სიმსუქნე და ჭარბწონიანობა ბავშვებში – ენდოკრინოლოგის რჩევები

ბოლო წლებში ჭარბი წონა მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ სამედიცინო გამოწვევად იქცა. ექიმი-ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა განმარტავს, რომ საქართველოში ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას: სტატისტიკურად, ბავშვების 10%-ს სიმსუქნე აქვს, ხოლო 25%-ზე მეტს – ჭარბი წონა.

მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ბავშვობაში დაგროვილი ზედმეტი წონა მხოლოდ გარეგნულ ცვლილებას არ ნიშნავს. ეს მდგომარეობა ორგანიზმში იწვევს ცვლილებებს, რომლებიც საფუძველს უყრის სხვადასხვა ჰორმონალურ და ფიზიოლოგიურ დარღვევას.

რა ხდება ორგანიზმში ამ დროს?

როდესაც ბავშვის ორგანიზმში ჭარბი ცხიმი გროვდება, ის იწყებს მოქმედებას, როგორც ცალკეული ორგანო, რომელიც საკუთარ ნივთიერებებსა და ჰორმონებს გამოიმუშავებს. ექიმი ლაშა უჩავა ხაზს უსვამს, რომ ეს პროცესი რამდენიმე მიმართულებით აზიანებს ჯანმრთელობას. კერძოდ:

  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევა – ზედმეტი ცხიმი ხელს უშლის ორგანიზმს შაქრის სწორად ათვისებაში. ეს აიძულებს კუჭქვეშა ჯირკვალს, იმუშაოს გადატვირთვით, რაც მომავალში დიაბეტის განვითარების რისკს ზრდის;
  • ჰორმონალური ფონი – სიმსუქნე არღვევს ბავშვის ბუნებრივ ზრდა-განვითარებას. მაგალითად, მან შეიძლება გამოიწვიოს სქესობრივი მომწიფების ნაადრევი დაწყება ან, პირიქით, მისი შეფერხება;
  • დატვირთვა ორგანოებზე – ფიზიკურად, ზედმეტი წონა აწვება ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ძვლოვან სისტემას, ხერხემალსა და აიძულებს გულს, ბევრად უფრო ინტენსიურად იმუშაოს სისხლის მიმოქცევის უზრუნველსაყოფად.

რამ გამოიწვია მაჩვენებლების ზრდა ბავშვებში?

ბოლო ათწლეულში სიმსუქნის შემთხვევების მატება, ექიმის განმარტებით, პირდაპირ კავშირშია ჩვენს შეცვლილ გარემოსთან:

  • კვების ხარისხი – რაციონში ჭარბობს სწრაფი კვების პროდუქტები, ტკბილი, გაზიანი სასმელები და სწრაფი ნახშირწყლებით გაჯერებული საკვები, რაც ენერგიის მოზღვავებას იწვევს, რომლის დახარჯვასაც ბავშვი ვერ ასწრებს;
  • ნაკლები მოძრაობა – ფიზიკური აქტივობა ჩაანაცვლა ეკრანებთან გატარებულმა დრომ. ენერგიის დისბალანსი (როცა ვიღებთ იმაზე მეტს, ვიდრე ვხარჯავთ) წონის მატების მთავარი მექანიზმია;
  • რეჟიმის არქონა/დარღვევა – ქაოსური კვება და არასრულფასოვანი ძილი პირდაპირ მოქმედებს იმ ჰორმონებზე, რომლებიც შიმშილისა და დანაყრების გრძნობას აკონტროლებს.

პრევენცია და გადაჭრის გზები

ბავშვთა ჭარბი წონის მართვა იწყება არ უნდა იწყებოდეს აკრძალვებითა და მკაცრი კონტროლით, არამედ ოჯახური გარემოს გააზრებული ცვლილებით. მაშინ, როცა პატარა ხედავს, რომ ჯანსაღი არჩევანი მთელი ოჯახის ცხოვრების ნაწილია, ცვლილება ბუნებრივ პროცესად იქცევა და არა– დასჯის ფორმად. სწორედ ამიტომ მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს საერთო ჩვევებზე – კვებაზე, მოძრაობასა და ყოველდღიურ რეჟიმზე.

რაციონის კორექცია ეფექტურია მაშინ, როდესაც იგი ეტაპობრივად ხორციელდება. მკვეთრი და ერთდღიანი ცვლილებები ხშირად იწვევს პროტესტს ან სტრესს, რაც გრძელვადიან შედეგს არ იძლევა. მიზანშეწონილია მცირე, მაგრამ თანმიმდევრული ნაბიჯები: შაქრიანი სასმელების ჩანაცვლება წყლით, მაღალკალორიული ხემსის (სნექის) შემცირება, ბოსტნეულის, ანუ ბოჭკოს რაოდენობის გაზრდა ყოველდღიურ რაციონში. ასეთი მიდგომა ბავშვს ახალ გემოებთან შეგუებაში ეხმარება და „აკრძალული ხილის“ ფსიქოლოგიურ ეფექტს ამცირებს.

