კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა (შემდგომში „პოლიტიკა“) ვრცელდება ყველა პერსონალურ ინფორმაციაზე, რომელიც შპს ბეიბი ლენდი, კომერციული სახელწოდება ლაბებე ბუტიკი (შემდგომში „კომპანია“) შეიძლება მიიღოს მომხმარებლისგან www.labebe.ge ვებ-გვერდზე ან მის ქვედომენებზე ყოფნის დროს ("ვებგვერდი"). პოლიტიკა აღწერს, თუ როგორ აგროვებს, იყენებს და ამჟღავნებს კომპანია პერსონალურ ინფორმაციას ვებ-გვერდის მეშვეობით. მომხმარებელი, ვებგვერდის გამოყენებით, თანხმდება კომპანიის მიერ მისი პირადი ინფორმაციის შეგროვებასა და გამოყენებაზე.
პირადი ინფორმაციის მიღება
მომხმარებელს შეუძლია ეწვიოს ვებსაიტს და არ გაამჟღავნოს თავისი პერსონალური მონაცემები, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელი გადაწყვეტს მოიპოვოს გარკვეული ინფორმაცია, გამოიყენოს სერვისები ან შეიძინოს კომპანიის პროდუქტები (კომპანიის მიერ შემუშავებული და ვებ-გვერდზე გავრცელებული ნებისმიერი პროგრამული უზრუნველყოფა), კომპანია ითხოვს მომხმარებლის პერსონალურ ინფორმაციას.
კომპანიას უფლება აქვს მომხმარებლისგან მოითხოვოს შემდეგი ინფორმაცია: სახელი და გვარი, კომპანიის სახელწოდება, რომელსაც იგი წარმოადგენს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საფოსტო მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, აგრეთვე ფინანსური და სხვა ინფორმაცია, რომელიც მითითებულია საიტზე.
ნებისმიერი ინფორმაცია, ავტომატურად წაკითხული მომხმარებლის მიერ ვებ გვერდზე ვიზიტის შედეგად, მათ შორის დათვალიერების თანმიმდევრობა, გამოიყენება ინდივიდუალური მომხმარებლების იდენტიფიცირების გარეშე. კომპანია იყენებს "Cookies ფაილებს", რათა ვებგვერდი უფრო მოსახერხებელი გახადოსს.
პირადი ინფორმაციის გამოყენება და გამჟღავნება
კომპანია იყენებს მომხმარებლის პერსონალურ ინფორმაციას სერვისებისა და პროდუქტების მიწოდებისთვის, დავების გადასაჭრელად და პრობლემების მოსაგვარებლად, მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად და ვებ გვერდის გასაუმჯობესებლად, ახალი სერვისებისა და პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად. ვებგვერდზე დარეგისტრირებით მომხმარებელი ავტომატურად თანხმდება მიიღოს კომპანიისგან ინფორმაცია გაწეული სერვისების შესახებ, კომპანიის განახლებული ვერსიების ან ახალი პროდუქტების შესახებ, ასევე სხვა ინფორმაცია, რომლის მიწოდებაც კომპანია ჩათვლის მნიშვნელოვანად.
კომპანია არ ყიდის, არ გადასცემს მესამე პირებზე და არ ამჟღავნებს მომხმარებლის შესახებ პირად ინფორმაციას. კომპანიას უფლება აქვს გაამჟღავნოს და გადასცეს პერსონალური ინფორმაცია მესამე პირებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს საქართველოს ან საერთაშორისო კანონმდებლობა ან/და მაკონტროლებელი ორგანოები, სამართლებრივი პროცედურის დაცვით.
პირადი ინფორმაციის ნახვა და რედაქტირება
კომპანია ვებ-გვერდზე რეგისტრირებულ მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას ნებისმიერ დროს ნახოს და დაარედაქტიროს მისი პირადი ინფორმაცია. პერსონალური ინფორმაციის რედაქტირებისთვის მომხმარებელი უნდა შევიდეს მის პირად ანგარიშში ვებ-გვერდის შესაბამის გვერდზე (www.labebe.ge).
ბმულები სხვა ვებ-გვერდებზე
ვებგვერდი შეიცავს ბმულებს მესამე მხარის ვებ-გვერდებზე. კომპანია არ აკონტროლებს ამ ვებგვერდებს და მათ კონფიდენციალურობის პოლიტიკას. კომპანია მოუწოდებს მომხმარებელს, ყურადღებით წაიკითხოს მათი კონფიდენციალურობის პოლიტიკა პირადი ინფორმაციის გაგზავნამდე.
უსაფრთხოება
კომპანია იღებს შესაბამის ზომებს მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოების დაკარგვის, ბოროტად გამოყენების, არაავტორიზებული წვდომის, გამჟღავნების ან ცვლილებისგან უზრუნველსაყოფად. ამასთან, ინფორმაციის გადაცემის მეთოდი და მისი ინტერნეტში შენახვის მეთოდი არ შეიძლება იყოს სრულიად უსაფრთხო, ამიტომ კომპანია არ იძლევა პირადი ინფორმაციის აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტიას.
ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკის პირობებში
კომპანია იტოვებს უფლებას შეცვალოს პოლიტიკის პირობები. ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, კომპანია აქვეყნებს პოლიტიკის ყველა დამატებას და ცვლილებას ვებგვერდზე. სერვისების შემდგომი გამოყენებისა და კომპანიის პროდუქტების გამოყენებით, მომხმარებელი ეთანხმება პოლიტიკის ახალ პირობებს.