უცხო სხეულის გადაცდენა ბავშვებში – როგორ შევაფასოთ რისკი და ვიმოქმედოთ სწორად

უცხო სხეულის გადაცდენა ბავშვთა ასაკში წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ხშირ და სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიშ გადაუდებელ მდგომარეობას. პედიატრიულ პრაქტიკაში ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია ჩვილებსა და მცირეწლოვან ბავშვებში, თუმცა მსგავსი შემთხვევები შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერ ასაკში. კლინიკური სურათი მნიშვნელოვნად დამოკიდებულია უცხო სხეულის ზომაზე, ფორმაზე, მდებარეობასა და იმაზე, რამდენად სწრაფად და სწორად ხდება პირველადი რეაგირება.

სამედიცინო პრაქტიკა და დაკვირვებები აჩვენებს, რომ გადაცდენის დროს არასწორად განხორციელებული ქმედებები ხშირად ზრდის გართულებების რისკს და აუარესებს მდგომარეობას. განსაკუთრებით ხშირია სიტუაციები, როდესაც დაუფიქრებელი ჩარევა არღვევს ბუნებრივ თავდაცვით რეფლექსებს და ხელს უშლის უცხო სხეულის სპონტანურ ამოხველებას. სწორედ ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია მდგომარეობის სწორი შეფასება პირველივე წუთებში.

უცხო სხეულის სასუნთქ გზებში მოხვედრა შეიძლება გამოიხატოს როგორც ნაწილობრივი, ისე – სრული ობსტრუქციით. ამ ორ მდგომარეობას განსხვავებული კლინიკური ნიშნები, რისკის დონე და მართვის პრინციპები ახასიათებს. ზედა სასუნთქი გზების სრული ობსტრუქცია ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მწვავე გადაუდებელ მდგომარეობად პედიატრიაში და საჭიროებს დაუყოვნებელ, სწორ და ასაკის მიხედვით შერჩეულ მოქმედებას მანამ, სანამ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი ადგილზე მივა.

პედიატრი, ბავშვთა და მოზარდთა გადაუდებელი დახმარების სპეციალისტი ნანო შვანგირაძე ლაბებესთან საუბრისას განმარტავს, რა უნდა იცოდეს მშობელმა და რა შეცდომები არ უნდა დაუშვას ასეთ კრიტიკულ მომენტში.

ვინ არის „ოქროს მოწმე“ და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?

თუ ბავშვს უცხო სხეული გადასცდა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ ადამიანს, ვინც ამ პროცესს შეესწრო. მედიცინაში ასეთ ადამიანს „ოქროს მოწმეს“ უწოდებენ. სწორედ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, თუ როგორ დაიწყო შემთხვევა, ჰქონდა თუ არა ბავშვს ხველა, ექიმებს დიაგნოზის დადგენაში ეხმარება.

ამიტომ, თუ ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, მაქსიმალურად მშვიდად და ზუსტად დაიმახსოვრეთ დეტალები.

შეიძლება თუ არა თითის ჩაყოფა ბავშვის პირში?

ნანო შვანგირაძის თქმით, ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა. თუ უცხო სხეული პირის ღრუში არ ჩანს, თითის ჩაყოფა და მისი მოძებნა არ შეიძლება. ასეთ დროს არსებობს რეალური რისკი, რომ უცხო სხეული კიდევ უფრო ღრმად გადაიწიოს და მდგომარეობა დამძიმდეს. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უცხო სხეული აშკარად ჩანს პირის ღრუში, შესაძლებელია მისი ფრთხილად ამოღება.

რა განსხვავებაა ზედა და ქვედა სასუნთქ გზებს შორის?

უცხო სხეული შეიძლება მოხვდეს:

  • ზედა სასუნთქ გზებში – ყველაზე საშიში მდგომარეობა და სიცოცხლესთან შეუთავსებელია;
  • ქვედა სასუნთქ გზებში – შედარებით ნაკლებად კრიტიკული, თუმცა მაინც საჭიროებს დაუყოვნებელ სამედიცინო ჩარევას.

შესაბამისად, ზედა სასუნთქი გზების სრული ობსტრუქციის დროს გადაუდებელი მოქმედების მნიშვნელობა კრიტიკულია.

როგორ განვასხვაოთ ნაწილობრივი და სრული ობსტრუქცია?

