ სტანდარტებს, არამედ თანამედროვე საჭიროებებსაც, როგორებიცაა საცხოვრებელ სივრცეში მაქსიმალური ადაპტაცია, მშობლისა და ბავშვის კომფორტი.

საბავშვო ბრენდი პროდუქციას საუკეთესო არყის ხისგან ამზადებს, რომელსაც ადგილობრივი მწარმოებლებისგან ირჩევს. ავეჯის შესაღებად ეკოლოგიური, წყლის ბაზაზე დამზადებული ლაქ-საღებავები გამოიყენება.

ტრადიციული სტილის, მართკუთხა ფორმის საბავშვო საწოლი, რეგულირებადი მოაჯირითა და მატრასის სიღრმის ორი დონით, გათვლილია ბავშვის დაბადებიდან 4-5 წლამდე. ბავშვის საწოლი აღჭურვილია გორგოლაჭებით მარტივი ფიქსაციით, რაც ხაზს უსვამს მის მობილურობას

ვარიაციები

  ფერი ხელმისაწვდომობა ფასი  
SKV Company Babyton Natural - ხის საბავშვო საწოლი გორგოლაჭებით - image 1 | Labebe არყის ხის ფერი
გაყიდვაშია
365 
SKV Company Babyton White - ხის საბავშვო საწოლი გორგოლაჭებით - image 1 | Labebe თეთრი
გაყიდვაშია
365 

მიმოხილვები

მიმოხილვები ვერ მოიძებნა

დანართი

აქ ჯერ არაფერია
ბუნებრივი მასალები
ულიმიტო გარანტია
ხარისხის სერთიფიკატები
მიწოდება ქვეყნის მასშტაბით

მსგავსი პროდუქტები

საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
495 
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
595 
საბავშვო ზეწრები
გაყიდვაშია
54 
საბავშვო ზეწრები
გაყიდვაშია
54 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
225 
მსუბუქი სასეირნო ეტლები
გაყიდვაშია
775 
ჩანთები დედებისთვის
გაყიდვაშია
285