ფიზიკური აქტივობა უნდა აღიქმებოდეს, როგორც სიამოვნება და ენერგიის გამოხატვის საშუალება და არა, როგორც – ვალდებულება. ბავშვებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოძრაობის ასოცირება თამაშსა და ემოციურ დადებით გამოცდილებასთან. რეგულარული სეირნობა, ველოსიპედით გადაადგილება, აქტიური თამაში ეზოსა ან პარკში ხელს უწყობს არა მხოლოდ ენერგიის ხარჯვას, არამედ კუნთოვანი სისტემის სწორ განვითარებასა და მეტაბოლური პროცესების რეგულაციას. მინიმუმ ერთი საათი აქტიური მოძრაობა ყოველდღიურად წარმოადგენს საერთაშორისო რეკომენდაციებით მხარდაჭერილ სტანდარტს.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სიმსუქნე მხოლოდ ცხოვრების წესის შედეგი ყოველთვის არ არის. ის შეიძლება დაკავშირებული იყოს ჰორმონალურ ან მეტაბოლურ დარღვევებთან. ამიტომ მიზანშეწონილია ექიმ-ენდოკრინოლოგის კონსულტაცია. სპეციალისტი შეაფასებს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას, გამორიცხავს ფარულ ენდოკრინულ პათოლოგიებს და შეიმუშავებს მართვის ინდივიდუალურ გეგმას, რომელიც მოიცავს როგორც კვებით, ასევე – ქცევით რეკომენდაციებს. პროფესიონალური მეთვალყურეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, თუ წონის მატება სწრაფად და აუხსნელად მიმდინარეობს.

ბავშვთა სიმსუქნე სერიოზული გამოწვევაა, თუმცა ცხოვრების წესის დროული ცვლილებით გართულებების თავიდან აცილება სავსებით შესაძლებელია. მთავარია გახსოვდეთ, რომ ეს არა თუ დროებითი დიეტა, არამედ ბავშვის ჯანმრთელობაზე გრძელვადიანი ზრუნვის პროცესია.

დაკავშირებული პროდუქტები

საბავშვო საკვები სკამები
გაყიდვაშია
1,325 
საბავშვო საკვები სკამები
გაყიდვაშია
735 
საბავშვო საკვები სკამები
გაყიდვაშია
825 
მარაგი ამოწურულია
საბავშვო საკვები სკამები
მარაგი ამოწურულია
735 
საკვები აქსესუარები
გაყიდვაშია
19 
საკვები აქსესუარები
გაყიდვაშია
19 
მარაგი ამოწურულია
საბავშვო საკვები სკამები
მარაგი ამოწურულია
799 
მარაგი ამოწურულია
საბავშვო საკვები სკამები
მარაგი ამოწურულია
799 
საბავშვო საკვები სკამები
გაყიდვაშია
799 
საბავშვო საკვები სკამები
გაყიდვაშია
922 
საბავშვო საკვები სკამები
გაყიდვაშია
922 
საბავშვო საკვები სკამები
გაყიდვაშია
899 
საბავშვო საკვები სკამები
გაყიდვაშია
899 
საბავშვო საკვები სკამები
გაყიდვაშია
1,255 
საბავშვო საკვები სკამები
გაყიდვაშია
1,325 
საბავშვო საკვები სკამები
გაყიდვაშია
735 
საბავშვო საკვები სკამები
გაყიდვაშია
825 
Peg Perego Prima Pappa Follow Me Wonder Green - საბავშვო საკვები სკამი - image 20 | Labebe
მარაგი ამოწურულია
საბავშვო საკვები სკამები
მარაგი ამოწურულია
735 
საკვები აქსესუარები
გაყიდვაშია
19 
საკვები აქსესუარები
გაყიდვაშია
19 
UPPAbaby Ciro Caleb - საბავშვო საკვები სკამი - image 1 | Labebe
მარაგი ამოწურულია
საბავშვო საკვები სკამები
მარაგი ამოწურულია
799 
UPPAbaby Ciro Emrick - საბავშვო საკვები სკამი - image 1 | Labebe
მარაგი ამოწურულია
საბავშვო საკვები სკამები
მარაგი ამოწურულია
799 
საბავშვო საკვები სკამები
გაყიდვაშია
799 
საბავშვო საკვები სკამები
გაყიდვაშია
922 
საბავშვო საკვები სკამები
გაყიდვაშია
922 
საბავშვო საკვები სკამები
გაყიდვაშია
899 
საბავშვო საკვები სკამები
გაყიდვაშია
899 
საბავშვო საკვები სკამები
გაყიდვაშია
1,255 

მეტი სასარგებლო სტატიები

ბავშვი 5-ჯერ უფრო უსაფრთხოდ მგზავრობს, როცა სახით საბარგულისკენ ზის. Britax Max-Safe Pro ამ შესაძლებლობას 7 წლამდე გაძლევთ. გაიგეთ, რატომ არის შვედური Plus Test მშვიდი მგზავრობის გარანტია.
იცოდით, რომ ბავშვის ბანაობა ვირუსის დროსაც აუცილებელია? გაიგეთ, როგორ შექმნათ უსაფრთხო გარემო სახლში და დაიცვათ პატარა იმ საფრთხეებისგან, რომლებსაც ხშირად ვერ ვამჩნევთ.
გაიგეთ, როგორ ეხმარება თეთრი ხმაური ჩვილს დაძინებასა და კოლიკის დაძლევაში. აღმოაჩინეთ Doudou et Compagnie-ის უსაფრთხო მუსიკალური სათამაშოები ლაბებე ბუტიკში.