ლაბებესთან ინტერვიუში პედიატრი ნანო შვანგირაძე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ უცხო სხეულის გადაცდენისას მდგომარეობის სწორი შეფასება გადამწყვეტი ეტაპია. სწორედ ამ შეფასებაზეა დამოკიდებული, უნდა ჩაერიოს თუ არა მშობელი პირველადი დახმარების მანევრით.

კლინიკურად განასხვავებენ ორ ძირითად მდგომარეობას: ნაწილობრივ და სრულ ობსტრუქციას.

ნაწილობრივი ობსტრუქცია

ნაწილობრივი ობსტრუქციის დროს სასუნთქი გზები სრულად დახშული არ არის და ბავშვის ორგანიზმი აქტიურად იყენებს თავდაცვით მექანიზმებს. როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში ბავშვს აღენიშნება შეტევითი, შემაწუხებელი ხველა, ტირილი ან/და გამოსცემდეს სხვადასხვა ხმას.

ნანო შვანგირაძის განმარტებით, ეს ნიშნები მიუთითებს იმაზე, რომ თავდაცვითი რეფლექსი მუშაობს და ორგანიზმი დამოუკიდებლად ცდილობს უცხო სხეულის ამოგდებას. ასეთ სიტუაციაში ჩარევა დაუშვებელია – პატარას არ უნდა ჩატარდეს არც ჰეიმლიხის და არც სხვა მანევრები, რადგან ამან შეიძლება ხელი შეუშალოს ბუნებრივ ამოხველებას და მდგომარეობა დაამძიმოს.

სრული ობსტრუქცია

სრული ობსტრუქციის დროს სასუნთქი გზები მთლიანად იკეტება. ასეთ მდგომარეობაში ბავშვი:

  • ვერ სუნთქავს;
  • ვერ გამოსცემს ხმას;
  • სწრაფად უუარესდება საერთო მდგომარეობა.

ამ შემთხვევაში, როგორც სპეციალისტი აღნიშნავს, მშობელმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ასაკის შესაბამისი პირველადი დახმარების მანევრები და პარალელურად გამოიძახოს სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ასეთ სიტუაციაში დაგვიანება პირდაპირ ზრდის საფრთხეს სიცოცხლისთვის.

  • 1 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოიყენება ე.წ. სენდვიჩის მანევრი;
  • 1 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში კი ტარდება ჰეიმლიხის მანევრი.

ამ მოქმედებების ცოდნა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან პირველი რამდენიმე წუთი ხშირად გადამწყვეტია ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად.

გადაცდენის დროს პანიკა ყველაზე დიდი მტერია. ცოდნა, დაკვირვება და სწორ მომენტში სწორი მოქმედება კი ბავშვის უსაფრთხოების მთავარი გარანტიაა. მნიშვნელოვანია, მშობელმა წინასწარ იცოდეს, როდის უნდა იმოქმედოს და როდის – არ უნდა ჩაერიოს.

დაკავშირებული პროდუქტები

საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
495 
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
135 
ზომა: 120 X 60, 160 X 80
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
95 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
545 
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
112 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
135 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
355 
ზომა: 110 X 80
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
85 
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
35 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
365 
თეთრეულის კომპლექტები
გაყიდვაშია
155 
თეთრეულის კომპლექტები
გაყიდვაშია
155 
თეთრეულის კომპლექტები
გაყიდვაშია
445 
თეთრეულის კომპლექტები
გაყიდვაშია
445 
თეთრეულის კომპლექტები
გაყიდვაშია
445 
საბავშვო საკვები სკამები
გაყიდვაშია
1,325 
საბავშვო საკვები სკამები
გაყიდვაშია
975 
მუსიკალური მობაილები
გაყიდვაშია
244 
მუსიკალური მობაილები
გაყიდვაშია
244 

მეტი სასარგებლო სტატიები

აღმოაჩინეთ იტალიური ბრენდი Peg Perego Labebe Boutique-ში – საბავშვო ეტლები, რომლებიც აერთიანებს უსაფრთხოების სტანდარტებს, ფუნქციურ დიზაინსა და მრავალწლიან საერთაშორისო გამოცდილებას.
ნეონატოლოგების რეკომენდაციები, ევროპული სტატისტიკა და რეალური მიზეზები, თუ რატომ უნდა იმგზავროს ახალშობილმა ქარსითით პირველივე დღიდან.
აღმოაჩინეთ სერტიფიცირებული საბავშვო მატრასები Labebe Boutique-ში – OEKO-TEX® სტანდარტი, ჰიპოალერგიული მასალები და Plitex-ის პრემიუმ ხარისხი ბავშვის უსაფრთხო ძილისთვის.