როგორ ვასწავლოთ ბავშვს დამოუკიდებლობა?

გაიხსენეთ პირველი შემთხვევა, როცა რაღაც მნიშვნელოვანი თქვენით გააკეთეთ – იქნებოდა ეს ფეხსაცმლის თასმის შეკვრა, პირველი წარმატებული შეძენა მაღაზიაში თუ დამოუკიდებლად მომზადებული საჭმელი. ალბათ, ამ მომენტმა სიამაყით და თავისუფლებით აღგავსოთ. ჩვენი ამოცანაა, რომ იგივე განცდა ვაჩუქოთ ჩვენს პატარებს.

მშობლების უმეტესობა ფიქრობს, რომ დამოუკიდებლობის სწავლება ბავშვისთვის ნიშნავს გარკვეული მოვალეობების დაკისრებას, მაგრამ სინამდვილეში ეს პროცესია, რომელიც უნდა იყოს მხიარული, ინსპირაციული და ბუნებრივი. როგორ ვაქციოთ ეს გზა საინტერესო თავგადასავლად?

მცირე მისია, ანუ პატარა დავალებები

ბავშვებისთვის ყველაფერი გაცილებით საინტერესო ხდება, როცა პროცესი თამაშის ელემენტია. მაგალითად, თუ გინდათ, რომ თვითონ ჩაიცვას, შეგიძლიათ მისცეთ „საიდუმლო მისია":

  • დავალება: „შენ ახლა ხარ სუპერგმირი, რომელიც უნდა მოემზადოს მისიისთვის! აირჩიე შენი სამოსი და ჩაიცვი ის, რაც გსურს“.
  • ბონუსად: „თუ ამას დამოუკიდებლად გააკეთებ, მიიღებ განსაკუთრებულ მედალს – დამოუკიდებლობის ძალას!“

მსგავსი მიდგომა შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა დავალებებისთვისაც: საწოლის გაშლა, სათამაშოების დალაგება ან ხელების დაბანა.

ბავშვი, როგორც მთავარი გმირი

ბავშვებს უყვართ, როცა საკუთარი ცხოვრების მთავარი გმირები ხდებიან. სცადეთ, რომ ყოველდღიური საქმიანობები აქციოთ „ცხოვრების თამაშად“.

  • სიუჟეტი: თქვენი შვილი პატარა მოგზაურია, რომელიც სწავლობს სხვადასხვა ბაზისურ უნარს.
  • დასაწყისი: ის ჯერ ახალბედაა, მაგრამ დამოუკიდებლად შესრულებული თითოეული  საქმე მას ახალ შესაძლებლობებს ანიჭებს.
  • მიზანი: მას სჭირდება ცოდნა და უნარები, რათა გახდეს დიდი და დამოუკიდებელი.

მაგალითად, თუ ბავშვი პირველად ცდილობს თავისით ჭამას, შეგიძლიათ უთხრათ: „დღეს შენი პირველი გაკვეთილია პატარა შეფმზარეულის სკოლაში. როცა დამოუკიდებლად შეჭამ, მიიღებ პირველ სამზარეულო ვარსკვლავს!"

გადაწყვეტილების მიღების სწავლება

ბავშვებს უყვართ კონტროლის შეგრძნება, ამიტომ შეგიძლიათ შექმნათ „მაგიური ღილაკები", რომლებსაც ისინი დააჭერენ და მიიღებენ გადაწყვეტილებებს:

  • „დღევანდელი საქმეების ღილაკი“ – ბავშვი ირჩევს, რით დაიწყოს თავისი დღე: „ჯერ სათამაშოები დავალაგო თუ ჯერ კბილები გავიხეხო?“
  • „საკვების არჩევის ღილაკი“ – პატარა თავად ირჩევს, რომელი ჯანსაღი საუზმე უნდა მიირთვას.
  • „დახმარების ღილაკი“ – თუ უჭირს დამოუკიდებლად რამის გადაწყვეტა, შეუძლია „დააჭიროს“ ამ ღილაკს (უბრალოდ გითხრათ) და თქვენგან მიიღოს მინიშნება, როგორ გააკეთოს საქმე მარტივად და ნაყოფიერად.

