სკოლიოზი ბავშვებში – როგორ შევამჩნიოთ დროულად და როდის მივმართოთ სპეციალისტს?

ბავშვის ზრდისა და ფიზიკური განვითარების პროცესში ხერხემლის სწორ პოზიციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ სკოლიოზი – ხერხემლის პათოლოგიური გამრუდება – ის საკითხია, რომელზეც მშობლებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ ადრეულ ეტაპზე. ლაბებესთან საუბრისას ფიზიკური რეაბილიტაციისა და განვითარების სპეციალისტი, ნუკრი მიქელაძე განმარტავს, რომ ბავშვების შეფასება უკვე 3–5 წლის ასაკიდან აუცილებელია.

რას უნდა დააკვირდეთ 3–5 წლიდან?

სპეციალისტი გვირჩევს, ბავშვი ოდნავ მოვხაროთ წინ და სიმაღლისა და სიმეტრიის სხვაობები შევაფასოთ. თუ ერთი მხარე აშკარად მაღლა დგას, თუ ჩანს მხრების ან თეძოს ასიმეტრია, თუ ბავშვი მუდმივად დახრილ პოზაშია – ეს უკვე საკმარისზე მეტი ნიშანია, რომ საჭიროა დამატებითი კვლევების ჩატარება და ექიმთან კონსულტაციის გავლა.

ასევე, ყურადღება მიაქციეთ:

  • სიარულისას სხეულის გადახრას;
  • ერთ მხარეს გადატანილ წონას;
  • ზურგის დაღლილობას;
  • ხშირად განზე გაწეულ მხარს.

ასეთი ცვლილებები ხშირად მიუთითებს სკოლიოზის საწყის სტადიაზე, რომელიც განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება იმ პერიოდში, როდესაც ბავშვი აჩქარებული სომატური ზრდის ეტაპს გადის.

რა ტიპის სკოლიოზი არსებობს?

ნუკრი მიქელაძე გვიზიარებს, რომ სკოლიოზი შეიძლება იყოს:

  • თანდაყოლილი – შეიძლება გამოვლინდეს 1 წლის ასაკამდე, იშვიათად – სიცოცხლის პირველივე თვიდან. მას, ჩვეულებრივ, პედიატრი აღმოაჩენს. მდგომარეობის შეჩერება 20–25 გრადუსზე უკვე მნიშვნელოვანი პროგრესია, რადგან აქტიური რეაბილიტაციით მისი სრული გამოსწორება რთულია;
  • იდიოპათიური – ეს არის ყველაზე საფრთხილო და გავრცელებული ფორმა, რომლის გამომწვევი მიზეზიც უცნობია. ასევე, დაუდგენელია, რატომ იმატებს გამრუდება პერიოდულად, თვიდან თვემდე, წლიდან – წლამდე. ამიტომაც ითვლება განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ნაბიჯად მუდმივი დაკვირვება და მონიტორინგი;
  • შეძენილი – ხშირ შემთხვევაში გამოწვეულია პასიური ცხოვრებით, უმოძრაობით, მავნე ჩვევებით. სკოლიოზის ეს ფორმა უფრო მარტივად ექვემდებარება მართვას – სწორ მოძრაობას, სპეციალურ სავარჯიშოებსა და ყოველდღიური ჩვევების შეცვლას ხშირად შეუძლია მდგომარეობის შეჩერება და გაუმჯობესება.

როდის უნდა მიმართოთ სპეციალისტს?

ბავშვის ყოველდღიური ქცევაცა და პოზაში მცირე ცვლილებებიც კი შესაძლოა იყოს მნიშვნელოვანი კლინიკური ნიშნები, რომლებმაც თქვენი ყურადღება უნდა მიიპყროს. თუ დაკვირვებისას ამჩნევთ, რომ:

ერთი მხარი მუდმივად უფრო დაბლა მდებარეობს;
გულ-მკერდი ასიმეტრიულია ან სუნთქვისას ერთი მხარე ნაკლებად/შეფერხებით მოძრაობს;
თეძო ერთ მხარეს აწეულია და სხეულის ღერძი თითქოს გადახრილია;
• ბავშვს ხშირად აქვს დახრილი ან არათანაბარი პოზა, რაც მოძრაობის დროსაც გრძელდება.

ეს ყველა გამოხატულება იმ კატეგორიის ცვლილებებს განეკუთვნება, რომლებიც შესაძლოა ხერხემლის სტრუქტურული ან ფუნქციური დარღვევის ადრეულ ნიშნებზე მიუთითებდეს.

ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია რადიოლოგიური გამოკვლევის ჩატარება (როგორც წესი, ხერხემლის წინა, უკანა და გვერდითა სეგმენტებზე), რათა განისაზღვროს გამრუდების არსებობა, მისი ხარისხი და პროგრესირების შესაძლო რისკი.

შემდგომ ეტაპზე აუცილებელია დინამიკური მონიტორინგი, ანუ კონტროლი ყოველ 6 თვეში ერთხელ, რადგან ზრდის პერიოდში ცვლილებები შეიძლება სწრაფად განვითარდეს. რეგულარული შეფასება სპეციალისტს აძლევს საშუალებას, რომ:

• აკონტროლოს, იზრდება თუ არა გამრუდების კუთხე;
• განსაზღვროს საჭიროების შემთხვევაში რეაბილიტაციის ინტენსივობა;
• შეარჩიოს სავარჯიშოები, რომლებიც ყველაზე ეფექტურად შეაჩერებს პროგრესირებას;
• დროულად გადაწყვიტოს, საჭიროა თუ არა დამატებითი ჩარევა.

გახსოვდეთ, რომ დროულად დაკვირვება და რეაგირება მნიშვნელოვნად ამცირებს გართულებების რისკს და ზრდის იმის შანსს, რომ ბავშვის ხერხემალი სწორად და ჯანმრთელად ჩამოყალიბდეს.

დაკავშირებული პროდუქტები

საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
495 
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
135 
ზომა: 120 X 60, 160 X 80
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
95 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
545 
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
112 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
135 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
355 
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
35 
ზომა: 110 X 80
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
85 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
365 
თეთრეულის კომპლექტები
გაყიდვაშია
155 
თეთრეულის კომპლექტები
გაყიდვაშია
155 
თეთრეულის კომპლექტები
გაყიდვაშია
445 
თეთრეულის კომპლექტები
გაყიდვაშია
445 
თეთრეულის კომპლექტები
გაყიდვაშია
445 
ჩანთები დედებისთვის
გაყიდვაშია
273 
ჩანთები დედებისთვის
გაყიდვაშია
273 
ჩანთები დედებისთვის
გაყიდვაშია
273 
ჩანთები დედებისთვის
გაყიდვაშია
273 

მეტი სასარგებლო სტატიები

უცხო სხეულის გადაცდენა ბავშვებში – როგორ განვასხვაოთ ნაწილობრივი და სრული ობსტრუქცია და რა უნდა იცოდეს მშობელმა გადაუდებელ სიტუაციაში.
აღმოაჩინეთ იტალიური ბრენდი Peg Perego Labebe Boutique-ში – საბავშვო ეტლები, რომლებიც აერთიანებს უსაფრთხოების სტანდარტებს, ფუნქციურ დიზაინსა და მრავალწლიან საერთაშორისო გამოცდილებას.
ნეონატოლოგების რეკომენდაციები, ევროპული სტატისტიკა და რეალური მიზეზები, თუ რატომ უნდა იმგზავროს ახალშობილმა ქარსითით პირველივე დღიდან.