ეს მეთოდი ბავშვს წაახალისებს, რომ მიიღოს გადაწყვეტილებები სხვების გარეშე და იგრძნოს საკუთარი ქმედებების შედეგები.

რას შევძლებ დღეს?

ბავშვები ბუნებით მკვლევრები არიან. შეგიძლიათ, კვირაში ერთი დღე დაუთმოთ „გამოძიებებს“, ანუ იმას, თუ რას შეძლებს თქვენი პატარა დამოუკიდებლად, ხოლო ყველა წარმატებული ექსპერიმენტი დამოუკიდებლობის ახალ დონედ ითვლება.

  • შეძლებს, თავად ჩაასხას წყალი ჭიქაში ისე, რომ არ დაღვაროს?
  • მოამზადებს მარტივ სენდვიჩს?
  • თვითონ გამოიცვლის პიჟამას ძილის წინ?

ბავშვის დამოუკიდებლობის სწავლება მშობლებისთვის შეიძლება რთული და გრძელვადიანი პროცესი იყოს, მაგრამ როცა ეს პროცესი მხიარულ და კრეატიულ თავგადასავლად იქცევა, შედეგები უფრო თვალსაჩინო ხდება ორივესთვის. მთავარია, არცერთ შემთხვევაში არ ვაიძულოთ რაიმეს კეთება და არ დავტოვოთ სრულიად მარტო, არამედ წავახალისოთ, შევაქოთ და დავეხმაროთ, რომ დამოუკიდებლობა გახდეს არა ვალდებულება, არამედ თამაში, რომელშიც მთავარი გმირი თვითონაა.

დაკავშირებული პროდუქტები

Label Label Car Slider Green - ხის განსავითარებელი სათამაშო - image 1 | Labebe
ხის სათამაშოები
წინასწარი შეკვეთით
113 
მარაგი ამოწურულია
ხის სათამაშოები
მარაგი ამოწურულია
231 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
109 
Label Label Little Car Green - ხის განსავითარებელი სათამაშო - image 1 | Labebe
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
38 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
118 
მარაგი ამოწურულია
ხის სათამაშოები
მარაგი ამოწურულია
97 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
67 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
105 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
38 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
34 
ხის სათამაშოები
წინასწარი შეკვეთით
113 
Label Label Educational Baby Walker Pink - ხის განსავითარებელი სათამაშო - image 1 | Labebe
მარაგი ამოწურულია
ხის სათამაშოები
მარაგი ამოწურულია
231 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
109 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
38 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
118 
Label Label Stacking Blocks House Pink - ხის განსავითარებელი სათამაშო - image 1 | Labebe
მარაგი ამოწურულია
ხის სათამაშოები
მარაგი ამოწურულია
97 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
67 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
105 

მეტი სასარგებლო სტატიები

ამ ბლოგიდან გაიგებთ, თუ როგორ შეურჩიოთ თქვენს პატარას საწოლის მატრასი, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვის მშვიდ და ჯანსაღ ძილს, რაც მას ყოველდღიურ ცხოვრებაში ჰარმონიულ განვითარებას უწყობს ხელს.
ამ ბლოგში აღმოაჩენთ, თუ როგორ იზრუნოთ შვილის თუ თქვენს ჯანმრთელობაზე, როგორ ებრძოლოთ ბრტყელტერფიანობას და როგორ მოიხსნათ ყოველდღიური სტრესი ერთი, უნიკალური პროდუქტით.
ორსულობა განსაკუთრებული პერიოდია და ფიზიკური აქტივობები ამ დროს ძალიან სასარგებლოა როგორც დედისთვის, ისე მომავალი ბავშვისთვის